DALOOD, SS18

Published: 08/11/2017 Views: 552

DALOOD ss18 MBFW Backstage photo by @JHarphoto

ქართველი დიზაინერის მაკა კვიციანის ჩვენებამ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში შოუს ელემენტებით ჩაიარა. DALOOD-ის 2018 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება დათუნა ალადაშვილის მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

დიზაინერმა კოლექციის შესაქმნელად გადამუშავებული და ბუნებრივი მატერიები გამოიყენა და შეგვახსენა გარემოს დაცვის თემის აქტუალურობა. კოლექციაში ასევე გამოყენებული იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი და პოპულარული დრაკონის ნაქარგი დენიმზე. თავბრუდამხვევი შოუ შესაბამისად - პოდიუმის დატრიალებით და ულამაზესი მელოდიით დასრულდა.