ვიზაჟისტის რჩევები: Smoky Eyes ქერათმიანებისთვის

Published: 30/10/2018 Views: 167
ვიზაჟისტის რჩევები: Smoky Eyes ქერათმიანებისთვის


smoky eyes ქერათმიანებისთვის
YSL-ის საერთაშორისო ვიზაჟისტის რჩევები

როგორ გავიკეთოთ იდეალური Smoky Eyes და რა საშუალებები დაგვეხმარება ამისთვის


აირჩიეთ ყავისფერი ჩრდილები: შოკოლადისფერი ან ბრინჯაოსფერი. თუ მწვანე ან ცისფერი თვალები გაქვთ, უპირატესობა თბილ ფერებს მიანიჭეთ წითელი პიგმენტით: ჟანგის ან სპილენძის ტონალობას. ან აირჩიეთ ხაკისფერი ჩრდილი მეტალის ეფექტით - ვარსკვლავები ამ ტრენდს წითელ ხალიჩაზე ხშირად იყენებენ.




ნაცრისფერი ტონალობები: ლამაზი იქნება, მაგრამ არა ყოველდღიური. იდეალური ელფერია იმისთვის, რომ მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნაცრისფერი თვალები გაქვთ. ყავისფერი თვალების შემთხვევაში ნაცრისფერ-ყავისფერი ტონალობები არჩიეთ. უკანასკნელ წლებში ნაცრისფერს იშვიათად იყენებენ, რადგანაც ის 2000იანებში იყო მოდაში.




Smoky Eyes განსაკუთრებული შემთხვევების ვარიანტია: ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მაკიაჟი ფოტოებზე შესამჩნევი იყოს. თუ ნათელ ელფერს აირჩევთ, მკაფიო ფერის ფანქარი იმ ზოლს გაუსვით, სადანაც იზრდება წამწამი.




თუ smoky eyes პირველად იხატავთ, ინტრუქციას მიყევით, რათ დაღლილი თვალების ეფექტს გაექცეთ. მნიშვნელოვანია თვალების გარშემო სივრცე კონსილერით დაამუშაოთ. კორექტორი ვარდისფერ-ატმისფერი უნდა იყოს, რაც თქვენს სახეს ნათელს გახდის. წამწამები ტუშით მჭიდროს შეიღებეთ. ეს მაკიაჟს უფრო გამოხმატველს გახდის.

1 - 2 - 3