MBFW თბილისი: RTW შემოდგომა 2019 წლის სეზონისთვის, ნაწილი 3
ირაკლი რუსაძემ Situationist-ის კოლექცია საქართველოს ქრონიკების მუზეუმის ღია ცის ქვეშ წარუდგინა პუბლიკას, ის მართლას საქართველოს ქრონიკებს ასახავდა. Vaska და Blikvanger-მაც ქალისა და მამაკაცის 2019 საშემოდგომო კოლექცია წარმოგვიდგინეს. მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე Materiel-ის მოდის სახლისთვის კიდევ ერთმა დიზაინერმა იმუშავა: Materiel by Aleksandre Akhalkatsishvili. მასკულანური შტრიხებით გამოირჩეოდა Elénny, TEYO და Liya, Tamara Kopaliani კი ფერადოვნებით და ქაოტურობით.
MBFW თბილისი: RTW შემოდგომა 2019 წლის სეზონისთვის, ნაწილი 2
George Keburia, Lako Bukia, Dalood, Ingorkova, Djaba Diassamidzeდა Bessarion-ის ჩვენებებმა განსაკუთრებულ გარემოში ჩაიარა, მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერებმა სტუმრები ალტერნატიულ ლოკაციებზე მოიხმეს. გიორგი ქებურიას გულებით მოჭედილი კოლექცია სასტუმრო MOXY-ში გაიმართა, ლაკო ბუკიას კოლექციის ჩვენება ვერის ბაღში კალათბურთის მოედანზე, მაკა კვიციანმა Dalood-სთვის სტუმრები ელიავაზე "ცეკას გარაჟებში" მიიწვია, თამუნა ინგოროყვამ საკონცერტო დარბაზში, ჯაბა დიასამიძემ რეტრო სტილის ჩვენება მწერალთა სახლში გამართა. ბესარიონმა კი დახურა მოდის კვირეული.
დათუნა სულიკაშვილი: საბალეტო დასისთვის შექმნილი სამოსი და არამარტო
MBFWTbilisi
Datuna Sulikashvili

თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის მეოთხე დღე დათუნა სულიკაშვილმა ეფექტურად დახურა. ქართველმა დიზაინერმა მაყურებელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიპატიჟა, რაც ჯადონური საღამოს წინაპირობა თავისთავად გახდა. მთლიანად გავსებული დარბაზი საოცრების მოლოდინში გაფაციცებით შეჰყურებდა წითელ ხალიჩასა და სცენას.

@gyox37
MBFW თბილისი: RTW შემოდგომა 2019 წლის სეზონისთვის, ნაწილი 1
წარმოგიდგენთ მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე Lado Bokuchava, Janashia, Anouki, Mariam Gvasalia, Lalo და Materiel-ის მოდის სახლის მიერ წარმოდგენილი შემოდგომა 2019 წლის სეზონისთვის განკუთვნილი RTW კოლექციების ჩვენებების ფოტო-მიმოხილვას. ადვილად შენიშნავთ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებში ჭარბობს კოსტუმის კაბა-ანსამბლების და გრძელი პალტოების ტრენდი.
Ani Datukishvili FW19 lookbook
ანი დათუკიშვილი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთარი 2019-20 წლის კოლექციას 30 ლუქით წარმოადგენს. დიზაინერისთვის ინსპირაციის წყაროდ მე-20 საუკუნის ქართული ინტერიერის დიზაინი იქცა: "პარკეტი", ქვის იატაკის წყობის პრინტი, ქართული ხალიჩა. ასევე "ქეთო და კოტე" ოპერის აფიშის პოსტერი და განცხადებების ბლოკი ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებიც ექსკლუზიურ პრინტს წარმოადგენს და ლაითმოტივად გასდევს კოლექციას.
Lado Bokuchava შემოდგომა 2019, MBFW
გამორჩეული და წარმატებული ქართველი დიზაინერი ლადო ბოკუჩავა მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე 2019 წლის შემოდგომის კოლექციას წარადგენს. კამპანია ფოტოგრაფმა თორნიკე აივაზიშვილმა აწარმოა, მოდელ ანა კვარაცხელიას Make up institute Georgia-ს ვიზაჟისტის ანა თოდუას მიერ შექმნილი შესანიშნავი იმიჯი ამშვენებს.
Levau Shvelidze lookbook FW19/20
„be next fashion design contest 2018“-ის გამარჯვებული ლევაუ შველიძე წელს მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის შოურუმში პრეზენტაციით წარსდგება! მისი კოლექცია უნისექსია, ახალგაზრდა დიზაინერისთვის აქტუალურია ქვიარ სამყარო, სქესთა შორის წაშლილი სხვაობა და ამავდროულად მკვეთრი ინდივიდუალიზმი.

