2018 წლის "გრემის" 9 ყველაზე შთამბეჭდავი სამოსი

Published: 29/01/2018 Views: 1 106
2018 წლის "გრემის" 9 ყველაზე შთამბეჭდავი სამოსი
მუსიკოსისთვის "ოქროს გრამაფონის" მოპოვება იგივეა, რაც მსახიობისთვის "ოსკარის", ამიტომაც სამოსის არჩევა მნიშნელოვანი გადაწყვეტილება ხდება.

ნიუ-იორკში წლის მუსიკალური პრემია "გრემი" უკვე მე-60-ჯერ ჩატარდა. წელს, დაჯილდოებებზე ძირითადად შავი დრესკოდი მოქმედებს და "გრემის" წითელ ხალიჩაზეც ეპატაჟური სამოსი ისე აღარ ფიგურირებდა, როგორც აქამდე. "ოქროს გლობუსისგან" განსხვავებით აქ ერთ ფერზე არ შეთანხმებულან, თუმცა, სოლიდარობის გამოსაცხადებლად, კაბებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თეთრი ვარდი დაურთეს.


ლედი გაგა
ყველაზე დიდი ყურადღება ლედი გაგამ მიიქცია - Armani Privé-ს კომბინიზონი/კაბის იმიჯით. წითელ ხალიჩაზე მას ვერავინ გაუთანაბრდა, რადგანაც მხოლოდ მას ეხმარებოდა 3 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შლეიფის გაშლაში.




მაილი საირუსი
ახალი ალბომის Younger Now-ის შექმნის მიუხედავად, მაილი წელს პრემიის ტრიუმფატორი არ გამხდარა. მომღერალს არც ნომინაცია ერგო. თუმცა ვარსკვლავმა საკუთარი იმიჯით ორჯერ მოგვხიბლა: პირველად შავი ბარხატის კომბინიზონით, ხოლო მეორედ Zac Posen-ის წითელი კაბით, რომელშიც ელტონ ჯონთან ერთად სცენაზე იმღერა. ლაიამ ჰემსვორტის შეყვარებულმა გოგონამ საღამოს მოდური გოგონას სახელი დაიმკვიდრა.




ბიონსე
ბიონსემ 2017 წლის "გრემიზე" მუსიკალური ოლიმპის მთავარი ქალღმერთის წოდება მოიპოვა. წელს კი პირდაპირ დარბაზში დაიკავა ადგილი და ფოტოგრაფებს წითელ ხალიჩაზე არ დაენახა. სამაგიეროდ ვარსკვლავმა საკუთარი ჩაცმულობის ფოტოები თავის ინსტაგრამ გვერდზე გაგვიზიარა. ბიონსე რიგებს ჯეიზისთან და ქალიშვილთან ერთად იკავებდა, უზარმაზარი ქუდით და სათვალეებით.




პინკი
პინკის სტილის ევოლუციამ თანამედროვეობამდე უდიდესი გზა გაიარა და დღემდე გრძელდება. ამჯერად მომღერალმა საზოგადოება Armani-ის გრძელი კაბით გააოცა, რომელიც ფერადი ბუმბულებისგან იყო დამზადებული. კაბის ფერი მომღერალს საკმაოდ მოუხდა.



ლანა დელ რეი
ლანა დელ რეიმ 4 წლის წინ საოცარი პოპულარობა მოიპოვა და შემოქმედებით საქმიანობას ამ დრომდე წარმატებულად აგრძელებდა. ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავი პლაგიატში დაადანაშაულეს, რადგანაც მისი ახალი სიმღერა ძალიან ჰგავდა Radiohead-ის ცნობილ ჰიტს Creep. რაც შეეხება მის ჩაცმულობას, Gucci-ის ხორცისფერ კაბას თავისუფლად მივაკუთვნებთ საღამოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩაცმულობას, თავის აქსესუარმა კი ერთგვვარი კამათი გამოიწვია, რადგანაც ის ბიონსეს შარშანდელ სასცენო იმიჯს მიამსგავსეს.



რიტა ორა
ალბანური წარმოშობის ბრიტანელმა Ralph & Russo-ს ახალი კოლექციის კაბა მოირგო, რომელიც ანჯელინა ჯოლის საკულტო კაბას წააგავს. ვარსკვლავი დახვეწილად და საუცხოოდ გამოიყურებოდა.



კრისი ტეიგენი
ფეხმძიმე კრისი ტეიგენი დაჯილდოებაზე ქმართან, ჯონ ლეჯენდთან ერთად იმყოფებოდა. ბრწყინვალე ვერცხლისფერი კაბის ავტორი რუსი დიზაინერი იულია იანინაა.



Ashanti
2000-იანების ბლიუზის დედოფალი საღამოზე პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავდა. მის "ოქროსფერ იმიჯზე Yas Couture-მა იზრუნა.



ჯულია მაიკლზი
ამერიკელმა დამწყებმა მომღერალმა Paolo Sebastian-ის ღია ცისფერი კაბა მოირგო, რომელიც ლამაზმანის ტატუებს საოცრად მოუხდა: "პრინცესასა" და "მეამბოხეს" შორის საოცარი კონტრასტი შეიქმნა.