ფერადი ტყავისა და პლასტიკის თეთრეული

Published: 01/02/2018 Views: 354


აქსესუარების სტილის მიმდინარეობას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა და ფართო მასების მოწონება მხოლოდ რამდენიმე წელია რაც მოიპოვა. დიზაინერები პოსტ-ფეტიშ სტილის ტყავის ქამრებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს გვთავაზობენ, ტყავის-აქსესუარებმა მოდური გოგონების გარდერობშიც დაიმკვიდრეს ადგილი, თუმცა რა თქმა უნდა კვლავ აქტუალურია costum-შეკვეთები უფრო თამამი და კონცეპტუალური დიზაინით "პირადი კოლექციისთვის".




რიანა და FKA TWIGS
ამ სტილის მოყვარულები არიან, მათი ფავორიტი დიზაინერია Yeha Leung.



Creepyyeha დიზაინერ Yeha Leung -ის პროექტია, რომელსაც მის პარტნიორთან ერთად აწარმოებს. Creepyyeha სხვა ტყავის/ მეტალის მწარმოებელი ჰენდმეიდ ბრენდებისგან განსხვავებით ფერად ტყავსა და პლასტიკს იყენებს, ხელოვნურ გამჭვირვალე კრისტალებთან ერთად. მსგავსი მიმდინარეობის თანამედროვე ბრენდები ქალის ძლიერ მხარეს, პოსტ-ფეტიშ კულტურას, BDSM და ნებაყოფლობით სუბმისივ როლს გამოკვეთენ თავიანთი შემოქმედებით. მაგრამ Creepyyeha საერთოდ არ მიიჩნევს, რომ მისი ნაკეთობების მოწონება რაიმე ფეტიშთან შეიძლება ასოცირდეს, ის მხოლოდ სილამაზეს აღიქვამს, თუმცა ემიჯნება კომეციულ წარმოებას და ჰიპსტერულ-ჰაიპს, მისი უნიკალური ნივთები მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარად იქმნება.




Creepyyeha-ს აქსესუარები პლასტიკითა და კრისტალებით Chromat-მა გამოიყენა მის ჩვენებაში.



დიზაინერი თავად პოზირებს მის ქმნილებებში,
ფოტოები ბრენდის ინსტაგრამიდან
@creepyyeha

Yeha Leung Owner and designer of Creepyyeha,
all proudly custom hand made to measure in NYC by my partner and I 🌹
www.creepyyeha.com