ელენე გოგავას გარდერობი

Published: 23/01/2018 Views: 2 321


EDITORIAL წარმოგიდგენთ ელენე გოგავას. მოდელი და it girl გამოირჩევა მისი ჩაცმულობით და ცხოვრების სტილით. 24 წლის ახალგაზრდა დედა მუდამ მოდურად შემოსილია და შესანიშნავ ფორმაშია. ელენე გოგავა ხშირად გვიზიარებს ფოტოებს ინსტაგრამზე @elenegogava, სტილის შეგრძნება ელენეს ადრეული ასაკიდან დაყვება, ბრენდული სამოსით და საჩუქრებით კი ახლა მას მეუღლე ანებივრებს. გოგავა-ბოლაშვილის ოჯახური წყვილი სკანდალებში არასდროს გახვეულა, მათი ოჯახი ყურადღებას გლამურული lifestyle-ით იპყრობს.

ელენე გოგავა
for EDITORIAL.ge
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე



13 წლიდან ვმოდელობდი, აქტიურად ვიყავი ამ სფეროში ჩართული, ჯეომოდელსში ავიდგი ფეხი, შემდეგ Image Centre-ში გადავედი და დღემდე მისი მოდელი ვარ. ბოლომდე არ დამინებებია თავი, თუმცა მაინც გართობის და ჰობის ფაზაში გადავიდა. საკმაოდ ადრე გავთხოვდი და 24 წლის ასაკში უკვე 3 შვილი მყავს: ნიკოლოზი, მარია და ალექსანდრე. ორსულობის დროსაც ყოველთვის ვახერხებ ფორმის შენარჩუნებას, ორმაგი პორციების რეჟიმში არ გადავდივარ არასდროს, თავს კონტროლს ყოველთვის ვუწევ. ბოლო ორსულობისას მხოლოდ 7 კილო მქონდა მატება. აქედან გამომდინარე ფორმაში მშობიარობისთანავე ჩავდექი.





მოდის სიახლეებს ძირითადად ონლაინ სიტეებიდან და ისტაგრამ-ფეიჯებიდან ვეცნობი. ასეთი ბევრი page-ია რომელსაც მივსდევ, შევეცდები რამოდენიმე დავასახელო: @TheStyleograph, @StyleDumonde. ასევე ყველა იმ ბრენდის ფეიჯს მივსდევ, რომელიც მომწონს და ვიცვამ. მყავს კონკრეტული ადამიანები ვისი სტილიც და არა მარტო სტილი ძალიან მომწონს, მაგალითად ლენა პერმინოვა @LenaPerminova : My fav girl ❤

favourite make-up items სია მოკლეა: Dior-ის მშრალი პუდრა, Givenchy ტუჩის კონტური და Givenchy ტუში, ეს არის ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი. თუმცა მიყვარს მკვეთრი ფერის ტუჩის საცხებიც.



ხშირად ვმოგზაურობ საზღვარგარეთ და ძირითადად იქ ვშოპინგობ. გააჩნია სად ვარ, არის ქალაქები, სადაც დროის 50-60 პროცენტს შოპინგს ვუთმობ, ან საერთოდ კონკრეტულად შოპინგის მიზნით მივდივარ. მაგალითად ესეთია პარიზი, სადაც წელიწადში ორჯერ სპეციალურად ამისთვის მივფრინავ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე. მაგრამ online რეჟიმში შოპინგიც მიწევს და მიყვარს კიდეც. მაქვს ამოჩემებული საიტები და კონკრეტულ საიტებზე გარკვეული პრივილეგიებითაც ვსარგებლობ, როგორც ერთგული მომხმარებელი. ფავორიტი საიტია www.net-a-porter.com. როგორც ყველა ქალს მეც ძალიან მიყვარს შოპინგის პროცესი. თუმცა სურპრიზები და საჩუქრებიც მიყვარს, რითიც ჩემი ქმარი ხშირად მანებივრებს. ყოველთვის ზუსტად იცის რა გამიხარდება. არსებობს ისეთი ჩანთები, რომლის შოვნაც რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, შეიძლება მე ვერ ვიპოვნო, მაგრამ გიორგი არ ვიცი როგორ, ყოველთვის ახერხებს ყიდვას, ამის ნიჭი ნამდვილად აქვს.



სვიტერი Philip Lim, შარვალი Gucci
ფეხსაცმელი Dior, ჩანთა Hermes



იმის თქმა, რომ მოდას ფეხდაფეხ მივსდევ და ყველა ტენდენციას ვითვალისწინებ ცოტა ხმამაღალი განაცხადი იქნება ჩემი მხრიდან. პირველ რიგში მაცვია ის, რაც მომწონს და რა თქმა უნდა მიხდება. მეტ-ნაკლებად ყველანაირი სტილის მორგება შემიძლია, მიყვარს მრავალფეროვნება, ხშირად განწყობის მიხედვით ვიცვამ, მგონია ის რაც გაცვია შიგნიდან უნდა გრძნობდე რომ შენია, სხვა შემთხვევაში ვერ მოიხდენ. ჩემს სტილს უფრო თავისუფალ სტილს დავარქმევდი, რაშიც უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. თუმცა გარდერობში ძალიან ბევრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაქვს, შეიძლება უფრო მეტიც ვიდრე დაბალქუსლიანი. ზოგადად ფეხსაცმელი ჩემი სუსტი წერტილია, ჩემს თავს ხუმრობით shoeholics ვუწოდებ. მაღაზიაში როცა შევდივარ პირველი აუცილებლად ფეხსაცმელებს ვუყურებ.



total look Gucci


ჩანთა და ფეხსაცმელი ლუქში მთავარია, შეიძლება გეცვას H&M ან topshop, მაგრამ ძვირფასი ჩანთით და ფეხსაცმელით უმაგრესი look ააწყო.

პიჯაკი Balenciaga, პერანგი Balenciaga, შარვალი H&M
ჩანთა Hermes, ფეხსაცმელი Balenciaga


სვიტერი Balenciaga, ქვედაბოლო Zara
ჩანთა Balenciaga, ფეხსაცმელი Vetements



სეზონის ფავორიტ ნივთებად შემიძლია Balenciaga ქურთუკი , GUCCI-ის belt bag და Golden Goose კეტები დავასახელო. ზოგადად მჩვევია ნივთების ამოჩემება.

სათვალე GUCCI, ჩანთა Balenciaga,
ქურთუკი Balenciaga, სვიტერი Balenciaga,
ფეხსაცმელი NO.21, ქვედაბოლო Zara





instagram @elenegogava
პირადი ფოტოები მოდელის სოციალური ქსელიდან