Silhouette SS18

Published: 31/01/2018 Views: 305


Silhouette საიუველირო ნაკეთობების handmade ბრენდია საქართველოდან, რომელიც 2015 წელს სამმა ბავშვობის მეგობარმა დაარსა: ნათია ლაღიძე, თეკო ურუშაძე და თამთა ლაზიშვილი. ბრენდის სტილს სხვადასხვა მატერიათა კომბინაციით გამოსახული მინიმალისტური, ლაკონური გეომეტრიული ფორმები წარმოადგენს. Silhouette თავის ნაკეთობებში აერთიანებს ქართული კულტურისთვის კარგად ნაცნობ მინანქრის ტექნიკას, ვერცხლს, სპილენძს და ძვალს, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით მუშავდება და მოდური იერსახე ეძლევათ. ბრენდის კონცეპცია მარტივია: შექმნას გამორჩეული სამკაული, რომელიც მიიპყრობს ყურადღებას და დაასრულებს ლუქს.




Silhouette handmade jewelry
Spring-Summer 2018 lookbook

მათი ნამუშევრები 15-ზე მეტ მაღაზიაშია წარმოდგენილი, მათ შორის Moda Operandi, Farfetch, Moreislove და სხვა. წარმოგიდგენთ Silhouette-ის უახლესი კოლექციის ლუქბუქს, რომელიც მოდელმა და მსახიობმა თინა დალაქიშვილმა მოიხდინა.