ninako accessories

Published: 20/12/2017 Views: 2 176



ninako accessories
ქართველი დიზაინერის ნინი ფაცაციას სტარტაპ პროექტია, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებს მოიცავს. ნინაკოს აქსესუარებმა თავდაპირველად ყურადღება დეკორატიული წინდებით მიიპყრო, დღეს ერთერთ წარმატებულ ინსტაგრამ-ბრენდს ტყავის აქსესუარების წარმოების ფართო ასორტიმენტი გამოარჩევს.





სექსუალურ და თამამ ფართო სარტყელიან ქამრებსა და წელის ჩანთებს, ტყავის სამაჯურებს, ხელთათმანებს და ქუდებს ნინაკო ნაქსოვ და თვლებით მორთულ აქსესუარებთან ერთად წარმოგვიდგენს. მის ნაკეთობებს იხდენენ როგორც BDSM სტილის მოყვარული cool გოგონები, ასევე ნაზი-პატარძლები და დახვეწილი ქალბატონები;)

როგორც თავად ამბობს აქსესუარები შექმნილია მეოცნებე, მოდის მოყვარული ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ მათი ინდივიდუალობა და გამორჩეული სტილი გამოხატონ აქსესუარებში. ნინაკოს აქსესუარები ერთ წელზე მეტია რაც გამოჩნდა, მის აქსესუარებს ირგებენ ცნობილი ადამიანები. პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვეთავენ. მისი ნამუშევრები საკმაოდ კარგად იყიდება რუსეთში, განთავსებულია რამდენიმე შოურუმში. მოქმედებს worldwide delivery და საქართველოში ადგილზე მიტანის სერვისი, შეკვეთა შესაძლებელია სოციალური ქსელების მეშვეობით, კლიენტის პირადი მონაცემების და ზომების გათვალისწინებით, ფასები კი საკმაოდ მისაღებია. სწორედ ამიტომ, EDITORIAL რეკომენდაციას უწევს და მხარს უჭერს ამ ქართულ ბრენდს.



ninako accessories
ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის იყო საოცნებო არაორდინალური აქსესუარები, თუმცა ოცნება ყოველთვის ოცნებად რჩებოდა, ერთ დღეს კი გადავწყვიტე ჩემით შემექმნა ეს აქსესუარები და გამებედნიერებინა როგორც საკუთარი თავი, ისე ჩემსავით მეოცნებე გოგონები.

მასალა მომზადებულია სპეციალურად EDITORIAL.GE-სთვის
პროექტი: ქართული ბრენდი
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე