საუკეთესოდ ჩაცმული სელებრითები კოაჩელას ფესტივალზე
სელებრითების სიუხვით გამოირჩეოდა კოაჩელას პირველი კვირა. პალმ სპრინგსი, კალიფორნია მუსიკალურ ფესტივალს ტრადიციულად, ყოველწლიურად მასპინძლობს. ღონისძიებაზე რამდენიმე მოდური ბრენდი მართავს ბრანჩ-მიღებას და საფესტივალო განრიგის მთელი დღე სხვადასხვა აქტივობებითაა დატვირთული. აღსანიშნია, რომ კენდალ ჯენერს Revolve-ს მიღებაზე და შემდგომ კონცერტზეც ქართველი დიზაინერის, ნინა ზარქუას ფეხსაცმელები ემოსა, თანაც ორი წყვილი! ერთი მწვანე და მეორე კი ვერცხლისფერ ფერში. ზარქუას შტატებში Tata.La PR სააგენტო წარადგენს, რომელიც თანამშრომლობს კენდალის სტილისტთან. მოდელი კოაჩელას ფესტივალის საუკეთესოდ ჩაცმულ სტუმართა სიაში მოხვდა Revolve-ს ღონისძიებაზე: Revolve კაბით, Marine Serre-ს ხელთათმანებით, Area ჩანთით და Nina Zarqua ფეხსაცმელებით გამოჩენის შემდეგ.
Oscars after parties 2019
Oscars after parties 2019:
ოსკარის კინო-დაჯილდოებას მუდამ თან მოსდევს წვეულება, რომელსაც ისეთივე ხალისით ელიან შოუბიზნესის წარმომადგენლები, როგორც ოსკარს. . წვეულებებზე იწვევენ სუპერმოდელებს და მომღერლებსაც, ღონისძიება ნაკლებად ფორმალური სახისაა, თუმცა გამარჯვებულები როგორც წესი ოსკარის ჯილდოს ვერ ელევიან და წვეულებაზეც "თან მიყავთ". სტუმართა ნაწილი Vanity Fair -ის, ნაწილი კი Elton John-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ირჩევს, რომელიც საქველმოქმედო ხასიათისაა: AIDS Foundation.
91-ე ოსკარის დაჯილდოების წითელი ხალიჩა და გამარჯვებულები!
წარმოგიდგენთ რიგით 91-ე ოსკარის კინო დაჯილდოების გამარჯვებულებს და რაღა თქმა უნდა.. სტუმრების ჩაცმულობა წითელ ხალიჩაზე. ღონისძიებას მრავალი ვეტერანი მსახიობი და კინოში მოღვაწე პროფესიონალი დაესწრო. ასევე სტუმართა შორის ჭარბობდნენ მცირე-ეთნოსის წარმომადგენლები და აფრო-ამერიკელი მსახიობები, რაც ნომინანტმა ფილმებმა Green Book, BlacKkKlansman, Black Panther, Roma განაპირობეს.

წლის საუკეთესო ფილმის კატეგორია ჯულია რობერტსმა წარმოადგინა, და აი 2019 წლის ოსკარის გამარჯვებულთა სია!

წლის საუკეთესო ფილმი: Green Book
საუკეთესო რეჟისორი: Alfonso Cuarón
ფილმისთვის "Roma"
საუკეთესო მსახიობი ქალი: Olivia Colman ფილმისთვის "The Favourite"
საუკეთესო მსახიობი კაცი: Rami Malek ფილმისთვის "Bohemian Rhapsody"
საუკეთესო სიმღერა: "Shallow" ფილმიდან A Star Is Born
ილუზიების მუზეუმი თბილისში!
ილუზიების მუზეუმი - ახალი გასართობი სივრცე თბილისში, სადაც ახალი, ამოუცნობი ილუზიების მეშვეობით შექმნილი დამაინტრიგებელი ვიზუალური, სენსორული და საგანმანათლებლო სანახაობები იქნება წარმოდგენილი. ეს არის თბილისის ახალი სამუზეუმო სივრცის ნაწილი, რომელიც ბეთლემის ქ. 10-ში გაიხსნება მარტის დასაწყისში და დამთვალიერებელს შესთავაზებს ილუზიების კანონებზე დაფუძნებულ ექსპონატებს, რომელიც მათ ერთდროულად გაახალისებს და გააოცებს.

ვიზიტორები სახალისო ექსპონატების საშუალებით ისწავლიან ბევრ რამეს ხედვის, აღქმის, ადამიანის ტვინისა და მეცნიერების შესახებ, მიხვდებიან, რომ ჩვენი თვალები ხედავს ბევრ ისეთ რამეს, რაც ჩვენს გონებას არ ესმის.
აბელის რადიო-შოუ: Memento Mori on Beats 1 (ბელა ჰადიდთან ერთად)
მუსიკოსი The Weeknd ახალ პროექტს შეეჭიდა. მსგავსად დრეიკი (Drake's OVO Sound) და ფრენკ ოუშენისა (Frank Ocean's Blonded Radio) აბელის კურატორობით შედგენილი პლეილისტი Beats 1 Apple Music-ის პლატფორმაზე გაეშვა. Memento Mori Radio გააჟღერებს მუსიკას, რომელიც თავად აბელს შთააგონებს და ხიბლავს!

პლეილისტის შედგენაში აბელს შეყვარებული - ბელა ჰადიდიც ეხმარება. 🦋 სუპერმოდელმა მცირე ვიდეო-რგოლშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც აბელის დაბადების დღის სურპრიზს წარმოადგენდა და რადიო-ეთერის წინ დაიდო ინტერნეტში.

გადაცემის მოსმენა შესაძლებელია:
live: http://apple.co/MEMENTOMORILIVE
Anytime: http://apple.co/MEMENTOMORI
აქვამენი: DC ეკრანიზაცია!
კომიქსებისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარულნი ცხადია ელიან იხილონ პირველი სრული ფილმი "სამართლიანობის ლიგის" დამფუძნებლის, ატლანტის ჭეშმარიტი მეფის - აქვამენის ისტორიაზე, სხვა მაყურებელს კი უბრალოდ ჩამოგითვლით მსახიობთა დასს: ჯეისონ მომოა, ემბერ ჰარდი, ნიკოლ კიდმანი!!

აქვამენი: პრემიერა საქართველოში 20 დეკემბერს შედგება!

DC comics და Warner Bros.Pictures-მა ფილმის გადაღება რეჟისორ ჯეიმს ვანს მიანდო
, რომლისთვისაც ეს პირველი ფილმია სუპერ-გმირებზე. ჯეისონი გვიმხელს, რომ სტუდიამ არჩევანის წინაშე დააყენა, ემუშავა The Flash ან Aquaman-ზე. რეჟისორი მეტად დააინტერესა Aquaman-ის ატლანტის ცივილიზაციამ, რომელიც თითქოსდა რეალურია და ჩვენს თვალწინ ოკეანის ფსკერზე იმალება.
Muse Drones World Tour (2018)
MUSE DRONES WORLD TOUR
a one-night only event in cinemas worldwide on 12 July 2018


ინგლისური როკ ჯგუფი MUSE 2015 წელს გამოცემული ალბომით Drones მძიმე ჟღერადობის როკს დაუბრუნდა. ალბომმა 58-ე გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო როკ ალბომის წოდება მიიღო. Drones მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართული 34 კონცერტის მსმენელი 360 გრადუსიან საკონცერტო სივრცეში ეხვეოდა, სადაც სცენა და დარბაზი დაკავშირებული იყო მფრინავი ეკრანებით, პროექტორებით და დრონებით, რაც პერფორმანსის სრულ სმენით, ვიზუალურ და სენსორულ აღქმას განაპირობებდა. ეს ამბიციური და ინოვაციური კონცერტი ფილმის სახით ჩაიწერა, რომლის კინოჩვენებაც მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 1 დღით, მხოლოდ 1 სეანსით მოეწყობა. საქართველოში MUSE-ს კავეა თბილისის კინოთეატრი უმასპინძლებს.

Drones ალბომი მოიცავს 6 სინგლს: Psycho, Dead Inside, Mercy, Revolt, Aftermath, Reapers, საკონცერტო პროგრამაში კი დაურთეს სინგლები: Madness, Uprising, Plug in Baby, Supermassive Black Hole და Knights of Cydonia.
თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი
ე.ლ. ჯეიმზის "ორმოცდაათი ელფერი" საგის მე-3 წიგნის ეკრანიზაცია ეპიკურ დასასრულს გვპირდება. 8 თებერვალს ფილმის საპრემიერო ჩვენებას გალერია თბილისის კავეას კინოდარბაზმა უმასპინძლა. ფილმი კიდევ უფრო მეტი სექსუალური სცენითაა დატვირთული და მართალია ისტორია ზღაპრის მსგავსად ქორწილის სცენით სრულდება, თუმცა ანასთეიშა და კრისტიანის წყვილისთვის ყველაფერი წინაა. სთალკერი წარსულიდან და კრისტიანის ყოფილი საყვარლები შესაძლოა მათ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე დიდ პრობლემას სულაც არ წარმოადგენდნენ...

