Oscar, Carolina, Vera - Wedding

Published: 21/04/2015 Views: 6 734


ოსკარ დე ლა რენტას პირველი საქორწილო კოლექცია ოსკარ დე ლა რენტას გარეშე; კაროლინა ჰერერას ახალი საქორწილო კოლექცია და ვერა ვანგის საქორწილო კაბების ფოტოესესია

ოსკარ დე ლა რენტას სიკვდილის შემდეგ, ბრენდმა პირველად გამართა საქორწილო კაბების ჩვენება. პიტერ კიპინგმა ნიუ-იორკში თავისი ახალი კოლექცია წარადგინა ოსკარ დე ლა რენტასთვის. რითიც აპლოდისმენტები დაიმსახურა სახლის კლიენტებისა და მოდის კრიტიკოსებისგან. დიზაინერმა რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღება არ მოისურვა და 20 ტრადიციული ქათქათა კაბა შემოგვთავაზა. ოსკარის შემცვლელმა მიზნად დაისახა, რომ შექმნას კაბები, რომლებიც თვალისმომჭრელი იქნება ყველა რაკურსიდან. ბოლოს და ბოლოს, როდესაც პატარძალი საკურთხეველთან მიდის, მისით მაინც უნდა იხიბლებოდნენ დამსწრეები.




კაროლინა ჰერერას ახსოვს ახლო მეგობრის, ოსკარ დე ლა რენტას რჩევები, რომელიც ხშირად იმეორებდა, რომ პატარძალს ისევე უნდა უყვარდეს თავის კაბა, როგორც მისი საქმრო. ჰერერამ ახალი კოლექცია სხვადასხვა სტილში შექმნა, იმისათვის, რომ ბევრი გემოვნების ქალი მოეცვა. მხოლოდ და მხოლოდ პატარძალს რჩება არჩევანი, რა ხასიათს მოირგებს საკურთხეველთან მიახლოებისთვის.



ვერა ვანგმა სრულიად ახალი ხედვა შემოგვთავაზა საქორწილო კაბების მიმართულებით. იმ დროს როცა კონსერვატიული პატარძლები ვერა ვანგს მოცულობითი ქვედაბოლოს მქონე პომპეზურ კაბას სთხოვენ, დიზაინერი მაინც ჯიუტად განაგრძობს ექსპერიმენტების ჩატარებას ბოჰემურ სტილში. "წული" და კრუჟაო-რისგანაც ისინია შეკერილი, ისეთი თხელია, რომ ვერას მოუწია თთოეული კაბისთვის თეთრეულიც შეეკერა.

advertising: [email protected]