Met Gala 2018: საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა

Published: 10/05/2018 Views: 800
Met Gala 2018: საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა


მაისის პირველი კვირა მსოფლიო მოდაში გრანდიოზული მოვლენით დაგვირგვინდა - მეტროპოლიტენის მუზეუმში კოსტიუმების გალა საღამო მოეწყო, სადაც თითქმის მთელი ჰოლივუდი შეიკრიბა. ღონისძიების თემა კათოლიკური წარმოსახვა გახდა, რომელიც მოდასთან უნდა გადაკვეთილიყო. ვარსკვლავებმა სამოსის გარდა, ყურადღება მაკიაჟსა და ვარცხნილობაზეც მნიშვნელოვნად გაამახვილეს.



რიანა

რიანა Met Gala-ზე ყოველთვის დასამახსოვრებელი ხდება. ამ წელს, თემატიკის მიხედვით, მან რომის პაპის იმიჯი მოირგო და ექსტრავაგანტურ ქუდთან ერთად ეპატაჟური მაკიაჟი მოირგო: ღია იასამნისფერი თვალის რჩრდილი, ვარდისფერი ტუჩები და ჰაილაითერი.



სელენა გომესი

Met Gala-ს მეშვეობით სელენა გომესი წითელ ხალიჩაზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. სამწუხაროდ, მისი მაკიაჟი დავის საგანი გახდა: როგორც სჩანს ვიზაჟისტს ოდნავ მეტი პუდრი მოუვიდა და სახემ გადატვირთული იერი მიიღო.



ლილი კოლინზი

მსახიობის მაკიაჟში წითელი ცრემლი მნიშნელოვანი დეტალი იყო და ის იმიჯის ხასიათში ჯდებოდა.



სარა ჯესიკა პარკერი

მსახიობის მაკიაჟი სამოსზე საკმაოდ გამომხატველი აღმოჩნდა: ცისფერითვალის ჩრდილი და ვარდისფერი ლოყები. თავი უზარმაზარი საეკლესიო ნივთის ფორმის აქსესუარით მოირგო, მეტი პომპეზურობისთვის კი უკან ხელოვნური თმა მიიმაგრა.



სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტმა თავი ყავისფრად შეიღება და მძაფრი ვარდისფერი ფერის მაკიაჟი გაიკეთა.



ენ ჰეთეუეი

ენმა ისედაც კაშკაშა ფერის კაბა და ორიგინალური ვარცხნილობა მაკიაჟით არ გადატვირთა და შედარებით ბუნებრივ ტონალობას მიანიჭა ყურადღება.



ჰეილი ბოლდუინი

ჰეილიმ ტრენდულ სილამაზის ხერხებს მიმართა: თმის ვარდისფერი ტონალობა, ყვავილებით მორთული თმის აქსესუარი და თვალის ჩრდილი.



კაილი ჯენერი

პირველად ორი წლის მანძილზე მოდელი შეყვარებულთან, ტრევის სკოტთან ერთად პირველად გამოჩნდა. კაილიმ ექსპერიმენტებს არ მიმართა და მისი საიმიჯო მაკიაჟი და ვარცხნილობა გაიკეთა.



ემბერ ჰარდი

მუქი ბორდოსფერი გაცილებით ჰარმონიაშია წითელი ფერის კაბასთან, ვიდრე ისევ იმავე ტონალობის ფერი იქნებოდა. თავზე ლამაზმანმა ამომავალი მზის ფორმის აქსეუსუარი მოირგო.



ბელა ჰადიდი


შავ სამოსს ბელამ ოქროსფერი დეტალები, მათ შორის მაკიაჟშიც შეურია.



როზი ჰანტინგტონი

მოდელი ნამდვილი ანგელოზის იმიჯით საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა.



კიმ კარდაშიანი


კიმმაც ამ ჯერად ელეგანტური და ლაკონიური იმიჯით მოგვევლინა.



კენდალ ჯენერი



კარა დელევინი


მიუხედავად იმისა, რომ მოდელმა სახე დაიფარა, მძაფრი მაკიაჟი მაინც გამოჭვიოდა. მოკლე თმის შეღებვა კი ჰეილის მსგავსად ვარდისფრად გადაწყვიტა.



აღსანიშნავია თავის მოსართავები, რომლებიც თითქმის ყველა ვარსკვლავს ამშვენებდა: