"მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"

Published: 14/11/2017 Views: 408



1934 წელს გამოცემული, ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური რომანის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ უახლესი ეკრანიზაცია რეჟისორ კენეტ ბრანს ეკუთვნის. ფილმი საუკეთესო სამსახიობო დასს აერთიანებს: ჯონი დეპი, დეიზი რიდლი, მიშელ პფაიფერი, ჯუდი დენჩი, პენელოპა კრუზი, უილემ დეფო და თავად რეჟისორი კენეტ ბრანი მთავარ როლში!

მოქმედება 30-იან წლებში აღმოსავლეთის ექსპრეს-მატარებელში ვითარდება, მაყურებელი გამომძიებელ ერკიულ პუაროსთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული პირველი კლასის ვაგონიდან. ფილმის პრემიერას წიგნის ახალი გამოცემის წარდგენაც მოყვა.




11 ნოემბერს, გამომცემლობა "პალიტრა L"-ს სახელით მთარგმნელი ლევან ინასარიძე და ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აგათა კრისტის წიგნის ახალი გამოცემის პრეზენტაციას წარუძღვნენ. ფილმის ჩვენებაზე მოსულ მაყურებლებს წიგნები საჩუქრად გადაეცათ. ჩვენებას მასპინძლობდა ბარ-რესტორანი „ვაგონი N7".




მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში
Murder On The Orient Express

ჟანრი: კრიმინალური, დრამა
რეჟისორი: კენეტ ბრანა
როლებში: ჯონი დეპი, დეიზი რიდლი, მიშელ პფაიფერი, ჯუდი დენჩი, პენელოპა კრუზი, კენეტ ბრანა, უილემ დეფო, ჯოშ გადი

სცენარისტი: მაიკლ გრინი,
აგათა კრისტის წიგნის მიხედვით
www.palitral.ge: "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"
წიგნის ფასი : 11.99 ლარი


ალბათ, მთავარი, რასაც აგათა კრისტის ნაწარმოებიდან ამოვიკითხავთ, სიკეთის აუცილებელი გამარჯვების იდეაა, რომელიც, დეტექტივისთვის დამახასიათებელი და ამ შემთხვევაში ვირტუოზობამდე მიყვანილი ეფექტური მოულოდნელობების განცდასთან ერთად, უცნაურად მახლობლად, შენს წიგნად აქცევს აგათა კრისტის ნაწარმოებს.

www.kinoafisha.ge: სეანსები
პრემიერა საქართველოში: 09.11.2017
მსოფლიო პრემიერა: 10.11.2017
IMDB რეიტინგი: 6.8
ასაკობრივი კატეგორია: PG-13




ფილმის რეჟისორი კენეტ ბრანი იხსენებს, რომ მთავარი როლის - დეტექტივ ერკიულ პუაროს როლის შესრულების იდეა მას მსახიობმა უილიამ დეფომ მიაწოდა, მან მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი ორივე დაკისრებულ მოვალეობას.

Kenneth Branagh: "The role of Poirot and the tone of the movie were so interwoven that I felt as... Willem Dafoe pointed out to me, he said, 'Poirot directs the investigation, you direct the movie. The two are so closely linked.' And Poirot's character, of obsessive, compulsive attention to detail, order, he wants to deconstruct chaos and make things calm. As a film director, that's often what you're doing, you're trying to find a way through the chaos of any given shooting day. So Poirot's determination, he can't handle imbalance or disharmony, in a way is what a film director is doing. So there was an inner tension that seemed completely in tune."