სილამაზის ტრენდი: პასტელური მაკიაჟი

Published: 10/04/2018 Views: 504


თბილი, მზიანი ამინდის დადგომით ნამდვილ გაზაფხულს უფრო და უფრო შევიგრძნობთ და ნელ-ნელა ზაფხულსაც ვუახლოვდებით. წარმოგიდგენთ სეზონის ყველაზე ნაზ მაკიაჟის ტრენდს - პასტელური ფერები სახეზე ეფექტური და პოპულარულია. მსგავსი მაკიაჟის გაკეთებას 2-3 საშუალების დახმარებით შეძლებთ.




სილამაზის ტრენდი: პასტელური მაკიაჟი
აქცენტი თვალებზე

ამ გაზაფხულზე, ვიზაჟისტები ფართოდ გვთავაზობდნენ პასტელურ ტონებს. მსუბუქი ხაზებიდან გრაფიკულ ჭრილებამდე - თქვენ წინაშე დიდი არჩევანია. თუმცა, სეზონის ყველაზე მოდური ვარიანტი დრეიპინგის ეფექტია: შესამჩნევი გადასვლა თვალების კუთხეებიდან ლოყების ძვლებამდე. ასეთ ეფექტს პუდრითაც მიაღწევთ.





გამჭვირვალე ტუჩები


თუ ტუჩების გამოკვეთა მოგწონთ, მაშინ ტუჩსაცხის ხორცისფერი ტონალობები არჩიეთ. რაც უფრო გამჭვირვალე იქნება შედეგი, მით უფრო მკვეთრ ფერად უნდა შეღებოთ თვალები.




სახის განათება

მაკიაჟი პასტელური ფერებით, აუცილებლად სახის კანის იდეალური და ამონათებული ტონით სრულდება. ღაწვების ჰაილაითერით გამოყოფა გაზაფხულის მზის ელვარების ფონზე ძალიან მომგებიანია. მბზინავი პასტის დამატება თვალის ჩრდილების დრეიპინგ ეფექტზე კი თითქოსდა ჰოლოგრამულ ეფექტს ქმნის.