ვარცხნილობების იდეა კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან

Published: 23/05/2018 Views: 808
ვარცხნილობების იდეა კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან


2018 წლის კანის კინოფესტივალი დასრულდა, თუმცა შეგვიძლია ცერემონიალის ფოტოები პრაქტიკული კუთხით გამოვიყენოთ. წარმოგიდგენთ ტოპ 8 ვარცხნილობას, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევისთვის გამოგადგებათ.

კრისტენ სტიუარტი
ვარიანტი 1




კრისტენი 2018 წლის კანის სილამაზის მუზად შეიძლება დავახასიათოთ. მსახიობი ყოველდღე ორიგინალურ იმიჯს ირგებდა და იმაშიც კი დაგვარწმუნა, რომ მოკლე თმას ბევრი რამ შეუძლია. ცერემონიის გახსნაზე, სტიუარტის ვარცხნილობის გამეორება დამოუკიდებლად რთულია, თუმცა ინსპირაციის წყაროდ გამოდგება. თმა სამ ნაწილად უნდა გაიყოს, წინა მხარე დაივარცხნოს, გვერდებზე კი რკინის სამაგრების მეშვეობით მოწესრიგდეს. უკან ჩაწნული პატარა თმა საბოლოო, დასამახსოვრებელი დეტალია.



ქეით ბლანშეტი



ჟიურის პრეზიდენტის bob ვარცხნილობა სტილისტებმა ერთ მხარეს გადავარცხნეს, მეორე მხარეს კი რკინის სამაგრებით დაამაგრეს. მარტივი, ელეგანტური, ორიგინალური და მინიმალური სტაილინგი - მშვენიერი ვარიანტია საღამოს ღონისძიებებისთვის.



ბელა ჰადიდი



კოსისთვის ბელა ჰადიდს თმის საშუალებები სჭირდება - პირველ რიგში თმა ძალიან თხელ კუდად უნდა შეიკრას და გელის თუ ზეთის მეშვეობით დამაგრდეს. ყურადღება გაამახვილეთ დატოვებულ თმაზე, რომელიც კოსიდან იგრიხება - ის აკადემიურ ვარცხნილობას სიმსუბუქის შთაბეჭდილებას სძენს.



კრისტენ სტიუარტი
ვარიანტი მეორე



პოდიუმის ტრენდის, სველი თმების ვიზუალიზაცია - წაისვით ბევრი გელი ან ჟელე და მიეცით სასურველი ფორმა. კრისტენის სტილისტებმა თმა შუაში არ გადაყვეს და თმის მთელი მასა გადავარცხნეს.



სტელა მაქსველი



სტელას ექსპერიმენტი კუდის გაკეთებით ჩაუტარეს. ამ ორიგინალური კონსტრუქციის გამეორება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. თმა ორ ნაწილად გაყავით, ისე რომ ბაფთის ეფექტი შეიქმნას და ორივე ნაწილის ბოლოები საწყის ცენტრს უერთდებოდეს. პატარა რკინის სამაგრებით დააფიქსირეთ.



ნატაშა პოლი



მარტივი, მაგრამ საოცრად ელეგანტური. ამ შემთხვევაში ვარცხნილობა მაქსიმალურად იდეალური უნდა გახდეს - სწორად გადაყოფილი და ჩამოშლილი თმა ზედმეტი თმის ღერებით ქაოსის შეგრძნებას არ უნდა ტოვებდეს.



ლეა საიდუ



"სველი თმის" ეფექტის კიდევ ერთი ვარიანტი. ამ შემთხვევაში თმა ორადაა გადაყოფილი და ქუდის ეფექტს ქმნის. რაც მთავარია, ყველაზე მოკლე თმასაც ძალიან უხდება.



კრისტენ სტიუარტი
ვარიანტი 3




არ აქვს მთავარი განაწილებას და ფორმირებას, მთავარია რაც შეიძლება ბევრი რკინის სამაგრი გეკეთოთ. მიეცით თავს ფანტაზიის საშუალება - გაიკეთეთ ხაზებად, ზიგზაგურად თუ რაიმე ფორმის მიხედვით. წინ კი ჩამოიშალეთ.