ფილმები მოდის მოყვარულთათვის

Published: 11/01/2015 Views: 7 028
ფილმები მოდის მოყვარულთათვის


მოდა და კინემატოგრაფია ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთმანეთთან.
არაერთი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა ფილმების გმირთა გარდერობი.
წარმოგიდგენთ, 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიის საუკეთესო შთაგონების წყაროდ არიან აღიარებულნი.

ფილმები, რომლებიც მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს
ფილმები, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავენ.
ოდრი, გრეისი, მერლინი და სხვა ულამაზესი ქალბატონები Fashion Icon-ებად სწორედ ამ ფილმებმა აქციეს.
იპოვეთ თქვენი სტილის შთაგონების წყარო შემოთავაზებული ფილმებიდან და ისიამოვნეთ 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებით.

1) Funny Face, 1957




Funny Face-ის მთავარი გმირი წიგნების მაღაზიის გამყიდველის პოზიციიდან მოდის ინდუსტრიის ყველაზე გამორჩეული წევრი ხდება. ოდრი ჰეპბერნის დაუვიწყარი ლუქები მრავალი ქალბატონის შთაგონების წყარო გახდა. Givenchy-ს ულამაზესი სამოსი ყველა ქალბატონის გულს იპყრობს.




2) To Catch a Thief, 1955


გრეის კელის ქერა კულულები, წითელი ტუჩსაცხი და Dior-ის ულამაზესი სამოსი ამ ფილმის მთავარი ხიბლია. ჰიჩკოკის მუზა და მონაკოს პრინცესა გრეისი გამორჩეულია მისი დახვეწილი და ელეგანტური სტილით.




3) Gentlemen Prefer Blondes, 1953


"Diamonds are a Girl's Best Friend" ფრაზა, რომელიც ყველა მოდური ქალბატონისთვის ნაცნობია, ამ ფილმის სავიზიტო ბარათია. მერლინ მონროს მოდის მიმართ დიდი სიყვარული მისი გმირის სტილზეც აისახა. იხილეთ, მომხიბლავი და მიმზიდველი მერლინი ფილმში Gentlemen Prefer Blondes.







4) Sabrina, 1954

Givenchy ოდრი ჰეპბერნის და მისი გმირების უცვლელი მოდის სახლი გახლდათ.
ახალგაზრდა ოდრის სტილი ფილმ Sabrina-ში გულგრილს ვერ დაგტოვებთ.







5) All About Eve, 1950

ფილმი, რომელიც The Devil Wears Prada-ს ადრეულ ვერსიად ითვლება, 50-იანი წლების ქალების სტილს წარმოგიდგენთ. ფილმი პოპ კულტურისა და მოდის ინდუსტრიის შედევრად არის აღიარებული.







6) Rebel Without A Cause, 1955

ფილმი წარმოგიდგენთ 1950-იანი წლების თინეიჯერთა სტილს. ჯინსები, თეთრი პერანგები და მუქი წითელი ტყავის ქურთუკები ახალგაზრდების სტილის განუყოფელი ნაწილი იყო.







7) And God Created Woman, 1956

ბრიჯიტ ბარდოს სამსახიობო კარიერა, ამის ფილმის შემდეგ სხვა ეტაპზე გადავიდა. ბრიჯიტი სექს სიმბოლოდ იქცა. მისი სილამაზე და მომხიბვლელობა ფილმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.







8) High Society, 1956

დიზაინერთა ულამაზეს სამოსთან ერთად, ფილმში გრეისს თავისი ნიშნობის ბეჭედიც ამშვენებს. მონაკოს პრონცესას გმირს უყვარს მოდა. ქალური სილუეტები და ლამაზი აქსესუარები მისი სტილის განუყოფელი ნაწილია.







9) Designing Woman, 1957

სათაურიდანვე იკვეთება ამ ფილმის მთავარი არსი. დიზაინერსა და მწერალს ერთმანეთი უყვარდებათ. ფილმის მთავარი გმირი მოდაა, მის ირგვლივ კი საინტერესო ამბები ხდება.







10) Rear Window, 1954

ჰიჩკოკის უძლიერესი ფილმი გრესის ულამაზესი სამოსითაც გამორჩეულია.
ფილმის გმირის "საყვარელი კაბა, მხოლოდ პარიზის თვითმფრინავიდან უნდა ეშვებოდეს."
მას არასდროს აცვია ერთი და იგივე სამოსი. გრეისის ულამაზესი სამოსი ფილმში Rear Window, ნამდვილად მოგხიბლავთ.






ავტორი: ტატა ნაკანი
advertising: [email protected]