ფილმს ამჯერადაც გამოარჩევს საუნდტრეკები, მუსიკის ნაწილი სპეციალურად ფილმისთვის დაიწერა და ასრულებენ: Hailee Steinfeld, Dua Lipa, Liam Payne and Rita Ora, Julia Michaels ... იხილეთ სეანსების განრიგი : www.kinoafisha.ge
Lets cook! ქათმის ბარკლები და კრემ სუპი
წარმოგიდგენთ LetsCook.ge კულინარიული ბლოგიდან რამდენიმე უგემრიელეს და მარტივ რეცეპტს, რომელსაც პერიოდულად გაგიზიარებთ ხოლმე. დასაწყისისთვის რამდენიმე კრემ-სუპი და ქათმის ბარკლების მადისაღმძვრელი რეცეპტი შევარჩიეთ.

ბლოგი 20 წლის ახალგაზრდა გოგონას, მედეა ჩუბინიძეს ეკუთვნის. მედეა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, კულინარიით გატაცება უკვე მე-5 წელია მის ბლოგზე აისახება. კულინარი მის მიერ გამოცდილ რეცეპტებს გვიზიარებს მკითხველს: ❝ალბათ ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ არც თევზის და არც ხორცის უბრალოდ შეწვა არ მიყვარს და ყოველთვის რაიმე განსხვავებულ და გემრიელ მარინადს ვეძებ, რათა უფრო გავამრავალფეროვნო გემო, ხორცი გავხადო უფრო ნოტიო და არომატული. ამიტომ, გამომცხვარი ქათმის ბარკლების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ: დიჟონის მდოგვითა და ლიმონით თუ მოამზადებთ, დარწმუნებული ვარ უბრალოდ შეწვას ასე მომზადებით ჩაანაცვლებთ. შემდგომი კი ჩვენს მენიუში გახლავთ ბროკოლის კრემ-სუპი ან სოკოს კრემ-სუპს არაჟნით, არჩევანი თქვენზეა...❞
ჩერჩილი: მძიმე დროება
2018 წლის ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი, ოსკარის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფავორიტი 6 ნომინაციით, გენიალური გარი ოლდმენი და მისი საუკეთესო როლი " ჩერჩილი: მძიმე დროება" უკვე საქართველოს კინოთეატრებშია!

ასევე აღსანიშნია ბენ მელდენსონის შესრულება მეფე ჯორჯ VI-ის როლში. იმისდა მიუხედავად, რომ გარი ოლდმანს გასაოცარი გრიმს უკეთებდნენ სერ ვინსტონ ჩერჩილთან მსგავსების მისაღწევად, ხოლო ბენ მელდენსონს მსგავსი ვიზაჟი არ ჭირდებოდა - რთულია ამოიცნო ეს ორი ლეგენდარული მსახიობი ერთი შეხედვით, რაც მათი გარდასახვის ნიჭზე მეტყველებს. ფილმის ბიუჯეტი $30 მლნ. შეადგენდა, განსაცვიფრებელია ფილმის ხარისხი და საუნდტრეკები, რომელსაც საქართველოს კინოთეატრ კავეას Dolby Atmos აუდიო სისტემა იდეალურად გადმოსცემს. ფილმის პრემიერას სწორედ გალერია თბილისის კავეას კინოდარბაზმა უმასპინძლა.
ოლეგ ტიმჩენკო "სიყვარულის ტერიტორია"
ოლეგ ტიმჩენკომ ახალი გამოფენით "სიყვარულის ტერიტორია" სადარბაზოს მოხატვის ტრადიცია არატრადიციული და პროვოკაციული სტილში გააცოცხლა. ქართველი ხელოვანი მუდამ გამოირჩეოდა ხმაურიანი და შთამბეჭდავი პერფორმანსებით. მასშტაბური ზომის ეროტიკული სერიის ტილოებისთვის საგამოფენო სივრცედ ჭონქაძის ქუჩაზე არსებული ერთერთი სადარბაზო იქცა, შემდგომ კი ექსპონატებმა გალერეა "გამრეკელი"-ში გადაინაცვლეს.
"მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"
1934 წელს გამოცემული, ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური რომანის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ უახლესი ეკრანიზაცია რეჟისორ კენეტ ბრანს ეკუთვნის. ფილმის პრემიერა სულ ახლახანს 2017 წლის ნოემბერში შედგა, მათ შორის საქართველოშიც. ფილმი საუკეთესო სამსახიობო დასს აერთიანებს: ჯონი დეპი, დეიზი რიდლი, მიშელ პფაიფერი, ჯუდი დენჩი, პენელოპა კრუზი, უილემ დეფო და თავად რეჟისორი კენეტ ბრანი მთავარ როლში!

