TOP-12 კორეული კოსმეტიკა

Published: 18/12/2018 Views: 1 381



კორეული კოსმეტიკა გამოირჩევა მომენტალური რეზულტატით და კანზე ხანგრძლივ ეფექტს ტოვებს! სწორედ ამიტომაც სულ უფრო იზრდება ინტერესი კორეული თავის მოვლის სისტემის მიმართ. მართლაც, რთულია არ აღფრთოვანდე აზიელი ქალების სილამაზით, რომელთაც ასაკი არაფერს აკლებს, ახალგაზრდა გოგონების კანს და თმას კი თვალისმომჭრელი ელფერი დაკრავს. კორეული კოსმეტიკა განსხვავდება ამერიკული და ევროპული წარმოებისგან: მათი ფორმულა ერთდროულად მსუბუქი და ბევრად ძლიერმოქმედია! კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვრელად კი უამრავი მიზანმიმართული საშუალება აქვთ.

  • კორეული skincare:
    თავის მოვლის 12 საუკეთესო საშუალება
    რომლის შეძენაც საქართველოშიც შეგიძლიათ


კორეული თავის მოვლის ტრადიციები საუკუნოვან გამოცდილებაზე დგას, მათ არსენალშია ორგანული პროდუქტებით გაჯერებული ქიმიურად სრულყოფილი ინოვაციური საშუალებები: ნაჭრის და აქაფებადი ნიღბები, თვალის პატჩები, ტონერები, შრატები და კონცენტრატები _ ფორების შესაკრავად, შავი წერტილების ამოსაყვანად, ცხიმიანობის დასარეგულირებლად, ნაოჭების და პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ; მზისგან დაცვას მთავარი ადგილი უჭირავს დღის რეჟიმში, კანის გათეთრება კი მათი საყვარელი პროცედურაა! აზიელების ყოველდღიური დეკორატიული კოსმეტიკაც სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა: შეფერილი BB კრემი, კუშონი და მდგრადი ტინტები.




სულ რამდენიმე წელია, რაც კორეული ბრენდები ექსპორტზე გამოჩნდა, წარმოგიდგენთ ყველაზე ეფექტურ ტოპ-12 პროდუქტს, რომლებზეც მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მოთხოვნაა და უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

KOCOS.GE წელიწადზე მეტია რაც კორეული კოსმეტიკის შემომტანია, ყურადღება ამ ონლაინ მაღაზიაზე 2 მიზეზის გამო შევაჩერეთ:

1: აქტუალური და ხარისხიანი პროდუქციის სელექცია
2: იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზია ონლაინ პლატფორმაზე მუშაობს, კოსმეტიკის ფასები მისაღები და ადეკვატურია. 🎁
წინა-საახალწლო პერიოდში კი KoCos-ის კურიერი გვთავაზობს შეკვეთის 🎄სადღესასწაულო შეფუთვით მიტანის სერვისს!


TOP-12 კორეული კოსმეტიკა
პუბლიკაციაში წარმოდგენილი პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით: KOCOS.GE;

___________

1:

Holika Holika Aloe 99% Soothing Gel (250ml)
ფასი: 30.00 ლარი
უნივერსალური გელი ალოე ვერას ექსტრაქტის 99% შემცველობით


გამოიყენება სახის და ტანის, ნებისმიერი ტიპის კანის დატენიანებისთვის. ანიჭებს კანს სისუფთავის და ტონუსის შეგრძნებას, აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს და ლიპიდურ ფენას; ალოეს გელთან ერთად შემადგენლობაში შედის: ლოტოსის, ბამბუკის, კიტრის, საზამთროს, კომბოსტოს ფურცლებისა და აზიური ცენტელას ექსტრაქტი. გელი გამოირჩევა დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული და რეგენაციული თვისებებით, ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას და კანის ელასტიურობის აღდგენას.


___________

2:

Secret Key Gold Racoony Hydro Gel Eye & Spot Patch

ფასი: 43.00 ლარი
90 ცალი პატჩები თვალისთვის ჰიდრო-გელის ტექსტურით, გაჯერებული ოქროს ესენციით!


