თავის მოვლის რუტინა კორეული სქემით

Published: 19/01/2019 Views: 790


თუ უკვე გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს კორეულ კოსმეტიკასთან დაკავშირებით და ცადეთ მათი ტოპ-ჰიტები, ცხადია მაღალეფექტურმა პროდუქციამ და ბიუჯეტურობამ მოიგო თქვენი გული. დროა თავის მოვლის რუტინა სრულად დააკომპლექტოთ Korean Cosmetics-ის, კონკრეტულად თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი პროდუქციით!

შეგახსენებთ, წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოში, KoCos.ge ონლაინ მაღაზიიდან:


თავის მოვლის რუტინა კორეული სქემით
  • ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის



    პირველი ნაბიჯი:
    დასაბანი ქაფი პრობლემური კანისთვის
    THE FACE SHOP Clean Face Acne Solution Foam Cleansing (150 ml)
    GEL 35.00


    პრობლემური კანის მოვლისთვის უმნიშვნელოვანესია სისუფთავის დაცვა და გაღიზიანებული კანის დამშვიდება, რაც გამონაყარის პრევენციის და მასთან ბრძოლის პირველი საშუალებაა; შეიცავს ჩაის ხის ფოთლების ექსტრაქტს და პანტენოლს. დაიბანეთ სახე ქაფით დილა-საღამოს.


    მეორე ნაბიჯი:
    ლოსიონი პრობლემური და მგრძნობიარე კანისთვის

    Innisfree Bija Trouble Lotion (100 ml)
    GEL 45.00


    Bija ლოსიონი შეიცავს ძლიერ ანტიბაქტერიულ სალიცინის მჟავას, მარადმწვანე ტორეის თესლს, ჩაის ხის, ციტრუსების და კამელიის Green კომპლექსს ბაქტერიოციდული თვისებით და ბეტა-გლუკანს, რომელიც აძლიერებს ინფექციებისგან კანის დაცვის ფუნქციას. შეიზილეთ ლოსიონი სახის დაბანის და გასუფთავების შემდეგ, მას მოსდევს კრემი >>


    მესამე ნაბიჯი:
    კრემი გელის ტექსტურით, ცხიმიანობის რეგულირებისთვის
    Tony Moly Tako Pore Sebum Control GEL Cream (50 ml)
    GEL 45.00

    ებრძვის ცხიმის გამოყოფას, კვებავს და აუმჯობესებს კანის ელფერს, ტოვებს გლუვ ეფექტს. შეიცავს მკვდარი ზღვის მარილს და წყალს, მარჯნის ფხვნილს, წყალმცენარეების და სიბირული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტს. სასარგებლო მჟავები ათეთრებს კანს.


    რეკომენდაცია: ნიღაბი კვირაში 2-ჯერ
    1: ალგინეტის ნიღაბი პრობლემური და ცხიმიანი კანისთვის
    Anskin AC Control Modeling Mask (240 g)
    GEL 35.00


    კრავს ფორებს და ასუფთავებს შავ წერტილებს, ხელს უწყობს გამონაყარის სწრაფად მოშუშებას. Anskin AC Control Modeling Mask აუმჯობესებს და გამოკვეთს სახის კონტურს და რელიეფს!

    2: გამწმენდი ნიღაბი ვულკანური ნაცარი და თეთრი თიხით
    Innisfree Jeju Volcanic Pore Clay Mask (100 ml)
    GEL 45.00


    ამ გასაოცარი, უძლიერესი გამწმენდი ნიღაბის მთავარი ინგრედიენტი ვულკან ხალლას ნაცარია, რომელიც 2 მლნ. წლის წინ აღმოიფხვრა და უნიკალურ სამკურნალო: გამწმენდ და გამაჯანსაღებელ პრეპარატს წარმოადგენს. ასევე შეიცავს თეთრ თიხას.

    ნიღაბს თხელი ფენით დაიტანებენ მთელ სახეზე ან მხოლოდ T-ზონაზე 10-15 წუთით. ასევე გამოიყენება ლოკალურად, გაღიზიანებულ ადგილებზე - გამონაყარზე, გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში და ჩამოიბანეთ დილით.


    თავის მოვლის რუტინა კორეული სქემით

    პუბლიკაციაში წარმოდგენილი პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით: KOCOS.GE;


    • ANTI AGE: ასაკობრივი
      ნაოჭების საწინააღმდეგოდ




    პირველი ნაბიჯი:
    ღამის ნიღაბი წითელი ღვინის ექსტრაქტით
    Holika Holika Wine Therapy Sleeping Mask - Red Wine (120 ml)
    GEL 48.00


    ღვინოში შემავალი საშუალება რასვერატროლი მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად ებრძვის პიგმენტაციას და კანის დაბერების ნიშნებს. ნიღაბი გაჯერებულია Hydrotriticum PVP, ლავანდა, ია და როზმარინით. ადენოზინი კი კანს სიმკვრივეს მატებს. რეკომენდირებულია კვირაში 3-ჯერ გამოყენება. გაღვიძებისთანავე ჩამოიბანეთ და მიყევით თავის მოვლის რუტინას.






    მეორე ნაბიჯი:
    სახის ქაფი ჟენშენის ექსტრაქტზე

    Pure Mind Premium Red Ginseng so fresh cleansing foam (100 ml)
    GEL 16.00


    წითელი ჟენშენი ერთერთი ფავორიტი ინგრედიენტია კანის დაბერების ნიშნებთან ბრძოლისთვის, კორეელი ქალბატონებისთვის სახის დასაბანი ქაფიც კი ძლიერ გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით! ქაფი არ აშრობს კანს და ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას.



