ხანდაზმული მოდელების ლეგიონი
THE GRACE OF GRAY
ჭაღარა თმის მომხიბვლელობა

მოდელების თაობა, რომლებიც მრავალი ახალგაზრდა დამწყები მოდელისგან განსხვავებით... საკმაოდ გვიან "აღმოაჩინეს" და გამოარჩიეს იმ ბუნებრივი სილამაზით, რომელიც ასაკში შეინარჩუნეს. ხანდაზმული მოდელების ლეგიონს მიეკუთვნება 65 წლის სარა ვილი, რომელმაც მოდელობა 57 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პროფესიონალმა ფოტოგრაფმა შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოებიდან შენიშნა, რასაც მალევე მოყვა სამოდელო კონტრაქტი ლონდონური სააგენტოდან.

ასევე 82 წლის ლეგენდარული კარმენ დელოფერისი, 85 წლის დაფნი სელფი - ყველაზე ხანდაზმული მოდელი და 81 წლის ჯენი როუდსი 60 წლიანი სამოდელო კარიერით. ქალბატონები წარმატების ზენიტში როგორც ხანდაზმული მოდელები ისე მოექცნენ, ისინი რეკლამირებას უწევენ ძვირფას სამკაულებს და ცხოვრების სტილს, რომელიც უბერებელია.
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან:
წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ რჩევას თუ როგორ მოაწყოთ თქვენი სახლი

პატარა ზომის ავეჯი პატარა ოთახს კიდევ უფრო მცირე ზომისას აჩენს, ასე რომ შეიძინეთ დიდი ზომის საწოლი , ამით თქვენ სიცრცეს გაზრდით ოთახში-მელისა ვორნერი

მუქი ფერის კედლები ოთახში მეტი თავისუფალი სივრცის შეგრძნებას ქმნიან, ასე რომ ნუ მოერიდებით თამამ ექსპერიმენტებს- კეილი ფორდი

შეეცადეთ საძინებელი 4 ნათურით მორთოთ.თქვენ ოთახში გჭირდებათ სინათლე, 2 ნათურა განწყობისათვის და 2 ნათურა კითხვისათვის- კირსტენ ფიტგზიბონსი

LAETITIA CASTA IN COVER STORY FOR ELLE FRANCE
37 წლის ფრანგმა მოდელმა და მსახიობმა ლეტიცია კასტამ ELLE France-ის ივლისის ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ასაკის მიუხედავად ლეტიცია იდეალურ ფორმაშია და ფოტოების ნაწილში მას მაკიაჟიც მცირე რაოდენობით აქვს,რითაც მსახიობი ხაზს მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამს.ფოტოებში ასევე შეგიძლიათ ლეტიციას უახლესი მოკლე ვარცხნილობაც იხილოთ.
Chanel №5
ვარსკვლავები არომატ Chanel №5 -ის ისტორიაში

კოკო შანელის მიერ შექმნილ სუნამოს მაისის თვეში იუბილე აქვს. გავიხსენოთ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც სარეკლამო რგოლში მიიღეს მონაწილეობა.

მოდის თამამმა ნოვატორმა კოკო შანელმა ჩაიფიქრა, რომ თავისი პირველი სუნამო სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო. წინა საუკუნის 20-იან წლებში, პოპულარობა ყვავილის არომატებს ჰქონდათ, რომლებსაც ამაყად იპკურებდნენ დღეში რამდენჯერმე. მან რუსეთის იმპერატორის ყოფილ პარფიუმერთან ერნესტ ბოსთან ერთად გადაწყვიტა შეექმნა უფრო მძლავრი რამ, რომელიც გაიფურჩქნებოდა მთელი დღის განმავლობაში. კომპოზიციაში მან ჩართო ბერგამოტი, ლიმონი, ჟასმინი, შროშანი, ვარდი, ამბროია, ვანილი-სწორედ მათ შექმნეს არომატი, რომელსაც შემქმნელთა თქმით "ქალის სურნელი" ჰქონდა.
which smells like a woman
ვარსკვლავები amfAR Gala 2015-ზე
21 მაისს, კანის 68-ე კინოფესტივალმა,ჩვეულებისამებრ amfAR’s Cinema Against AIDS Gala–ის ოცდამეორე საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლა,სადაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი,მათ შორის იყვნენ მსახიობები,მოდელები,დიზაინერები და ა.შ.აღნიშნული ღონისძიება შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვენება. წელს, შიდსით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად საკმაოდ სოლიდური თანხა –33.4 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა,საღამოს ცნობილმა სასტუმრომ, Cap-Eden-Roc-მა უმასპინძლა. მოგვიანებით აგრეთვე გაიმართა შავ-თეთრი მოდის ჩვენება, რომელიც ორგანიზებული იყო ვოგის ყოფილი რედაქტორის კარინ როიტფილდის მიერ.საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ცნობილი როკ ბენდი Imagine Dragons,აგრეთვე Mary J. Blige და Charli XCX.
Standards of Male Beauty
მამაკაცის სილამაზის სტანდარტები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


