აღმოსავლური დიდებულება: Elie Saab Haute Couture SS18

Published: 25/01/2018 Views: 291
აღმოსავლური დიდებულება: Elie Saab Haute Couture SS18

Elie Saab Haute Couture SS18
თუ ელი სააბის წინა კოლექცია შუა საუკუნეებს და "სამეფო ტახტის თამაშების" პერსონაჟებს მიეძღვნა, 2018 წლის Haute Couture "დიდ გეთსბის" და ჯაზის ეპოქას ეხება.

დიზაინერმა ბრწყინვალე კაბებს ბუმბულები და ბანტები დაუმატა
თუმცა ამდენი ბუმბული გრანდიოზული სკოტ ფიცჯერალდის ცნობილი რომანის წვეულების სტუმრებსაც კი არ ენახათ ალბათ. ელი სააბის ახალ კოლექციაში არამხოლოდ ღია ვარდისფერი და ნატიფი ცისფერი ბწრყინავს, არამედ კაშკაშა წითელიც. როგორც სჩანს, დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ ფერს, ნაქარგს და დეტალებს ერთბაშად ემოქმედათ.



ამას გარდა, სააბმა სტუმრების გაოცება აქსესუარებითაც გადაწყვიტა. პირველ რიგში, მან თავის უჩვეულო მორთულობა შექმნა, რომელიც ჩაფხუტს მოგვაგონებს. მეორე რიგში, კი მოდელების კისერზე აბრეშუმის ბანტები ვიხილეთ, რომელიც კაბის ფერთა პალიტრას იმეორებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ავტორმა ამ დეტალით კაბას სასაჩუქრე მნიშვნელობა შესძინა.

ახალი სეზონისთვის დიზაინერი თამამად მოგვიწოდებს, რომ ქალებმა სხეული არ უნდა დამალონ.
არცერთი კაბა არ ფარავს ფიგურას და ბევრი მათგანი ღრმა დეკოლტეთი გამოირჩევა.