ეს სასწრაფო დახმარებაა თვალის და პრობლემური ზონებისთვის; გამოყენებაში ძალზედ კომფორტულია, შეფუთვაში მოთავსებულია 60 ნახევარმთვარის და 30 მრგვალი ფორმა; 30-60 წუთის განმავლობაში პატჩები ღრმად აღადგნენ და კვებავენ გამომშრალ და აქერცლილ ზონას, ავსებს ნაოჭების ზედაპირულ ფენას, ჩაშავებულ და შეშუპებულ უპეებს და ათანაბრებს კანის ტონს; გამოიყენება როგორც თვალის არეზე, ასევე ტუჩ-ცხვირის ნაოჭსა და შუბლის ზონაზე! ნებისმიერი ასაკისთვის, შესაძლოა პროდუქტი დაიტოვოთ მთელი ღამის განმავლობაში. ეფექტი თვალშისაცემია პირველივე გამოყენებიდან, მიზანშეწონილია რეგულარულად გამოყენება კანის აღსადგენად და ნაოჭების პრევენციისთვის.

პროდუქტი წებდება სუფთა და მშრალ კანზე.
აქტიური ინგრედიენტები: ადენოზინი, კოლაგენი, ვარდის, როზმარინის და კამელიის ექსტრაქტი,



___________

3:

Etude House
Wonder Pore Freshner 10-in-1

ფასი: 38.00 ლარი
სახის ტონიკი ფართო ფორების და აკნეს საწინააღმდეგოდ (250 მლ)


გამაჯანსაღებელი ტონიკი Etude House-სგან Wonder Pore Freshner 10 in 1 უნივერსალური საშუალებაა, რომლის ძირითადი დანიშნულებაც ფორების შევიწროებას წარმოადგენს! რაც შავი წერტილების და ცხიმიანი ფენისგან განთავისუფლებას გულისხმობს; მინდვრის პიტნის, გინგკოს, არნიკა და მოცვის კომპლექსის, ციტრუსების ექსტრაქტის და ჰიალურონის მჟავის ორგანული კომპონენტების ზემოქმედებით სუფთავდება, ვიწროვდება და საბოლოოდ შეუმჩნეველი ხდება ფორები. სახის ტონიკით გასუფთავების ერთგვაროვანი და ხავერდოვანი ეფექტი მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება, განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.




___________

4:

Tony Moly Peach Anti-Aging Hand Cream

ფასი: 23.00 ლარი
დაბერების საწინააღმდეგო ხელის კრემი ატმის ექსტრაქტით



ამ სენსაციური, დამატენიანებელი ხელის კრემის ეფექტურობას აორმაგებს ანტიასაკობრივი და გამათეთრებელი თვისება! ის ებრძვის ასაკობრივ პიგმენტაციას და აღადგენს კანის ელასტიურობას. კრემის შემადგენლობა გაჯერებულია ატმის ნაყოფის ექსტრაქტში შემავალი ვიტამინებით, ასევე გარგარის, შის ზეთითა და ადენოზინით. კრემი მსუბუქი კონსისტენციით მალე შეიწოვება და ტოვებს ატმის სასიამოვნო სურნელს.


პუბლიკაციაში წარმოდგენილი პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით: KOCOS.GE; მოქმედებს კურიერის მომსახურება თბილისის და საქართველოს მასშტაბით.
___________

5:

Missha M perfect cover BB cream SPF42 PA+++

ფასი: 38.00 ლარი


Missha M-ის შეფერილი BB კრემი Perfect Cover — ერთერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია გაყიდვების მაჩვენებლით. ის მულტიფუნქციურ საშუალებას წარმოადგენს. მკვებავი ბიბი-კრემი SPF 42 ფაქტორით გამოირჩევა მდგრადი ტექსტურით; რეკომენდირებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის როგორც ტონალური საშუალება! ფარავს კანის მცირე დეფექტებს და ათანაბრებს სახის ტონს, წარმოდგენილია რამდენიმე ტონალობით. სახის კანზე სასარგებლო და ერთგვაროვანი ტექსტურის, პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლებზე დადებითი ზემოქმედების გამო, ის შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მაკიაჟის ბაზა; განკუთვნილია ნებისმიერი სახის კანის ტიპისთვის, დაიტანება მსუბუქ ფენად, დილით სუფთა და დანოტივებულ კანზე.




