ჩერჩილი: მძიმე დროება

Published: 23/01/2018 Views: 295

2018 წლის ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი, ოსკარის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფავორიტი 6 ნომინაციით, გენიალური გარი ოლდმენი და მისი საუკეთესო როლი " ჩერჩილი: მძიმე დროება" უკვე საქართველოს კინოთეატრებშია!

2017 წელს კინომატოგრაფიამ აქტიურად გააშუქა დიდი ბრიტანეთის მძიმე ისტორიული მონაკვეთი ფაშიზმთან ბრძოლის პერიოდში, პირველი იყო რეჟისორ ჯონატან ტეპლიცკის ფილმი „ჩერჩილი“, მას მოსდევს ასევე ოსკარის პრეტენდენტი კრისტოფერ ნოლანის „დიუნკერკი“ დიუნკერკის ბრძოლის შესახებ. „ჩერჩილი: მძიმე დროება“ კი სრულად ასახავს მოვლენას, რომელმაც თანამედროვე ისტორია შეცვალა.



რეჟისორ ჯო რაითის ფილმმა ორჯერ მოუტანა ოსკარი მის მსახიობებს: სირშა რონანს ფილმისთვის Atonement და ნომინაცია კირა ნაითლის ფილმისთვის Pride & Prejudice. რეჟისორს ასევე ეკუთვნის ფილმები: The Soloist, Anna Karenina, Hanna და Pan. ვიმედოვნებთ, რომ გარი ოლდმენს სერ უინსტონ ჩერჩილის შეუდარებელი განსახიერება ასევე ოსკარით დაუფასდება. როლს უკვე მოიხსენიებენ მსახიობის კინოკარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან და საუკეთესო შესრულებად.




ასევე აღსანიშნია ბენ მელდენსონის შესრულება მეფე ჯორჯ VI-ის როლში. იმისდა მიუხედავად, რომ გარი ოლდმანს გასაოცარი გრიმს უკეთებდნენ სერ ვინსტონ ჩერჩილთან მსგავსების მისაღწევად, ხოლო ბენ მელდენსონს მსგავსი ვიზაჟი არ ჭირდებოდა - რთულია ამოიცნო ეს ორი ლეგენდარული მსახიობი ერთი შეხედვით, რაც მათი გარდასახვის ნიჭზე მეტყველებს. რეჟისორი აღნიშნავს, რომ თავად გარი და ბენი ერთმანეთის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ და როლზე მუშაობას დიდი პატივისცემით შეუდგნენ, რაც კიდევ უფრო მატებდა ძალებს მსახიობებს და გამოხატვის თავისუფლებისკენ მოუწოდებდა.

ფილმის ბიუჯეტი $30 მლნ. შეადგენდა, დიდი ბრიტანეთის ისტორიისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი ეკრანიზაციაა. განსაცვიფრებელია ფილმის ხარისხი და საუნდტრეკები, რომელსაც საქართველოს კინოთეატრ კავეას Dolby Atmos აუდიო სისტემა იდეალურად გადმოსცემს. ფილმის პრემიერას სწორედ გალერია თბილისის კავეას კინოდარბაზმა უმასპინძლა.






„ჩერჩილი: მძიმე დროება“ (Darkest Hour) — მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ბრიტანეთი გერმანელების შეჭრის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ნაცისტები წინ მიიწევენ, მოკავშირეების არმია დუნკერკის სანაპიროზეა მომწყვდეული და დასავლეთ ევროპის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. ის არც ისე იოლი არჩევნის წინაშეა: ჰიტლერთან მოლაპარაკებები გამართოს და ქვეყნის მოქალაქეების გადასარჩენად მასთან ხელშეკრულება დადოს თუ ერის გაერთიანება სცადოს და დამპყრობლებს წინ აღუდგეს, მიუხედავად წარმატების საკმაოდ სუსტი შანსებისა.


ჩერჩილი: მძიმე დროება




ჩერჩილი: მძიმე დროება
ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა, ისტორიული
რეჟისორი: ჯო რაითი
როლებში: გარი ოლდმანი, ბენ მელდენსონი, კრისტინ სკოტ ტომასი, სტივენ დილეინი, ლილი ჯეიმსი
სცენარი: ენტონი მაკკარტენი
პრემიერა საქართველოში: 18.01.2018
მსოფლიო პრემიერა: 22.12.2017
IMDB რეიტინგი: 7


ფილმი 2018 წლის ოსკარზე 6 ნომინაციითაა წარდგენილი!

წლის საუკეთესო ფილმი; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: Gary Oldman,
Production Design; Costume Design; Cinematography: Bruno Delbonnel
Makeup and Hair: “Darkest Hour,” Kazuhiro Tsuji, David Malinowski, Lucy Sibbick