Love,
death &
neon komorebi

"ამ კოლექციაშიც გავაცოცხლე ჩემი ანდროგენული გარეგნობის პერსონაჟები, გმირები და ჯადოქრები, რომლებსაც ბავშვობიდან ვხატავ. ფერადი უტოპიური სამყარო სადაც ისმის მუსიკა, ასევე არის სიყვარული, სიკვდილი და ნეონის კომორები ანათებენ. ტანსაცმელი კი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში იქმნება რეალიზდება უნისექს გარდერობის სახით."
Irma de Flore-ის პერფორმანსი "Silent Garden" თბილისის MB მოდის კვირეულს ხსნის
ფოტოხელოვან და დიზაინერ ირმა შარიქაძის კოლექცია პერფორმანსის სახით იქნება წარმოდგენილი მწერალთა სახლში. "Silent Garden" -ით თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული სტარტს აიღებს. პერფორმანსი ეძღვნება ცნობილ ფილანტროპისტ დავით სარაჯიშვილს და 20th საუკუნის საქართველოს. Irma de Flore-ს კოლექცია ასახავს ყვავილოვან ატმის ბაღს, ფოტოსესია თავად გამართა დიზაინერმა კახეთის ველზე. კოლექცია შექმნილია ნატურალური აბრეშუმის, შიფონის, ორგანზა, ხავერდის ხარისხიანი ქსოვილებით, რომელშიც გაზაფხულის სიოს და მზეს თავისი ელვარება და გამჭვირვალება შეაქვს.
ლალოს კოლექცია ჰერბარიუმის ესთეტიკით AW19/20
ლალოს შემოდგომა-ზამთარი 2020 წლის კოლექციის ინსპირაციას ბუნების ძღვენი წარმოადგენს. დიზაინი იმეორებს ენციკლოპედიის ჩანახატების და ჰერბარიუმის ესთეტიკას, რომელიც ნაქსოვებში აისახება საგანგებოდ შეგროვებული მცენარეების მსგავსად. ყვითელი, იასამნისფერი და ტყის მწვანე ფერები უბრალოდ და ძალდაუტანებლად, ჰარმონიულ ატმოსფეროში ერწყმის ერთმანეთს და გერმანული რომანტიზმის ლიტერატურულ ენაზე მეტყველებს. კოლექცია შექმნილია ქართული ხალხური რეწვის მდიდარი ტრადიციების დაცვით და თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი.
Monique Lhuillier-ის ზღაპრული კოლექცია იტალიურ ბაღში
მონიქ ლეჰულიეს კონკრეტული ხედვა ქონდა, თუ რისი შექმნა სურდა 2020 წლის ზაფხულის პატარძლებისთვის: კლასიკური სადღესასწაულო კაბები დრამატული დეტალებით. ეს ყოველივე ზღაპრის ილუსტრაციას მოგვაგონებს, თუმცა დიზაინერმა უსმინა ქალების ხმას და კაბებს თანამედროვე შტრიხები შემატა - მოსახური ლაბადების და სიგრძის ექსპერიმენტით. Monique Lhuillier საქორწილო კოლექციის ლუქბუქი ულამაზეს, ტრადიციული იტალიური სტილის ბაღში წარმოგვიდგინეს.
Danielle Frankel-ის ალტერნატიული ქორწილი, SPRING 2020
Danielle Frankel-ი პატარძლებს ალტერნატიული ქორწილისთვის იდეალურ ლუქებს სთავაზობს. ელეგანტური კაბები, კომბინიზონები და თეთრი ნაქსოვი ჯემპერები სადღესასწაულო განწყობით ნიუ იორკში იქმნება. დიზაინერმა ბრენდი 2017 წელს დაარსა, მისი კარიერა კი Vera Wang და Marchesa-ში დაიწყო.
VASKA ქალისა და მამაკაცის კოლექცია AW19-20
VASKA სულ მალე, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ერთობლივ - შემოდგომა-ზამთარი 2019-20 წლის კოლექციას.

თბილისში დაარსებულ ბრენდს მიღმა ვასკა ტაბატაძე დგას, მისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება სწორედ MBFW-ზე შედგა. 2017 წელს კი პირველად წარმოადგინა მამაკაცის ხაზი. თბილისის სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის კურსდამთავრებული-დიზაინერი ამბობს, რომ ტექნიკური განათლება ეხმარება განსაზღვროს პრინტი და პატერნი, ის კონსტრუქციულად უდგება შემოქმედებით პროცესს, რომელიც ჩანახატს წინ უსწრებს.
Vera Wang-ის საქორწილო კოლექცია, Spring 2020
Vera Wang საქორწილო კაბების დიზაინის 30 წლის თავს აღნიშნავს.
ვერამ რადიკალურად განსხვავებული და ახლებური კოლექცია შექმნა: დაკომპლექტებული 15 სადღესასწაულო კაბით, თითოეული კაბა 360 გრადუსიანი კუთხით უნდა განიხილოს "სტუმარმა". ასიმეტრიული თარგი, ქსოვილები და ტონალობა ყოველი მხრიდან სხვადასხვა და კონტრასტული კუთხით წარმოაჩენს კაბას და ვხვდებით, რომ Vera Wang-ისთვის ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!
Oscar de la Renta საქორწილო კოლექცია, Spring 2020

Oscar de la Renta საქორწილო კოლექციის პირველ ლუქს მოკლე ფოჩებიანი მინი-კაბა წარმოადგენს! ეს ხომ მართლაც შეესაბამება დღევანდელ რეალობას, პატარძელები მზად არიან ექსპერიმენტებისთვის და სიახლეებისთვის. დიზაინერები ფერნანდო გარსია და ლაურა კიმი საქორწილო კოლექციასთან ერთად აწარმოებენ RTW ხაზს, რომელიც ასეთივე სადღესასწაულო და გლამურულია. დღითიდღე ირღვევა განმასხვავებელი ნიშნები ამ ორ ხაზს შორის.
Hamda AlFahim-ის HAUTE COUTURE საღამოს კაბების კოლექცია
HAMDA AL FAHIM -ის 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის შექმნილი HAUTE COUTURE საღამოს კაბები მზის ჩასვლის ფერთა პალიტრაში გაიშალა, კოლექციის სახელიც "Sky Inspired" გახლავთ. არაბი დიზაინერი უძვირფასეს ქსოვილებს, ბუმბულებს და თვლებს იყენებს. თბილი ნარინჯისფერი და ვარდისფერი ერწყმის ცისფერს და ზაფხულის პირველ დღეებზე მიგვანიშნებს. მისი წინა კოლექცია კი პოეზიით იყო შთაგონებული.