___________

6:

Esthetic House CP-1 Ceramide Treatment Protein Repair System (25 ml)

ფასი: 15.50 ლარი
პროტეინებით გაჯერებული ნიღაბი
დაზიანებული თმის სამკურნალოდ და გასწორებისთვის



Esthetic House CP-1 Premium Protein Treatment — პროტეინებით მდიდარი ნიღაბია თმისთვის; ეს პრემიუმ კლასის პროდუქტი მარტივი გამოსაყენებელია. ეხმარება მშრალ და ძალიან დაზიანებულ თმის ღეროებს აღიდგინონ ბალანსი - შეღებვა, ქიმიური დახვევა და თერმო-ზემოქმედების მავნე შედეგების გამოსასწორებლად. კერამიდების მომენტალური ეფექტის დახმარებით სამკურნალო კომპლექტის რეზულტატი შესამჩნევია პირველი გამოყენებისთანავე. თმის ღეროები ხდება სწორი და მბზინავი.

CP-1 ამპულის შემცველობა ახალდაბანილ, მსუბუქად შემშრალებულ თმაზე დაიტანება და თანაბრად ნაწილდება ღეროებზე (არ ვეხებით სკალპს); შემოიხვიეთ თავზე პირსახოცი და თმა (ფენის) თბილი ჭავლით შეათბეთ, გაიჩერეთ ნიღაბი 5-10 წუთით, ან მეტი დროით; ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაასრულეთ სეანსი ცივი წყლით. 1 ფლაკონი საკმარისია 2-3 სეანსისთვის.




___________

7:

Holika Holika
Smooth Egg Skin Peeling Gel

ფასი: 33.00 ლარი
ძლიერ ეფექტური პილინგ-გელი კვერცხის ცილით!


ეს საშუალება კორეელების კანის მთავარ ღირსებას - ქათმის კვერცხის ნაჭუჭივით სუფთა და პრიალა, მკვრივ ტექსტურას ასახავს. Holika Holika-ს საოცარი პილინგ-გელი Egg Skin სწორედ ასეთ შედეგით გამოირჩევა. გელის ტექსტურა გაჯერებულია კვერცხის ცილაში შემავალი ფოლიუმის მჟავით, კალციუმითა და კალიუმის გამწმენდი თვისებებით, რომლებიც კრავენ ფორებს და ჭიმავენ კანს; კომპლექტური მოქმედებით, გელში შემავალი მოცვის ექსტრაქტი ამშვიდებს კაპილარებს, ხოლო ციტრუსის კომპლექსი აპრიალებს და ათეთრებს სახის კანს, ათანაბრებს მის ტონს და ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების ჩამოყალიბების პროცესს, რასაც კორეელები დაბერების პირველ მიზეზად მიიჩნევენ!

გელი დაიტანება გასუფთავებულ, შემშრალებულ კანზე. შეიზილეთ მასაჟის სახით რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდგომ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით;


___________

8:

Tony Moly
Tomatox Magic White Massage Pack

ფასი: 36.00 ლარი
სახის გამათეთრებელი ნიღაბი ტომატის ექსტრაქტით



Tony Moly-ს სენსაციური სამასაჟო ნიღაბი Tomatox Magic გამათეთრებელი ეფექტით გამოირჩევა! უნიკალური ფორმულა ხსნის დაღლილობის ელფერს და ანახლებს კანს, ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი ეფექტით.

პომიდვრის ნაყოფის წვენი Tomatox Magic-ის მთავარი ინგრედიენტია, ამ სასწაულს ტომატში შემავალი ორგანული მჟავები და მინერალური მარილი ახდენს! ისინი აჩქარებენ უჯრედების რეგენერაციის უნარს, რის ხარჯზეც ხდება კანის ბუნებრივ რესურსამდე გათეთრება; ნიღაბში შემავალი ნიაცინამიდი, ლიმონი და ძირტკბილა პოსტ-აკნეს კვალს და პიგმენტაციას წარმატებით აალაგებს, მათ ასევე ახასიათებთ გამაახალგაზრდებელი ეფექტი. კივის ექსტრაქტი ამინომჟავებით ამკვრივებს ეპიდერმისს და აღადგენს მცირე ხარვეზებსაც კი, გვირილა კი ამშვიდებს კანს.

