აბელის რადიო-შოუ: Memento Mori on Beats 1 (ბელა ჰადიდთან ერთად)

Published: 18/02/2019 Views: 466


მუსიკოსი The Weeknd ახალ პროექტს შეეჭიდა. მსგავსად დრეიკი (Drake's OVO Sound) და ფრენკ ოუშენისა (Frank Ocean's Blonded Radio) აბელის კურატორობით შედგენილი პლეილისტი Beats 1 Apple Music-ის პლატფორმაზე გაეშვა. Memento Mori Radio გააჟღერებს მუსიკას, რომელიც თავად აბელს შთააგონებს და ხიბლავს!

პლეილისტის შედგენაში აბელს შეყვარებული - ბელა ჰადიდიც ეხმარება. 🦋 სუპერმოდელმა მცირე ვიდეო-რგოლშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც აბელის დაბადების დღის სურპრიზს წარმოადგენდა და რადიო-ეთერის წინ დაიდო ინტერნეტში, კონკრეტულად მე-4 ეპიზოდი აბელთან ერთად ბელას შერჩეული სიმღერებით დაკომპლექტდა. Momento Mori Beats 1 show მოსმენა apple music-ის app-ით, ან ონლაინ არის შესაძლებელი.

Memento Mori on Beats 1
live: http://apple.co/MEMENTOMORILIVE
Anytime: http://apple.co/MEMENTOMORI






Momento Mori ვიზუალური დიზაინი ჩონჩხის სტრუქტურის შავ ფერებშია გადმოცემული. პლეილისტი Destiny's Child, Beyonce, Missy Elliott, Amy Winehouse, Elvis Presley, Aretha Franklin, Depeche Mode, თავად The Weeknd-ის, XXXTENTACION, Travis Scott, Gesaffelstein... Flight Facilities, Black Atlass, Grimes, Peaches, Nujabes და სხვა მრავალი ჟანრისა და ეპოქის მომღერლების შემოქმედებას აერთიანებს.





აზიის ტურნეს დასრულების შემდეგ, აბელი ძირითადად პარიზში ცხოვრობს და ამდიდრებს მის მუსიკალურ კოლექციას, თავად MM-თან დაკავშირებით მესამე პირში წერს: "Introducing MEMENTO MORI. while he’s been hiding out in Paris, he’s decided to start a radio show and present all of the music thats inspiring some late nights… You can listen to it on Friday. I present you… mementooo moriiii"

The Weeknd -ის მუსიკოსი გვიმხელს, რომ ეს არის სიმღერები, რომლებსაც თავად უსმენს და ამ ფონზე მუშაობს მის ახალ ალბომზე.