    მესამე ნაბიჯი:
    სახის კრემი კოლაგენით
    3W Clinic Collagen Regeneration Cream (60 ml)
    GEL 30.00


    სახის კრემი ზღვის კოლაგენით ებრძვის ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის რელიეფს და სახის კონტურს. ამ რეგენერაციული თვისებების გამოარჩევს ძლიერ დამატენიანებელი ეფექტი, შეიცავს მაკადამიის ზეთს და გლიცერინს. აქტიური ნივთიერებები აღწევენ კანქვეშ და ქმნიან დამცავ ფენას - ახალი ნაოჭების პრევენციის მიზნით!



    მეოთხე ნაბიჯი:
    თვალის კრემი ლოკოკინის ექსტრაქტით

    3W Clinic Snail Mucus Anti-Wrinkle Eye Cream (30 ml)
    GEL 40.00


    თვალის კრემი ლოკოკინის ექსტრაქტით ასაკობრივი ნიშნების წინააღმდეგ, ლოკოკინის ლორწოს აქტიურად გამოიყენებენ ნაოჭებთან ბრძოლაში. კორეელები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან იწყებენ anti-age პროდუქციის გამოყენებას, ასევე აქტიურად ებრძვიან თვალებს ქვეშ შავ-უპეებს, ხანდახან მანამდეც კი, ვიდრე პრობლემა საერთოდ ჩამოყალიბდება.



    ხელის კრემი
    დაბერების საწინააღმდეგო ხელის კრემი ატმის ექსტრაქტით

    Tony Moly Peach Anti-Aging Hand Cream (30ml)
    GEL 23.00


    სენსაციური, დამატენიანებელი ხელის კრემი ებრძვის ასაკობრივ პიგმენტაციას და ათეთრებს კანს. კრემი მსუბუქი კონსისტენციით მალე შეიწოვება და ტოვებს ატმის სასიამოვნო სურნელს.





    • სასწრაფო დახმარება მშრალი კანისთვის



    პირველი ნაბიჯი:
    ნაჭრის სახის ნიღაბი
    3W Clinic Fresh Royal Jelly Mask Sheet (1 ცალი)
    GEL 3.00


    ერთჯერადი ნაჭრის ნიღბები სასწრაფო დახმარებაა გამომშრალი და გადაღლილი კანისთვის. 3W Clinic-ის ნიღაბი გაჯერებულია ე.წ. ფუტკრის რძით, ღრმად ატენიანებს, აღადგენს და ქმნის კანის გამოშრობისგან დაცვით ბარიერს.



    მეორე ნაბიჯი:
    სახის ტონერი ყვავილის ექსტრაქტით
    3W Clinic Flower Effect Extra Moisture Skin Softener (150 ml)
    GEL 29.00


    დამარბილებელი ტონერი რბილი და ელასტიური კანისთვის. სახის დაბანვის (ქაფი, სკრაბი, რძე) შემდგომ გაიწმინდეთ კანი ბამბის დისკოზე დასხმული ტონერით, განაგრძეთ: შრატი, ემულსია და კრემით.



    მესამე ნაბიჯი:
    სახის სტარტერი (ესენცია) კოლაგენით
    Holika Holika 3 Seconds Starter - Collagen (150 ml)
    GEL 35.00


    ესენცია სახის კანის ყველაზე ღრმა ფენამდე დატენიანებისთვის! დაიტანება სახეზე 3 წამიანი წესის დაცვით: სახის დაბანვის შემდეგ სველ კანზე ვიზელთ შრატს, ამგვარად სინოტივე მაქსიმალურად ღრმად აღწევს და ფიქსირდება კანის უჯრედებში. ის ერთდროულად წარმოადგენს ძლიერმოქმედ ვიტამინიზირებულ ესენციას და მაკიაჟის ბაზას.


    მეოთხე ნაბიჯი:
    დამატენიანებელი სახის კრემი ჩიას თესლის ექსტრაქტით

    The Face Shop Chia Seed Moisture Recharge Cream (50 ml)
    GEL 75.00


    კრემი უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ დატენიანებას და მომენტალურად ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. გამდიდრებულია ჩიის მარცვლების ზეთით, კრემი წასმისთანავე აღწევს კანის ღრმა ეპიდერმისამდე. შეიზილეთ წრიული მოძრაობებით კრემის ბოლომდე შეწოვამდე, გახურებისგან გამოყოფილი სინოტივე კანის ზედა ფენას უმალ ეამება. წაისვით დილით, ან საღამოს.



    ტანის კრემი
    ლოსიონი გამომშრალი კანისთვის
    The Face Shop Milk & Shea Butter Oil Infused Body Lotion (300 ml)
    GEL 37.00


    ტანის კრემი - ღრმა დატენიანება ხავერდოვანი ტექსტურით, მსუბუქად ზეთიანი ლოსიონი რძის და შიის კარაქით, ხანგრძლივი ეფექტით.




  • კორეული კოსმეტიკის ინტერნეტ მაღაზია KoCos.ge წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Tony Moly, Holika Holika, Etude House, Secret Key, Nature Republic, It's Skin, Mizon, Innisfree, Missha, Skin79, Lador, The Saem, Berrisom.

    პროდუქცია უკვე თბილისშია, შესაძლებელია წინასწარ შეკვეთაც. გადახდა ხორციელდება ხელზე ასევე საბანკო ანგარიშსწორებით. მოქმედებს კურიერის მომსახურება თბილისის და საქართველოს მასშტაბით.


  • შესაძენად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს:
    www.kocos.ge

    ან დაუკავშირდით სოციალური ქსელის მეშვეობით, აქტიური ინსტაგრამ გვერდიდან @kocos_ge და ფეისბუქიდან: @KoCos.ge