დაიტანება გასუფთავებულ, მშრალ კანზე. შეიზილეთ მასაჟის სახით სახის კანზე 1-2 წუთის განმავლობაში, გაიჩარეთ 5-10 წუთით და შემდგომ ჩამოიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით.




___________

9:

Elizavecca Carbonated Bubble Clay Mask

ფასი: 33.00 ლარი
ნიღაბი აქაფებადი ტექსტურით ღრმად წმენდს კანს


მის შემადგენლობაშია: თეთრი თიხა გამაახალგაზრდავებელი და გამაჯანსაღებელი თვისებით, ანეიტრალიზირებს მიკრობებს და ებრძვის კანის ინფექციებს;
ხის ნახშირი - გამწმენდი კომპონენტია, ამოყავს ჭუჭყი და ცხიმი ფორებიდან, აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს, ააქტიურებს მიკროცირკულაციას და ანახლებს კანის ეპიდერმისის ზედა ფენას;
ღორის კოლაგენი ხანგრძლივად ძლიერ დამატენიანებელი ეფექტით, აქტიურად შთანთქავს წყლის მოლეკულებს და ინახავს მათ უჯრედშორის სივრცეში. დაჩქარებული წესით ასწორებს ნაოჭებს!
ნიღაბი მდიდარია მწვანე ჩაის, პიტნა, გვირილა, როზმარი, ფრიზია, ალოე, მელისა და სხვა მცენარეების მიკროელემენტებით, არეგულირებს კანქვეშა ცხიმის გამოყოფას, ებრძვის კომედონების ჩამოყალიბებას, გამოირჩევა ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტით და დადებითად მოქმედებს ფორების შევიწროებაზე.




გამოყენების წესი: დაიტანეთ ნიღაბი სახის კანზე 5 წუთით, მოარიდეთ თვალისა და ტუჩის ზონას. მას შემდეგ რაც ნიღაბი გარდაიქმნება ბუშტუკებიან მასად, იპკურეთ წყალი და ხელის მასაჟით შეიზილეთ ნიღაბი 1 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ წყლით და გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 1-2 ჯერ.



___________

10:

Holika Holika
3 Seconds Starter - Vita Complex

ფასი: 35.00 ლარი
სახის სტარტერი
შრატი ვიტამინების კომპლექსით


Holika Holika-ს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი. Three Seconds Starter - Vita Complex თანამედროვე სიტყვაა თავის მოვლის სისტემაში. ის ერთდროულად წარმოადგენს ძლიერმოქმედ ვიტამინიზირებულ ესენციას და მაკიაჟის ბაზას. დაიტანება სახეზე 3 წამიანი წესის დაცვით: სახის დაბანვის შემდეგ სველ კანზე ვიზელთ შრატს, ამგვარად სინოტივე მაქსიმალურად ღრმად აღწევს და ფიქსირდება კანის უჯრედებში.

შრატი გაჯერებულია სპეციალურად შემუშავებული ვიტამინების ესენციით, განსაკუთრებით მაღალია ვიტამინ C და ნიაცინამიდის დოზა! რომლებიც გასაოცარი თავდადებით იცავენ კანს დაბერებისგან და მავნე გარემო ფაქტორებისგან. აღნიშნული მინარევი წარმოადგენს ძლიერ ატიოქსიდანტს, ბლოკავს მელანინის გამოყოფას, ახასიათებს მსუბუქი-მათეთრებელი ეფექტი, არეგულირებს უჯრედულ-მეტაბოლიზმს, სტიმულიზაციას უწევს სისხლის მიკროცირკულაციას დერმაში, აჩქარებს ნაიარევის და გამონაყანის კვალის შეხორცებას, ათანაბრებს სახის ტონს. დანდურის ექსტრაქტი კი ებრძვის ნაოჭების გაჩენის მიზეზს: იცავს კოლაგენის ბოჭკოებს და ამკვრივებს კანქვეშა კუნთებს!

