Muse Drones World Tour (2018)

Published: 07/07/2018 Views: 1 775




კავეა გალერიას კინოთეატრი
, ისევე როგორც მსოფლიო კინოთეატრები, მხოლოდ 1 დღით, მხოლოდ 1 სეანსით უმასპინძლებს ინგლისური როკ ჯგუფის
MUSE Drones World Tour საკონცერტო ჩანაწერის კინო-ჩვენებას!


MUSE-ის მსოფლიო ტურნე 2015 წელს გამოცემული Drones ალბომის გარშემო ვითარდებოდა. ჯგუფმა საერთო ჯამში 34 კონცერტი გამართა, რაც მოიცავდა მონაწილეობას ევროპულ საფესტივალო პროგრამაში Download, Glastonbury და კონცერტებს ამერიკისა და ევროპის არენებზე, რომლებიც გამოირჩეოდა მასიური ტექნიკური სპეც-ეფექტებით! მსმენელი 360 გრადუსიან საკონცერტო სივრცეში ეხვეოდა, სადაც სცენა და დარბაზი დაკავშირებული იყო მფრინავი ეკრანებით და დრონებით, გიგანტური პროექტორები კი ინტერაქტიულად ასახავდა ბენდის წევრების ემოციებს. დარბაზი დამსწრე საზოგადოებისთვის პერფორმანსის სრულ სმენით, ვიზუალურ და სენსორულ აღქმას განაპირობებდა. ეს ამბიციური და ინოვაციური კონცერტი ფილმის სახით ჩაიწერა და მას მხოლოდ 1 სეანსით უჩვენებენ! საქართველოში MUSE-ს კავეა თბილისის კინოთეატრი უმასპინძლებს.








MUSE DRONES WORLD TOUR
a one-night only event in cinemas worldwide on 12 July 2018

საკონცერტო ჩანაწერი
რეჟისორი: ტომ კიორკი, ჯენ ვილემ შრამი

კავეა გალერია
12 ივლისი 21:30
ფორმატი: 2D, ინგლისურად
ბილეთის ფასი: 25 ლარი



Muse Drones World Tour (2018) Drones ალბომი მოიცავს 6 საკონცერტო ჩანაწერს სინგლებისა: Psycho, Dead Inside, Mercy, Revolt, Aftermath, Reapers ამ ალბომით Muse როკის მძიმე ჟღერადობას დაუბრუნდა.

ალბომმა 58-ე გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო როკ ალბომის წოდება მიიღო!

Drones საკონცერტო პროგრამაში კი დაურთეს სინგლები: Madness, Uprising, Plug in Baby, Supermassive Black Hole და Knights of Cydonia.






MUSE
ინგლისური როკ ჯგუფი, დაარსდა: 1994
ჟანრი: ალტერნატიული, პროგრესული როკი

მეთიუ ბელამი
(ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანები)
კრის უოლსტენჰოლმი (ბას-გიტარა, კლავიშებიანები, ვოკალი)
დომინიკ ჰოვარდი (დასარტყმელი საკრავები და პერკუსია)

ჯგუფი ფლობს მრავალ, მათ შორის - გრემის ჯილდოს საუკეთესო როკ-ალბომისთვის The Resistance და Drones, ორ Brit-ს საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლისთვის, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთ ჯილდოს და NME-ს რვა ჯილდოს! მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვთ 20 მილიონზე მეტი ალბომი.