ყველა ქვეყანაში სხვადასხვა გარეგნობის მქონე მამაკაცები გვხვდება.
მივყვეთ მამაკაცურ სილამაზეს გეოგრაფიულად.


ყველა ნაციონალობის მქონე მამაკაცი უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს თავის მოვლას, ამას მამაკაცის მოვლის საშუალებების გაყიდვებიც მოწმობს, რომელიც 70%-ზე მეტადაა გაზრდილი. კრეატიულმა გუნდმა BuzzFeed-მა ვიდეო შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია მამაკაცური იდეალები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. პროექტისათვის მოდელები კონტინენტის 12 ქვეყნიდან შეკრიბეს და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ქალები მიილტვიან სრულფასოვან 90-60-90 პარამეტრებამდე. განვავრცოთ თემა მამაკაცური სილამაზის შესახებ.
Like in real life
ფილმები, რომლებიც დაფუძნებულია რეალურ სასიყვარულო ისტორიებზე
ამ კინოსურათების გადაღებისთვის, სცენარისტებს არ დასჭირვებიათ რაიმეს გამოგონება, მათ სიუჟეტი რეალური ცხოვრებიდან აიღეს. ცხოვრება მდიდარია წარმოსახვებით, ზოგიერთი ფილმი სიყვარულზე, ამას ამტკიცებს.

Dresses from MET Gala 2015
ყოველწლიურად, ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმში კოსტუმირებული წვეულება ეწყობა. ღონისძიება, რომელსაც სულმოუთქმელად ელიან, იმისათვის, რომ წარმოაჩინონ თავიანთი ეფექტურობა, რამდენიმე საათის წინ დასრულდა. ივენთს უძღვება ანა ვინტური და მეტროპოლიტენის მუზეუმი, მოწვეულთა სიაში მოხვედრაზე ისეთი ვარსკვლავებიც კი ოცნებობენ, რომელთათვისაც ღიაა ნებისმიერი წვეულების კარი.

ამ წელს, MET Gala-ს თემა "ჩინეთი: სარკის მიღმა". საღამოს მთავარი თემა კი რიანას კაბა გახდა, რომელიც სამ დამხმარეს მოჰქონდა. წარმოგიდგენთ ვარსკვლავების შთამბეჭდავ კაბებს.
sexiest French actors
Men's World
ყველაზე სექსუალური ფრანგი მსახიობი მამაკაცები

ფრანგი მამაკაცები ცნობილნი არიან აღიარებული სექსუალურობით. კინოდან ისინი იპყრობდნენ მაყურებელს ფრანგული აქცენტით, სპეციფიური, თავისუფალი მანერებითა და მომხიბვლელი გამომეტყველებით.
რჩევები გარდერობის მოსაწესრიგებლად
სეზონურად გარდერობის ცვლილება და დალაგება აუცილებელია. გადავსებული გარდერობის გასუფთავება ყველას უჭირს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. უსარგებლო ნივთებისთვის ადგილის მოძებნაში, ჩვენ დაგეხმარებით.

გთავაზობთ 5 იდეას, თუ როგორ შეიძლება მოაგვაროთ გარდერობთან დაკავშირებული პრობლემები და მოაწესრიგოთ თქვენი საყვარელი პატარა "სამყარო".
Erotic novels & screen adaptations
საუკეთესო ეროტიკული რომანები და მათი ეკრანიზაციები

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოთეატრებმა "გრეის 50 ელფერის" პრემიერა შემოგვთავაზეს, ფილმის დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ აქამდე გამოცემულ სხვა თანამედროვე თუ კლასიკურ ეროტიულ ნაწარმოებებს, რომლებიც აგრეთვე აისახნენ კინოეკრანებზე და თავის დროზე მაყურებლის გაწითლებაც გამოიწვიეს.