Vita Complex-ის შრატის დახმარებით კანი ხდება მბზინავი და ეფინება ერთგვაროვანი ტონი პირველივე გამოყენების შემდგომ. განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ამ ძლიერ ფორმულას გამოარჩევს მსუბუქი ტექსტურა, ღრმად შეიწოვება და არ ტოვებს სახეზე წებოვან კვალს. შრატს მოსდევს კრემი ან პირდაპირ მაკიაჟი.


___________

11:

Secret Key
Snail Repairing Foam Cleanser

ფასი: 22.00 ლარი
სახის გამწმენდი ქაფი ლოკოკინის ექსტრაქტით


Secret Key Snail Repairing Foam Cleanser - სახის გამწმენდი ქაფი იდეალურად აშორებს მაკიაჟს, ათავისუფლებს ფორებს ცხიმისგან, მკვდარი უჯრედები და ბაქტერიებისგან. ეს შეუცვლელი საშუალებაა ყოველდღიური ჰიგიენისთვის, განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის და პრობლემატიკის კანისთვის. ქაფი ლოკოკინის გამონაყოფის ფილტრატით არ აშრობს კანს, ანიჭებს მას გლუვ ეფექტს; ასევე შეიცავს ალანტოინს, ბუნებრივი რეგენერატორი ეხმარება მსუბუქ ნახეთქებს, ნაჩხაპნებსა და ნაპრალებს შეხორცებაში; თაფლი და ანტიბაქტერიული პოლიპეპტიდები თრგუნავენ აკნეს გამომწვევ მიკრობებს და კოლაგენთან ერთად ეხმარება კანს ელასტიურობის შენარჩუნებაში.

გამწმენდი ქაფის ეფექტურობის გასაზრდელად, პერიოდულად გამოიყენეთ სახის გამწმენდ ღრუბელ "კონიაკუ" ან ელექტრო მოწყობილობებთან ერთად.


___________

12:

A'PIEU Harutatoo Lip Tint

ფასი: 17.00 ლარი
ტუჩის ტინტი


ეს გასაოცარი გამოგონებაა აზიიდან.
ხანგრძლივი ეფექტის შესანარჩუნებლად ტუჩსაცხი ფირის სახით ეკრობა ტუჩებს და 5-10 წუთის შემდგომ მსუბუქი ტატუს სახით აღიბეჭდება. ტუჩის ტინტი წარმოდგენილია რამდენიმე ფერში და კოცნებსაც კი გაუძლებს დღის ბოლომდე!



სარეკომენდაციო პუბლიკაცია

  • კორეული კოსმეტიკის ინტერნეტ მაღაზია KoCos.ge წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Tony Moly, Holika Holika, Etude House, Secret Key, Nature Republic, It's Skin, Mizon, Innisfree, Missha, Skin79, Lador, The Saem, Berrisom.

პროდუქცია უკვე თბილისშია, შესაძლებელია წინასწარ შეკვეთაც. გადახდა ხორციელდება საბანკო ანგარიშსწორებით. მოქმედებს კურიერის მომსახურება თბილისის და საქართველოს მასშტაბით.


წინა-საახალწლოდ გვთავაზობენ 🎄სადღესასწაულო შეფუთვას! დეკორატიული ყუთი შეგიძლიათ შეავსოთ KoCos-ის რეკომენდაციით დაკომპლექტებული კოსმეტიკური საშუალებებით და დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი საჩუქარი ადრესატისგან უზადო მოწონებას დაიმსახურებს!
⭐ყუთის საფასურია 10 ლარი,
შემადგენლობაშია:
🎁 10% ფასდაკლების ბარათი მომდევნო შენაძენისთვის; საახალწლო წვიმა და ფიფქი ნაძვის ხისთვის; დეკორატიული ტოტი და ტკბილეულის ჯოხი;
ყუთის ზომაა ზომა: 20x20x20 სმ.

🎉 აჩუქეთ თქვენს ძვირფას ადამიანებს საახალწლოდ საუკეთესო განწყობა!.