Off-White™ PRE-FALL18

Published: 24/01/2018 Views: 244

Virgil Abloh Debuts Off-White™ Pre-Fall18 Collection


დიზაინერი ვირჯილ აბლო 2018 წლის შემოდგომის სეზონისთვის განკუთვნილ Off-White™-ის ახალ კოლექციას წარმოგვიდგენს. მომენტის ერთერთი ყველაზე პოპულარული HYPE ბრენდი მოდის მიმდევარ მილენიალებს მრავალი ახალი აქსესუარით გაანებივრებს მომავალი სეზონისთვის. კვლავ მეორდება ტრენდული ქამრები და თასმები ქარხნული-პრინტით ყვითელ ფონზე და წარწერა ჩექმებზე "FOR WALKING", მეტი სიცხადისთვის ნაქსოვ ჯემპერებზეც დატანილია typo: "KNIT", შავ კაბაზე: "LITTLE BLACK DRESS", "SKIRT", "BOMBER" და მსგავსი წარწერები შესატყვის ნივთებზე.

Off-White™ Pre-Fall 2018 კოლექცია შორს დგას trashy იმიჯიდან, რასაც დღეს მოდის სფეროში ამ სტილის მიმდევარი მრავალი დიზაინერი გვთავაზობს, სწორედ ამიტომ იმსახურებს ჩვენს მოწონებას Off-White™.