ყვითელი და სველი ვარდისფერი მაკიაჟში

Published: 26/04/2018 Views: 334


მიმდინარე ტრენდი - მკაფიო ყვითელი თვალის ჩრდილი, ალბათ ლუქია რომლის დაბრუნებასაც თავად ვიზაჟისტებიც ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. მსგავსმა მაკიაჟმა, წინამორბედი პინ-აპ გოგონების სტილისგან განსხვავებით, სულ სხვა იერით დაიმკვიდრა თავი. სველ ვარდისფერ ჩრდილებთან ერთად ყვითელ ფერში შესრულებული მაკიაჟი შეგვიძლია მილენიალების თაობის ფავორიტ და სახასიათო ლუქად დავასახელოთ, რომელიც ერთდროულად გაბედული, ინოვაციური და რეტრო იმიჯის მატარებელია.





ყვითელი და სველი ვარდისფერი მაკიაჟში

მთავარ ტრენდსეტერად ულამაზესი ქერათმიანი მსახიობი, მარგო რობი მოიაზრება. თუმცა ყვითელი ჩრდილები ასეთივე წარმატებით უხდებათ შავგრემან და ყავისფერთვალება გოგონებს. ფერის მკაფიო პიგმენტიდან გამომდინარე ვიზაჟისტები გვირჩევენ შემოვიფარგლოთ მხოლოდ 1 ძრითიდი ტონალობით, მინიმალისტური შესრულებით.



Zendaya

Rihanna

Barbara Palvin

Vanessa Hudgens

Emily Ratajkowski

Blac Chyna

Elle Fanning

Rita Ora

Sara Sampaio

Lais Ribeiro



ყვითელი ლაინერი გეომეტრიული სახით ცოტა უფრო გაბედული თუმცა ბევრად მარტივი ვერსია, რომელიც შეგიძლიათ ცადოთ.





და თუ თქვენს არსენალში მოიპოვება საცხი სველი ეფექტით, გირჩევთ მრავალფეროვნებისთვის მსგავსი ლუქიც მოსინჯოთ. თუმცა ის მეტად პრეტენზიულია, ვიდრე მშრალი ტექსტურა.




და კიდევ ერთი ტრენდი, რომელზეც ვისაუბრეთ - ვარდისფერი ჩრდილები სველი ეფექტით. თუ კი მიხვდით რომ ფერებთან თამაში დამეგობრებისკენ მიდის, აუცილებლად მოსინჯეთ შემდეგ ჯერზე სხვა ხასხასა ფერებიც ტექსტურით!





საცხი სველი ეფექტისთვის:
Eye Gloss Smudger, YSL
Crystal Lip Gloss, Bobbi Brown
Studio Eye Gloss, MAC






პიგმენტი თვალის ჩრდილი AMC
ბრენდი: INGLOT
42.00 ₾

თვალის Crayon - Glitter Eyeshadow
ბრენდი: GOLDEN ROSE
5.00 ₾

თვალის ჩრდილი - MONO EYESHADOW
ბრენდი: FLORMAR
7.50 ₾