აქვამენი: DC ეკრანიზაცია!

Published: 19/12/2018 Views: 592
აქვამენი: DC ეკრანიზაცია!

კიდევ ერთ ეკრანიზაცია DC სამყაროში,
კომიქსებისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარულნი ცხადია ელიან იხილონ პირველი სრული ფილმი "სამართლიანობის ლიგის" დამფუძნებლის, ატლანტის ჭეშმარიტი მეფის - აქვამენის ისტორიაზე, სხვა მაყურებელს კი უბრალოდ ჩამოგითვლით მსახიობთა დასს: ჯეისონ მომოა, ემბერ ჰარდი, ნიკოლ კიდმანი!!




  • Based on DC comics Aquaman by Mort Weisinger, Paul Norris


DC comics და Warner Bros.Pictures-მა ფილმის გადაღება რეჟისორ ჯეიმს ვანს მიანდო, რომლისთვისაც ეს პირველი ფილმია სუპერ-გმირებზე. ჯეისონი გვიმხელს, რომ სტუდიამ არჩევანის წინაშე დააყენა, ემუშავა The Flash ან Aquaman-ზე. რეჟისორი მეტად დააინტერესა აქვამენის ატლანტის ცივილიზაციამ, რომელიც თითქოსდა რეალურია და ჩვენს თვალწინ ოკეანის ფსკერზე იმალება.



მთავარ როლს ჯეისონ მომოა (არტური ქიური/აქუამენი) და ემბერ ჰარდი (მერა) ასრულებენ, ასევე მონაწილეობენ უილიამ დეფო, პატრიკ ნელსონი, დოლფ ლუნდგრენი. ფილმისთვის ატლანას როლზე (ჯეისონ მომოას პერსონაჟის დედა) მოიწვიეს და უმალ დათანხმდა ნიკოლ კიდმანი, რომელიც კომიქსების დიდი მოყვარულია. 1995 წელს ითამაშა ფილმში Batman Forever, ნიკოლი მოხარული იყო Comic-con-ზე მოხვედრით.




AQUAMAN (2018)
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, ფანტასტიკა
რეჟისორი: ჯეიმს ვანი
როლებში: ჯეისონ მომოა, ამბერ ჰერდი,
ნიკოლ კიდმანი, პატრიკ უილსონი, დოლფ ლუნდგრენი..
IMDB რეიტინგი: 8.3
ასაკობრივი კატეგორია: PG-13


  • ფილმი 20 დეკემბრიდან იქნება ნაჩვენები 3D ფორმატში ამირანი, კავეა თბილისი მოლი, გალერია, ისთ ფოინთსა და აპოლო ბათუმში.
    იხილეთ სეანსების განრიგი:
    www.kinoafisha.ge /აქვამენი

სიუჟეტი არტურის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც შუქურის მცველის და ატლანტის პრინცესას საიდუმლო შვილია.. არტური დაბადებიდან დაჯილდოებულია წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის უნარით. პრინცესა ატლანნა იძულებულია ჩვილი დატოვოს ხმელეთზე, მის აღზრდას სანდო მრჩეველს ნიდის ვილკოს მიანდობს, რომელიც მართლაც შეასრულებს პირობას და არტურს მებრძოლად გაწვრთვნის, თუმცა მისი ნახევარ-სისხლის გამო ატლანტიადელები უარყოფენ პრინცს. ვითარება იცვლება DCEU წყალქვეშა სამფლობელოში აჯანყების დროს. არტურს იგივე აქვამენს, დახმარების იმედით ატლანტის ერთერთი სამეფოს - ქსებელის მეფის ქალიშვილი მერა მიმართავს, გაუძღვეს მისი ნახევარძმის ორმის დასამარცხებლად.