საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა 2018 წლის "ოქროს გლობუსზე"
2018 წლის "ოქროს გლობუსი" ისტორიას განსაკუთრებულად დაამახსოვრდება: ცერემონიალის წითელ ხალიჩაზე ყველა ცნობილმა ადამიანმა მთლიანად შავი სამოსი მოირგო, რაც ქალთა წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შეწყვეტას ემსახურებოდა. შევაფასოთ ყველაზე დასამახსოვრებელი მაკიაჟი და ვარცხნილობა საღამოზე.
Bloomy • ორგანული კოსმეტიკა
ზამთარში კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება
🎄 არ შეუშინდე ზამთარს ბლუმთან ერთად


ბლუმი • ორგანული კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, როგორც თავად ამბობენ: "თითოეული პროდუქტი ჩვენივე ხელით და დიდი სიყვარულით იქმნება." ბლუმი საახალწლოდ რამდენიმე სასაჩუქრე ნაკრებს წარმოგვიდგენს. მათ მიერ დაკომპლექტებული სეტები გათვლილია ქალბატონების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. ბლუმი ქოქოსის ზეთისა და შიის კარაქის 100% ბუნებრივ პროდუქტს გვთავაზობს, რომელიც ცივი დაწურვის მეთოდით ახალ დამზადებულია, ის ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და ნებისმიერ ქალბატონს გაახარებს.
Trend: ვარცხნილობები
Trend: თმის ვარცხნილობები 2017 წლის საშემოდგომო სეზონისთვის
მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი ჩვენებებიდან ტოპ-სტილისტების მიერ შემუშავებული რამდენიმე ვარცხნილობის სტილი იკვეთება.

მაგალითად, კიკინა შავი ლენტით ყველაზე მეტად გამოკვეთილი და განმეორებადი ტრენდი აღმოჩნდა. მას თბილისის მოდის კვირეულზეც შენიშნავდით და მოდის მიმდევრებმაც უკვე მოირგეს.
Trend: ჩოლკა
Bang bang, the fringe is back!
აქტუალური beauty-ტრენდი: ვარცხნილობა ფრანგი გოგონას სტილში 'ჩოლკით'

უკვე მერამდენე სეზონია ფრანგი ქალბატონების მსუბუქი და დახვეწილი სტილი სულ უფრო და უფრო იხვეჭს გავლენას მოდის მიმდევართა შორის. და მაინც რა გამოარჩევთ ფრანგ ქალბატონებს, რა განაპირობებს მათ ქარიზმას? თავად ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი და ამ ფრანგულ შიკს ყველაზე მეტად მათ მაკიაჟისა და ვარცხნილობაში გამოხატული მანერა გადმოსცემს: თანდაყოლილი დახვეწილობა და ძალდაუტანებელი, შეუბოჭავი უბრალოება.
Train Like An Angel
შესაძლოა მრავალი კრიტიკული განცხადება მოისმინოთ Victoria's Secret-ის მოდელებთან დაკავშირებით, თუ ვითომ როგორ უწევენ ისინი პოპულარიზაციას ზედმეტად გამხდარ აღნაგობას, როგორი მცდარია თეთრეულის ბრენდს გაუწიონ რეკლამირება 'თინეიჯერებმა' 0 ზომა მკერდით და როგორ არ გამოხატავს პოდიუმზე ნანახი ქალთა სხეულები დემოგრაფიულ რეალობას. მაგრამ ეს ყოველივე ასე არ არის, მოდელები მუდმივად აღნიშნავენ და გვაცნობენ თუ როგორ ვარჯიშობენ. თითოეული მათგანი სხვადასხვა სპორტის სახეობითაა დაკავებული და ამბობენ, რომ მუდმივად ვარჯიშობენ და სხვაგვარად წარმოუდგენია ასეთ ფორმაში ყოფნა. მათ ეს ყოველივე დიდი შრომის ფასად უჯდებათ. პოდიუმზე იხილავთ როგორც 18 წლის, ასევე ლეგენდარულ მოდელებს, "ძველი გვარდიიდან", რომლებიც უკვე დედები არიან.

თუ კი Victoria's Secret ახალგაზრდა თაობაზე ახდენს გავლენას და უწევს რაიმეს რეკლამირებას, ეს არის სწორი კვება და სპორტული ცხოვრების წესი ჯანსაღი და ლამაზი სხეულისთვის! ინტერნეტში ჰეშთაგით #TrainLikeAnAngel მოდელები სისტემატიურად გვიზიარებდნენ ფოტოებსა და რჩევებს, თუ როგორ ემზადებოდნენ წლის ჩვენებისთვის. ლილი ოლდრიჯი, ქენდის სვეინპოლი, სარა სამპაიო და ჟარმინ ტუკსი გვიზიარებენ სიმღერების პლეილისტს, რომელთა ფონზეც ვარჯიშობდნენ!
ფოტოგენური მაკიაჟი: Contouring
როგორ გავიკეთოთ პროფესიონალური მაკიაჟი
სახის კონტურირება: იდეალური ტონი და ჩრდილებით ნაკვთების ფორმირება

ცნობილი ადამიანების მსგავსად, თქვენი სახის ფერიც ბრწყინვალე და თვალისმომჭრელი რომ იყოს, ამისათვის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. საუკეთესო მაკიაჟისთვის დრო, ფუნჯები და სწორად შერჩეული კოსმეტიკა დაგჭირდებათ. რჩევების გათვალისწინებით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. პროფესიონალური მაკიაჟის საიდუმლოებები: როგორ წარმოვაჩინოთ სახის ნაკვთები საუკეთესოდ ჩრდილების დახმარებით და მივიღოთ ფოტოგენური მაკიაჟი
ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა
გამოიყურებოდე კარგად, ეს არც ისე ადვილია. სილამაზის საიდუმლო ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. ძველი თუ ახალი მეთოდებით მიღწეული შედეგი ყველასთვის განსხვავებულია. მანამ სანამ სილამაზისთვის უამრავი ფულის დახარჯვა არ შეგიძლიათ, ენჯელ.ჯი 10 ულამაზესი ქალბატონის ჩვევას გაგაცნობთ, რომლებიც დაგეხმარებიან იპოვნოთ თქვენი სილამაზის საიდუმლო. უპირველესყოვლისა, იგრძენით საკუთარი სილამაზე, ჩვენი რჩევები კი ახალი აღმოჩენების პოვნაში დაგეხმარებათ.