როგორ გავიმეოროთ ტუჩის მაკიაჟის მთავარი ტრენდები

Published: 17/05/2018 Views: 573
როგორ გავიმეოროთ ტუჩის მაკიაჟის მთავარი ტრენდები


5 საგაზაფხულო ტრენდი და
მათთვის საჭირო პროდუქტები


უკანასკნელი სეზონების განმავლობაში, ვიზაჟისტები დიდ ყურადღებას თვალებსა და კანს უთმობდნენ. როგორც ქნა, ტუჩები თამაშს დაუბრუნდა! წარმოგიდგენთ ხერხებს, ეფექტებსა და სილამაზის პროდუქტებს და მათი შექმნის საიდუმლოებებს.




მონოქრომი

ერთ გამაში წარმოდგენილი მაკიაჟი საუკეთესო საშუალებაა რომ პუდრის და ტუჩსაცხის ფერების შერჩევაზე დრო არ დაკარგოთ. იმისთვის, რომ იმიჯი ჰარმონიული იყოს, ერთი უნივერსალური პროდუქტი გამოიყენეთ: მაშინ არამხოლოდ ელფერი, არამედ შედეგიც დაემთხვევა.



რა დაგჭირდებათ: "შანელს" ტუჩებისა და ლოყებისთვის გელი აქვს Rouge Coco Lip Blush, რომელიც წასასმელად საკმაოდ მსუბუქია. სიახლე არამხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. მიმოზისა და ქოქოსის ზეთები ატენიანებს და ტუჩებს მოცულობას მატებს. წაწვეტებული ნაწილით კი კონტური გამოყავით. ბუნებრივი პუდრის ეფექტისთვის 3 წვეთიც საკმარისია: თითის ბოლოებით და წრიული მოძრაობით წაისვით. 1 წუთის შემდეგ,

როგორ გავიმეოროთ: სწრაფი და ზუსტი დატანისთვის Rouge Coco Lip Blush-ს მოხერხებული აპლიკატორი აქვს. ბრტყელი მხრიდან ტუჩები დაფარეთ, ატლასის ეფექტი ხავერდოვანი გახდება.



შუშის ტუჩები

კორეული ტრენდისგან "შუშის კანი"/glass skin პოდიუმის ვარიანტზე "შუშის ტუჩებზე" ვინაცვლებთ. იდეალურად გლუვი, ისევე როგორც სარკე და დატენიანებული. სპეციალურად ამისთვის ტუჩსაცხების ახალი ტალღა წარმოიშვა.



რა დაგჭირდებათ: ტუჩის ლაქი Dior Addict Lacquer Plump от Dior სამი ფერის ვარიანტს გვთავაზობს: კლასიკური კრემისფერი, ნეონის და ბრჭყვიალებით.

როგორ გავიმეოროთ: ბლესკი "შიშველ" ტუჩებზე ან ტუჩსაცხის ზევიდან წაისვით. ასე უფრო ნათელ ფერს მიიღებთ.



"ნაჭამი ტუჩების" ეფექტი

ვიზაჟისტებს "ნაკოცნი ტუჩების" ეფექტის შექმნა ძალიან უყვართ; არაზუსტი კონტური პოდიუმზე საოცრად გამოიყურება. რეალურ ცხოვრებაში მსგავსი მაკიაჟი უყურადღებო, დაუდევარ იერს იძენს. არაიდეალური მაკიაჟის ახალი ვარიანტი "ნაჭამი ტუჩების" ეფექტია, თითქოს სადილის შემდეგ, ტუჩსაცხი არ შეისწორეთ.



რა დაგჭირდებათ: Dolce&Gabbana-ს მაკიაჟის ახალ კოლექციაში Dolce Garden-ში ტუჩსაცხის 3 ახალი ტონალობა გაჩნდა. ისინი არ ბრწყინავს და სხვადასხვა ბონუსებით გამოირჩევა. გვაქვს ხავერდოვანი, მეტალის ფუქსია, სადაფისფერი ნუდი. მსგავსი ვარიანტებით ტრენდი ახლებურ იერს იძენს.

როგორ გავიმეოროთ: ტუჩსაცხი ფუნჯით ან თითით ტუჩის კონტურიდან ცენტრამდე წაისვით და ის შეუღებავი დატოვეთ.



ნატურალური

მიმდინარე სეზონებზე არჩევანს მსუბუქ ტექსტურებზე და ბუნებრივ ტონალობებზე ვაკეთებთ. ტუჩსაცხმა ტუჩის ბუნებრივი ფერი კი არ უნდა შეცვალოს, არამედ გააძლიეროს.



რა დაგჭირდებათ: ArtDeco-ს დამატენიანებელი ტუჩსაცხი Hydra Care Lipstick, რომელიც სამმაგ ეფექტზე აგებს პასუხს. მასში არსებული პიგმენტები ტუჩს ფერს აძლევს, კვებავს და მოცულობითს ხდის.

როგორ გავიმეოროთ: აირჩიეთ ფერი, რომელიც თქვენს ტუჩებს მაქსიმალურად ემთხვევა და თხლად წაისვით.



ჰოლოგრაფიული ეფექტი

თუ არ მზად ხართ ბავშვობის საყვარელ გმირებს, ქალთევზებსა და უნიკორნებს დაემშვიდობოთ, ზღაპრული ნათება მოირგეთ.



რა დაგჭირდებათ: Misslyn-ის ახალ Holo Mania-ს კოლექციაში ყველაფერია ჰოლოგრაფიული ეფექტისთვის. ეს არამხოლოდ კრემოვანი ტუჩსაცხი, არამედ ჰაილაითერიცაა. მისით არამხოლოდ ლოყების შემკობა, არამედ ტუჩების გამოყოფაც შეგიძლიათ. კრემი პუდრად იქცევა და ადვილად ისმევა. პრაქტიკული ფორმატის წყალობით კი მის ყველგან ტარებას შეძლებთ.

როგორ გავიმეოროთ: ცისარტყელას ეფექტის მისაღწევად, ჰაილაითერით სახის ნაწილები გამოყავით, წაისვით ის ტუჩებსა და ლოყებზე. ორმაგი აქცენტისთვის ტუჩის ბლესკი გამოიყენეთ.