7 საიდუმლო ფრანგი გოგონებისგან

Published: 22/03/2018 Views: 923


სილამაზის 7 საიდუმლო
ახალი თაობის ფრანგი გოგონებისგან


არანაირი დიეტა, პარფიუმერული ხრიკები და სხვა სილამაზის გაკვეთილები ახალგაზრდა ლამაზმანებისგან.


წესი 1:
მაქსიმალური ბუნებრიობა


ლილი როუზ დეპის კანის მოვლის სწორი რიტუალი იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე მაკიაჟის მრავალი ფენა. "რაც უფრო ნაკლები მით უკეთესი" ფრანგი მანდილოსნების საყვარელი გამონათქვამია მაშინაც კი, თუ საღამოს წვეულებისთვის ემზადებიან. მათ იციან, რომ არ არსებობს "სწორი" და "არასწორი" სილამაზე. მნიშვნელოვანია თავს როგორ გრძნობ და არა ის, თუ როგორი ეჩვენები გარშემომყოფებს. თუმცა, ბუნებრივი იმიჯიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიონალური კოსმეტიკური პროცედურები ნებისმიერი პარიზელი გოგონას აუცილებელი წინაპირობაა. კანის ჯანმრთელობას უდიდეს ყურადღებას აქცევენ და როცა სახე კარგ მდგომარეობაშია, დეკორატიული კოსმეტიკა მინიმალური რაოდენობითაც საკმარისია.


წესი 2:
არანაირი დიეტა!


"ყოველ დილით სიამოვნებით ვატან კარაქს ბაგეტს, ხოლო ჯემს კრუასანს" - თამამად აცხადებს ჯეინ ბირკინის ქალიშვილი, ლუ დუაიონი. არცერთი გონებამახვილი პარიზელი ქალი არ ზის დიეტაზე. ხანგრძლივ ეფექტთან ერთად ის კანსაც აფუჭებს. მათი ფიგურის მთავარი საიდუმლო პატარა პორციებია. პარიზელები ჭამენ ყველაფერს რაც მოსწონთ, მაგრამ ცოტას. თუ იგრძნეს, რომ უკვე დანაყრდნენ, თამამად გადადებენ თეფშს გვერდზე. არაა აუცილებელი კერძი მთლიანად მიირთვა.




წესი 3:
ვარცხნილობა საძინებელში იქმნება


კაროლინ დე მეგრე მოგვიწოდებს ფენი საერთოდ ამოვიღოთ ხმარებიდან. ასეთ რჩევას არა მხოლოდ ამ საკულტო ქალბატონისგან, არამედ მარსელის თუ ნიცის ნებისმიერი მაცხოვრებელი გოგონასგან მოისმენთ. უფრო ეფექტური და სასარგებლოა თმა ბუნებრივად გაიშროთ და ოდნავ ნესტიანი თმითაც კი დაწვეთ. დილით არანაირი ვარცხნილობა - ბუნებრივად გაიშალეთ ან შეიკარით თმა, ფრანგების მაგალითზე ეს ძალიან სექსუალურია.




წესი 4:
იპოვე შენი სურნელი


ადელ ექსარკოპულოსის მსგავსად, საკუთარი იდეალური სურნელი 30 წლამდე იპოვნეთ. მას შემდეგ კი მუდამ ის გამოიყენეთ. არომატი თქვენი სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს - ნაცნობი და დაუვიწყარი. ფრანგებმა სუნამოს პკურების საიდუმლოც იციან: კოჭებზე, მუხლებზე, მხრებზე, თითებს შორის, ლავიწების გარშემო და თმის სიგრძის ხაზზე.



წესი 5:
წითელი ტუჩები


მათ ბუნებრიობა უყვართ, თუმცა წითელი ტუჩები მონტენის გამზირის და ელისეის მინდვრების მაცხოვრებელთა ნამდვილ ფეტიშად იქცა. ეს კი ჟანა დამა დას მეშვეობით - თუ წითელი პომადის ტარებას პარიზელების მსგავსად გადაწვეტთ, მხოლოდ ტუში გამოიყენეთ. არანაირი ჩრდილები და კონტურინგი! მხოლოდ ტუჩებმა უნდა მიიპყროს ყურადღება.



წესი 6:
ბავშვური ხრიკები


ლეტიცია კასტას მსგავსად, საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობამ კოსმეტიკის ყიდვა აფთიაქში დაიწყო. მათი ერთ-ერთი საყვარელი განყოფილება საბავშვო სექციაა. ლეტიცია კასტა შთაგვაგონებს, რომ ნუშის ზეთი ტანისთვის გამოვიყენოთ. ეს ხრიკი ორსულობის დროს აღმოაჩინა და ახლა ხელებს და ტანს მსგავსად იტენიანებს.



წესი 7:
ცივი წყალი


ლე სეიდუ ცივი წყლის უპირატესობებს წარმოგვიჩენს: ის აუმჯობესეს სისხლის მოძრაობას, რაც კანზეც დადებითად აისახება. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი გამოტყდა, რომ მოსადუნებლადაც ცივ წყალს მიმართავს. ამრიგად, კანი მუდამ ტონუსში აქვს.