Nymphet - ახალი ქართული ბრენდი

Published: 20/12/2017 Views: 705


აღმოაჩინე შენში ნიმფეტი

ახალი ქართული ბრენდი, Nymphet-ის პირველი კოლექცია აერთიანებს ხის ფირფიტაზე დამაგრებულ ტიხრული მინანქრის მედალიონებს, კულონებს და სამაჯურებს, ასევე ხის და ნაქსოვი ძაფის მოტივებით შექმნილ ჩანთებს.

მარიამ კუჭუხიძეს ბრენდის შექმნის იდეა
სულ რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა, ხელოვანი საკუთარ თავს დიზაინერს არ უწოდებს და EDITORIAL-თან ინტერვიუში მის ინსპირაციაზე საუბრობს:

გადავწყვიტე ერთი სახელის ქვეშ მომექცია და საზოგადოებისთვის გამეცნო ჩემი ინტერესები, იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობ თავისუფალი მეცნიერების პროგრამას liberal arts, რომლის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო კლასიკური განათლება და შეისწავლოს 7 თავისუფალი ხელოვნება. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ჩემი ბრენდი სამომავლოდ არ იქნება მხოლოდ აქსესუარებსა და სამკაულებზე გათვლილი. ბრენდის სახელი Nymphet ბეძნული სიტყვიდან νύμφαι მოდის და ნიშნავს ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერებას ქალებში, ქართულად კი - ფერიებს. ლეგენდის შესაბამისად, ნიმფები სხვადასხვა სტიქიის ძალის მფლობელი გოგონები იყვნენ. გვინდა ქალის ფარული ძალების წარმოჩენა, რაც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია და გვსურს, რომ ერთად შევძლოთ ეს ყველაფერი.




ბრენდის იდეა ქალების, როგორც ძლიერი არსებების წინ წამოწევა. ამ თემის ირგვლივ იქნება მოქცეული ჩემი ნამუშევრებიც და სამომავლოდ მხოლოდ აქსესუარებითა და სამკაულებით არ შემოვიფარგლები. ჩემს თავს კონკრეტული პროფესიის სპეციალისტად და ამ შემთხვევაში "დიზაინერად" არ მივიჩნევ და არც შემდგომში ვაპირებ დაკონკრეტებას. ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ხელოვნების სფერო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი შესწავლისა და ახლის ძიების პარალელურად შევეცდები ადამიანებს შევთავაზო ჩემი თვალით დანახული სხვა და სხვა ნივთები, რომლებიც აუცილებლად იქნება "ნიმფების" ზღაპრული ამბებით სავსე. ველოდები ადამიანებს, რომლებიც ამ ზღაპრის მონაწილენი გახდებიან.


აღმოაჩინე შენში ნიმფეტი
ახალი ქართული ბრენდი, რომელიც ზრუნავს, რომ თქვენი ყოველდღიურობა უფრო ზღაპრული გახდეს.

facebook: Nymphet - ნიმფეტი