LALO ss18

Published: 14/11/2017 Views: 600


ლალო დოლიძემ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მორიგი კოლექცია წარმოადგინა. LALO სწრაფი ტემპით განაგრძობს womenswear კოლექციის განვითარებას. ბრენდის ისტორია გრადაციული ნაქსოვი კარდიგანებით იწყება, დღეს კი მათი წარმოება სამოსსა და აქსესუარების ფართო სპექტრს მოიცავს. მოდის მიმდევრები დიდი ინტერესით ველოდით საყვარელი ბრენდის კოლექციის ჩვენებას, მოლოდინი მართლაც არ გაგვიცრუვდა!

პოდიუმზე კვლავ ვიხილეთ მათი სახელოვანი ნაქსოვი სამოსის მრავალფეროვან ვარიაციებში, ფრიალა რუშებიან კაბებთან, თვლებით მოჭედილ ბერეტებთან და ბეწვიან ქამრებთამ კომბინაციაში. აღსანიშნია, რომ კოლექციას შესანიშნავი სთაილინგი ქონდა გაწეული.



დიზაინერმა ასევე წარმოგვიდგინა საკუთარი ფეხსაცმელი და ჩანთები, და ამავდროულად ითანამშრომლა ნინა ზარქუასთან და o711-თან. ერთი სიტყვით, ამ სეზონისთვის ეს უდავოდ თბილისელი გოგონების ფავორიტი კოლექციაა!

LALO : ss18
mercedes-benz tbilisi fashion week
წარმოდგენილი კოლექციის შეძენა სულ მალე შეგვეძლება www.lalocardigans.com და www.moreislove.com-ზე.



#LALOx0711 soon at www.lalocardigans.com www.moreislove

Nina Zarqua F/W17 shoes