მოქმედება 30-იან წლებში აღმოსავლეთის ექსპრეს-მატარებელში ვითარდება, მაყურებელი გამომძიებელ ერკიულ პუაროსთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული პირველი კლასის ვაგონიდან. ფილმის პრემიერას წიგნის ახალი გამოცემის წარდგენაც მოყვა.
It Girl: ქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი "ის თბილისელი გოგოა" რომელიც ამჟამად ყურადღების ცენტრშია მისი ვიზუალიდან, საქმიანობიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. 17 წლის ქართველ მოდელს ხშირად იხილავთ ქართველი ფოტოგრაფების ობიექტივში, ცნობილი დიზაინერებისა და ბრენდების კამპანიებში. საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყო დაკავებული სამოდელო საქმიანობით, თუმცა ამჟამად სასწავლო წლის გამო უწევს საქართველოში დარჩენა. ქეთი აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა, მისი და მისი მეგობრების ფოტოებს instagram-სა და phhhoto-ზე მრავალი ადევნებს თვალს. ენჯელ.ჯი ესაუბრა ქეთის ცხოვრების სტილზე: სამოდელო კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ძირითადად ყველა ინფორმაციას მოდის შესახებ Instagram-იდან ვიღებ. - ამბობს მოდელი, რომელსაც ინსტაგრამზე 10,600-ზე მეტი follower ყავს და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება - საერთოდ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ალბათ ეს იმან განაპირობა რომ 14 წლის ვიყავი როდესაც მარტო, 3 თვე ვიცხოვრე პარიზში. მოგზაურობით ხშირად ვმოგზაურობ, მოგზაურობაზე მეტად არაფერი მიყვარს, მაგრამ სწავლის გამო ახლა ვერ ვახერხებ. ჩემს პროფესიას - მოდელობასაც ალბათ სწორედ საქართველოდან წასვლა და ამ სფეროში ინტენსიურად მუშაობა განავითარებდა.
წიგნის რეკომენდაცია: „კრავთა დუმილი“
წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის
13 ახალი სერია ჰორორისა და თრილერის მოყვარულთათვის

სერია აერთიანებს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ, ჰორორისა და თრილერის ჟანრის ცამეტ რჩეულ ნაწარმოებს. სერიის სამი წიგნი: თომას ჰარისის „კრავთა დუმილი“, აირა ლევინის „როზმარის შვილი“ და რობერტ ბლოხის „ფსიქოპათი“ უკვე გამოიცა და მათი წაკითხვა ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე შეუძლია.

„კრავთა დუმილი“ - რომანი პირველივე გვერდიდან მოგნუსხავთ. კითხვის მიტოვება და თქვენს ყოველდღიურობაში დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან თავადაც გამომძიებლის როლს მოირგებთ და ეცდებით, დამნაშავე ამოიცნოთ. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს ამაღელვებელ ფინალთან აახლოებს და თანაც აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს.
წიგნის რეკომენდაცია: „საოცრება“
წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
„საოცრება“

რ.ჯ პალაციოს ამ წიგნის დაწერა ერთმა შემთხვევამ გადააწყვეტინა. იგი შვილთან ერთად ნაყინის მაღაზიის წინ, რიგში იდგა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს დაინახა პატარა ბავშვი, სახეზე დეფექტით. წიგნის მთავარი გმირი იმ ბავშვის მსგავსად ჩვეულებრივი ბიჭია, მას მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. მაგრამ თუ კი ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის ავგუსტს ახალ სკოლაში. მის წინ სრულიად ახალი სამყარო იშლება – ზოგჯერ სასტიკი, ზოგჯერაც საინტერესო და თავბრუდამხვევი. დაიჯერებენ თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია?