მაკიაჟი მამაკაცებისთვის: Boy de Chanel

Published: 19/02/2019 Views: 358


Beauty-ინდუსტრიაში ახალი გამომეწვევაა
დეკორატიული კოსმეტიკა მამაკაცებისთვის!


სულ რამდენიმე წლის წინ ცნობილი კოსმეტიკის მწარმოებელი ფირმები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე ფერთა გამაში Nude, ანუ კანისფერი-ბუნებრივი-"შიშველი" ტონალობის კლასიფიცირება შეეცვალათ და ის აღარ გულისხმობს თეთრკანიანთა რასისთვის დამახასიათებელი თეთრი კანის ფერს. გარდამტეხი სიტყვა რიანას კოსმეტიკურ ფირმას Fenty Beauty-ს ეკუთვნის, რომლის ტონალური კრემების პალიტრა 40 ფერით: მუქ შავკანიანებს, წითურთათვის დამახასიათებელ ვარდისფერ პიგმენტს და ალბინოსთა კანის ფერსაც კი შეესაბამებოდა. ახლა კი, 2019 წელს ერთდროულად Dior და Chanel თავაზობენ მამაკაცებს დეკორატიულ კოსმეტიკას!






ტრენდი თავდაპირველად აზიიდან დაიწყო. პარიზში
- 2018 წლის Dior-ის ჩვენების ბექსთეიჯში ვიზაჟისტები სასცენო გრიმის ტიპის მაკიაჟს გასცდნენ - მამაკაც მოდელებს ტუჩებს მბზინავი საცხით უფერავდნენ, წარბების ფორმას გამოკვეთდნენ და მსუბუქ კონტურინგსაც უკეთებდნენ.





წარმოგიდგენთ Chanel-ის კოსმეტიკის ხაზს კონკრეტულად მამაკაცებისთვის: Boy de Chanel


შანელის წარმომადგენლები განმარტავენ: თავის დროზე გაბრიელ შანელმა ისესხა ელემენტები მამაკაცის გარდერობიდან, ახლა კი დროა ქალებმაც გაიმეტონ საპირისპირო სქესს საკუთარი არსენალიდან საჭირო ნივთები.

“Just as Gabrielle Chanel borrowed elements from the men’s wardrobe to dress women, Chanel draws inspiration from the women’s world to write the vocabulary of a new personal aesthetic for men. Lines, colors, attitudes, gestures… There is no absolutely feminine or masculine prerequisite: Style alone defines the person we wish to be. By creating Boy de Chanel, its first makeup line for men, Chanel reaffirms the ever-changing codes of an unchanging vision: Beauty is not a matter of gender, it is a matter of style.”

Boy de Chanel ამ ეტაპისთვის მოიცავს სულ რამდენიმე პროდუქტს: წარბის ფანქარს ფუნჯით, ტონალურ საცხს, პრაიმერს ცხიმიანი კანის ბზინვარების წინააღმდეგ, ტუჩსაცხ-ბალმს.




მაკიაჟი მამაკაცებისთვის განვითარების საკმაოდ უცნაურ სტადიაზეა.
ის არტისტული თვითგამოხატვით (როგორც დევიდ ბექჰემის ჟურნალ LOVE-ის ყდაზე), სცენური მაკიაჟით (როგორც ფარელ უილიამსის გამოჩენა Chanel-ის ღონისძიებაზე ფარაონის როლში), კორეული K-pop-ის უსაზღვრო beuaty-ტრენდებით და barber shop-ების მიერ შეთვისებული grooming სკილებით ჯერ კიდევ კონტრასტშია მამაკაცთა უმრავლესობის აღქმის უნარისა და მოთხოვნილებისგან. ვნახოთ თუ დაიმკვიდრებს თავს მამაკაცის კოსმეტიკა.