10 ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი HC-ს კვირეულებიდან

Published: 28/01/2018 Views: 536
10 ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი HC-ს კვირეულებიდან

დროებით წარსულის ყველაზე გასაოცარ პოდიუმებზე გადავინაცვლოთ

დიზაინერებმა 2018 წლის კოლექციები პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე უკვე წარმოადგინეს. Haute Couture ხშირად ქმნის ისტორიის ყველაზე დაუვიწყარ მომენტებს, რადგანაც ამდროს დიზაინერებს მოდა ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე აჰყავთ.

1 Chanel-ის კაზინო

"შანელის" 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის Couture კოლექციის ჩვენება კარლ ლაგერფილდმა მოდის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელ გარემოში წარმოადგინა. კრისტენ სტიუარტი, ჯულიანა მური და ლარა სტოუნი პოკერს თამაშობდნენ, მაშინ როცა მათ გარშემო მოდელები ახალი კოლექციის სამოსს წარმოადგენდნენ. კარლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ კაზინო ერთგვარი მეტაფორა იყო მის შემოქმედებაზე, რადგანაც მოდაში თავადაც რისკით მოქმედებს.



2 Viktor & Rolf-ის უზარმაზარი თავები

2017 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე ბრენდმა მოდელებს თოჯინის უზარმაზარი თავები მოარგო.



3 Dior-ის მარმარილოს კიბეები

1998 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარმოდგენისას ჯონ გალიანომ ისტორიაში ყველაზე ღირშესანიშნავი და ეფექტური შოუ მოაწყო. პარიზის ოპერა გარნიეს მარმარილოს კიბეებზე მოდელების თავზე ქაღალდის პეპლები ცვიოდა.



4 Jean Paul Gaultier-ს გენდერული თამაში

2002 წლის შემოდგომა-ზამთრის შოუზე ბრენდმა გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა გადაწყვიტა. ქალ მოდელებს მამაკაცის სამოსი მოარგო და ელეგანტურ კაბებში გამოწყობილ გოგონებთან ერთად გამოიყვანა. აუდიტორია ყურსასმენებში ეროტიკული რომანის The Story of O-ს ნაწყვეტებს ისმენდა.




5 Iris Van Herpen-ის კოლექცია ხმოვანი ეფექტებით

ჰოლანდიელ დიზაინერს მოდის ახალ საფეხურზე აყვანა არასდროს ეშლებოდა. 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში მან couture-ის და ტექნოლოგიის შერწყმა მოახდინა. აირისმა ხმოვანი ტალღების ვიზუალიზაცია მოახდინა.



6 Maison Martin Margiela-ს სამკაული ნიღბები

მაღალი მოდის ჩვენებებს ექსტრავაგანტურობა ხშირად სდევს თან. ამით განსაკუთრებით გამოირჩა Margiela-ს 2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება, რომელზეც მოდელებს სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.



7 Chanel-ის თვითმფრინავის ბორტი

კარლ ლაგერფელდის 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე მოდელები "შანელის" თვითმფრინავში მოწყობილ პოდიუმზე გამოდიოდნენ.



8 Valentino-ს წითელი კაბები

ბრენდის 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მშვენიერთან ერთად, საკულტოც გახდა. ჩვენების დასასრულს ყველა მოდელს წითელი იდენტური კაბა ემოსა, რითიც დარბაზი ვალენტინო კარავანის საყვარელმა ფერმა მოიცვა.



9 Giambattista Valli-ს პეპლები

ბრენდის 2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ზღაპრული გახდა და მითიური დეტალებით მოირთო. დიზაინერმა მოდელებს ტუჩებზე ყველაზე უცნაური აქსესუარი - პეპლები მოარგო.



10 Elie Saab-ის ტყე

2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება დეკორაციებით მოდის სახლის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა.