
მხურვალე ზაფხული ჯივონშისგან
Givenchy Beauty ზაფხულის სეზონისთვის ახალ ფერებს წარმოადგენს. ფრანგული ბრენდის, მაკიაჟის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა Nicolas Degennes-მა 2019 წლის ზაფხულის კოლექციას Solar Pulse უწოდა. ის ნარინჯისფერისა და ლურჯის კონტრასტზე თამაშობს და გარუჯულ კანს იდეალურად წარმოაჩენს!
Solar Pulse მოიცავს: Healthy Glow პუდრას მბზინავი კრისტალებით: ჰაილაითერი და ბრონზერის სახით (Naturel Rose; Naturel Dore); ორ წყალმდგრად რბილ თვალის ფანქარს Khol Couture Waterproof ნარინჯისფერ და ლურჯ ფერში (Tangerine; Azur); ასევე ორ მბზინავ ტუჩის საცხს: Gloss Interdit Vinyl ნარინჯისფერ და კრისტალურად ცივი ტონალობის ფერში! (Solar Orange; Blue) და ფრჩხილის ლაქს Le Vernis Orange.

Givenchy
Solar Pulse, summer 2019








