Beauty Trend: მეგა-წამწამები

Published: 20/02/2019 Views: 290


ყოველთვის აქტუალური იყო გრძელი და ხშირი წამწამები, თუმცა ამ ბოლო დროს პოდიუმზე ნანახ, ცნობილი ვიზაჟისტების მიერ შექმნილი იმიჯების შემდგომ დავრწმუნდით, რომ მხოლოდ გამოკვეთილ წამწამებსაც კი შეუძლია თვალწარმტაცი მაკიაჟის შექმნა და არ არის საჭირო დამატებით არანაირი ჩრდილი თუ ტუჩსაცხი!

მეგა-წამწამების ეფექტის მიღება პრაიმერი და ტუშის რამდენიმე ფენით, ან როგორც ტოპ-ვიზაჟისტები გვთავაზობენ დამატებითი წყება ხელოვნური წამწამებით არის შესაძლებელი. ზოგიერთი მათგანი ბევრად შორს გაიჭრა და დეკორის ელემენტებიც ჩართეს, მაგალითად Valentino Couture ჩვენებისთვის ვიზაჟისტმა Pat McGrath ბუმბულები და ქვედა ქუთუთოზე გრაფიკიკული ეფექტი გამოიყენა. ხოლო Brandon Maxwell-ის იმიჯი RTW კოლექციიდან ბევრად რეალურია ჩვენთვის.

___________________________________

Valentino



Brandon Maxwell



ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მალე დაბრუნდება თვალების შავი ლაინერით გამოკვეთის ტენდენცია. როგორც ეს Longchamp-ის პოდიუმზე და YSL-ის beauty კამპანიაში ვიხილეთ კაია გერბერის მაგალითზე.