ისტორია ბევრ წიგნს ითვლის, რომლებიც ახდენენ ბალანსირებას ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. ამასთან ერთად, დიდი მხატვრული ღირებულებითა და ლამაზი თხრობით გამოირჩევიან. მათი მეშვეობით, მკითხველი უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას, ხოლო მათი ეკრნიზაციებით ვნებიან კინოჩვენებებს იღებს.
ფილმები მოდის მოყვარულთათვის
მოდა და კინემატოგრაფია ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთმანეთთან.
არაერთი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა ფილმების გმირთა გარდერობი.
წარმოგიდგენთ, 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიის საუკეთესო შთაგონების წყაროდ არიან აღიარებულნი.

ფილმები, რომლებიც მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს
ფილმები, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავენ.
ოდრი, გრეისი, მერლინი და სხვა ულამაზესი ქალბატონები Fashion Icon-ებად სწორედ ამ ფილმებმა აქციეს.
იპოვეთ თქვენი სტილის შთაგონების წყარო შემოთავაზებული ფილმებიდან და ისიამოვნეთ 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებით.
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
ყველა დროის მთავარი სექს სიმბოლო

დავახასიათოთ ის როგორც ცნობილი მსახიობი და ლეგენდარული ლამაზმანი, სიტყვები არ გვეყოფა. იმისათვის რომ გავიგოთ მისი პიროვნების მასშტაბურობა, უნდა ავღნიშნოთ, რომ მეოცე საუკუნეში არ არსებობდა ქალბატონი, რომელსაც ასე სცემდნენ თაყვანს. თუ კი მეოცე საუკუნის მთავარი სექს-სიმბოლოს დაფნის გვირგვინზე კონკურენციას მერლინ მონრო გაუწევდა, ის მას გამჭრიახი მსახიობის ტიტულს ნამდვილად ვერ წაართმევდა. ისევე როგორც დაფნას სტილით ეპოქის მთავარ აიქონობაზე.

მდიდარ ბურჟუაზიულ ოჯახში აღზრდილი ბრიჯიტი კლასიკური ბალეტით იყო დაკავებული. მას დიდ მომავალს უსახავდნენ, მაგრამ მან მოდელის კარიერა არჩია. იმ საბედისწერო გარეკნის შემდეგ ჟურნალი Elle-სთვის, რეჟისორი როჟე ვადირი მისმა სილამაზემ იმდენად მონუსხა, რომ ის გადაიღო თავის ფილმში "და ღმერთმა შექმნა ქალი". დაიწყო მასობრივი მისტერია ბრიჯიტის სახელის გარშემო-რეჟისორები ოცნებობდნენ მასთან მუშაობაზე, ქალები ბაძავდნენ მის სტილს, მოდის სამყარო მის ფეხქვეშ განერთხო.
რეჟისორული სარეკლამო რგოლები
ჰოლივუდის რეჟისორების მიერ გადაღებული 10 სარეკლამო რგოლი
თუ აქამდე კლიპმეიქერებისთვის იყო საჭირო დაემსახურებინათ ფილმის შექმნაზე მუშაობა, ახლა პირიქით, რეჟისორებს იწვევენ წინადადებაზე შექმნან რეკლამა. ეს არის 10 მაგალითი იმისა, რომ ცნობილი რეჟისორების მოღვაწეობა სარეკლამო ბიზნესში ბრწყინვალედ ამართლებს.
გრეის კელი
სრულყოფილი სტილის 6 საიდუმლო
12 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდებოდა მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ ულამაზესს მსახიობს. გავიხსენოთ, რამ შექმნა ის ასეთი დაუვიწყარი და ბრწყინვალე.

რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი არ მალავდა იმის მიზეზს, თუ რატომ გამოარჩევდა გრეისს სხვებისგან: "ის ვულკანს ჰგავს თოვლის ქვეშ, მისი სიცივის უკან იმალება წარმოუდგენლად ცხელი ვნება. ეს გაცილებით საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ სექსუალური ქალი." მისმა ვნებამ იცოდა თავის ადგილი. გრეისს წარმოუდგენლად უყვარდებოდა და ძალიან ვნებიანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. ხანდახან გადაღებების დროს, რამდენიმე პარტნიორთან აბამდა რომანს ერთდროულად. მას სხვა მსახიობებისგან განსხვავებით ჰყოფნიდა ჭკუა, ტაქტი და ღირსების გრძნობა, რომ პირადი საყოველთაო არ გაეხადა. არა იმიტომ, რომ ის რაიმე წვრილმანებს მალავდა თავისი თავგადასავლებიდან, უბრალოდ ამის აფიშირებას არ ახდენდა და რჩებოდა უამრავი თაყვანისცემლისათვის სრულყოფილი ლედის იდეალი.