5 საინტერესო დეტალი HC-ის პოდიუმიდან

Published: 26/01/2018 Views: 605
5 საინტერესო დეტალი HC-ის პოდიუმიდან


Paris's haute couture ss18 წარმატებით დასრულდა. ცნობილმა ბრენდებმა და დიზაინერებმა მოდის ინდუსტრია კვლავ გააოცეს და თავდაყირა დააყენეს. წარმოგიდგენთ საინტერესო-ვიზაჟ დეტალებს, რომელიც პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე შევნიშნეთ.

Dior-ის წარწერა ტატუ
André Breton-ს გამონათქვამები მარია გრაცია კიურიმ დიდი სიფრთხილით აარჩია და შემდეგ მოდელების ხელებსა და კისერზე დაიტანა. სიურეალიზმი მთელი შოუს მანძილზე იგრძნობოდა. "შორიდან შესაძლოა წარწერა ვერ გაარჩიო, თუმცა ნამდვილად დიდებულად გამოიყურება" - აცხადებდნენ ჩვენების სტუმრები.

"სიყვარული ყოველთვის თქვენს წინაშეა, გიყვარდეთ!"
"წარმოსახვაა ის, რაც რეალობად უნდა იქცეს"





Valentino-ს ფუქსია ტუჩები
მთლიანად ფუქსია ვარდისფერში გადაწყვეტილი კაბა კაია გერბერმა საკმაოდ ჰარმონიულად წარმოაჩინა. ამ იმიჯით კი ბრენდმა შთაგვაგონა, რომ ახალ სეზონზე ტუჩსაცხის ფერი სამოსის ფერს უნდა იმეორებდეს.


Viktor & Rolf-ის ყვავილები თმაში
ქალურ ვარცხნილობას ფანტაზიის გამოყენებით კიდევ უფრო მეტი ფემინურობა დაემატა. დემიენ ბუაზინომ თმაში სხვადასხვა ფორმის და ზომის ყვავილები შემოგთავაზა.



Alexandre Vauthier-ს ნეო-ტუჩსაცხი
თუ ნეონის ვარდისფერ ტონალობას აარჩავთ, არასდროს დარჩებით შეუმჩნეველნი. ბრენდები ამ ტრენდს უკანასკნელი სეზონებზე ამყარებენ.



Armani Privé-ს წამწამები
Armani Privé-ს მაკიაჟში რამდენიმე ხელოვნური წამწამი გამოიყენეს, რამაც იმიჯს მეტი პოეტურობა შესძინა.