როგორ გავზარდოთ ვიზუალურად თვალები მაკიაჟის მეშვეობით

Published: 28/03/2018 Views: 852
როგორ გავზარდოთ ვიზუალურად თვალები მაკიაჟის მეშვეობით


The Telegraph-ის გამოკითხვის მიხედვით, ტუჩებსა და თვალებს შორის არჩევანის გაკეთებისას, თუ რომელზე უნდა გაკეთოს ქალმა აქცენტი, 100-დან 85 თვალებს ირჩევს.

ფერადი ჩრდილები, კონსილერის სწორი ელფერი და ტუში წამწამებისთვის - წარმოგიდგენთ ვიზაჟისტების საიდუმლოებებს თუ როგორ წარმოვაჩინოთ თვალის ფორმა შესაფერისი მაკიაჟის მეშვეობით.

მთავარია სტარტი!



სანამ დეკორატიულ კოსმეტიკას მიმართავთ, მოაწესრიგეთ სახის კანი თვალების გარშემო - მუქი წრეები თვალებს უფრო დიდს ხდის, თუმცა საერთოდ არ უხდება. შესაბამისი საშუალებების გარდა, სასწაულის მოხდენა ყინულის ნატეხსაც შეუძლია.



გამოკვეთეთ წარბების ფორმა.




მოვლილი წარბები სახის ფორმას ბევრად ალამაზებს.
იმისთვის, რომ თვალები უფრო მოცულობითი გამოჩნდეს, წარბებისთვის ადგილი უნდა შემოსაზღვროთ. გაასუფთავეთ გარშემო თმის ღერებისგან, შემდეგ კი ადგილები ფანქრით შეავსეთ და გადავარცხნეთ.



სწორი ელფერი.



სწორად შერჩეული ტონალობის კონსილერი
ყველანაირ სიტუაციას გამოასწორებს. მას შეუძლია თვალის გარშემო სივრცე გაანათოს და ყურადღება წამწამებს მიაპყროს. აირჩიეთ ტონალობა, რომელიც იმაზე მსუბუქი და თბილია, ვიდრე თქვენი კანის ელფერი.



წვრილი ხაზი წამწამებს გასწვრივ.




წამწამების ვიზუალურად დასაგრძელებლად წვრილი ხაზი დაიხატეთ წამწამების ზოლის პარალელურად.
შესაძლებელია ფლომასტერის თავიანი ლაინერი ან წვრილი ფუნჯი გამოიყენოთ, მთავარია იდეალურ სისწორეს მიაღწიოთ.



გამოკვეთეთ ფორმა.




აიღეთ ფანქარი და გაატარეთ ხაზი წამწამების ცენტრიდან, შემდეგ ის კუთხეებში უფრო სქელი გახადეთ. შუაში ხაზი ძალიან სქელი არ უნდა იყოს, თუმცა ყველაფერი საკუთარი სახის ფორმის კარგად ცნობაზე და პრაქტიკაზეა დამოკიდებული.



აპრიხეთ წამწამები!




ეს ნივთი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ხელთ.
ხშირად მის შესახებ გვავიწყდება, თუმცა სულ რაღაც 20 წამიანი პროცედურა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. წამწამები მეტად აპრეხილი და გრძელი გახდება, მზერა კი მეტად ღია.



შეაფერადეთ.




ყავისფერი ტონალობის ჩრდილები ძალზედ ბუნებრივად და ჯანსაღად გამოიყურება. გაიფერადეთ თვალის ზედა ქუთუთო კუთხეებიდან ცენტრამდე. თუმცა ყავისფერსა და შავ ფერს შორის არჩევანის გაკეთებისას, ცისფერი ან მწვანე ფერის არსებობაც გაითვალისწინეთ.



დაფიქრდით ტექსტურაზე!




ჩრდილის ფანქარი ძალიან ეფექტურია თვალის ვიზუალურად გაზრდისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ვიზაჟისტის არსენალში მეტალის, მბზინავი და სველი ეფექტის ჩრდილები, ფანქრები და ჩრდილები მოიპოვება.



ტუში, ტუში და კიდევ ერთხელ ტუში!




ტუშით გამოყოფილი წამწამები 2018 წლის მნიშვნელოვანი ტრენდია, თუმცა როდიდან გადასულა რომ ის მოდიდან? უფრო ნათელი გამომეტყველებისთვის ღერები ერთმანეთს დააშორეთ და შემდგომ წაისვით ტუში. თვალს ვიზუალურად დიდ გახდის ქვედა წამწამების გამოკვეთაც.



გამოანათეთ თვალის შიდა კონტური.




ქუთუთოს შიდა ხაზები თეთრი ფანქრით გამოანათეთ. ასე მზერა გაცილებით მკაფიო გახდება და თვალებიც უფრო დიდი ზომის შთაბეჭდილებას შეიძენს.



ფოტოს გადაღებისას დაიჭირეთ სინათლე!


მოდელების სელფები ხშირად გვაფიქრებს, რომ მათ მიერ გადაღებული სელფი არასდროს იქნება ცუდი. სინამდვილეში, მათ სინათლის სწორად დაჭერა იციან.