ინსტა ტრენდი: ომბრე წამწამებზე

Published: 05/04/2018 Views: 426
ინსტა ტრენდი: ომბრე წამწამებზე


ინსტაგრამის ბლოგერებმა მორიგი უჩვეულო და არაორდინალური ტრენდი აიტაცეს

#mermaidlashes ტექნიკა, როცა ვიზაჟისტი წამწამებზე სხვადასხვა ფერს ამატებს, ისტაგრამზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით პოპულარული ერთი თამამი ტრენდია: ომბრე წამწამებზე.




ყველაფერი მარტივია - წამწამებს ისე ღებავენ, რომ მათი ძირები მუქი რჩება, ბოლოები კი ცისფერი, მწვანე, იასამნისფერი, ვარდისფერი - რაც უფრო ღია, მით უკეთესი. ზოგიერთი ბლოგერი უფრო შორსაც მიდის და წარბებს შეღებილი წამწამების ფრად ღებავს.




ასეთი თვალების მაკიაჟი ძალიან ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ძირითადად ფოტოსესიებისთვის, თემატური საღამოების თუ წვეულებებისთვისაა განკუთვნილი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად გამოგადგებათ.




თუ ამ იდეამ მოგხიბლათ, მაგრამ თამამი შეღებვისთვის მზად არ ხართ, წამწამები შავი ტუშით შეიღებეთ, შემდეგ კი ძირებზე ცოტაოდენი ფერადი ტუში წაისვით. ასეთი ომბრე მაკიჟს ნათელ აქცენტებს შესძენს.