5 ფილმი ივ სენ ლორანის შესახებ

Published: 01/02/2018 Views: 354
5 ფილმი ივ სენ ლორანის შესახებ
მოდის ლეგენდარულმა წარმომადგენელმა შთამომავლობას სამეფო მემკვიდრეობა დაუტოვა - ბრენდი YSL. "ვგრძნობ, რომ თანამედროვე ქალის გარდერობი შევქმენი და ჩემი ეპოქის ტრანსფორმაციაში წვლილი შევიტანე. ეს ყველაფერი ტანისამოსის მეშვეობით გავაკეთე და ძალიან ვამაყობ, რომ დღეს მთელი მსოფლიოს ქალბატონები ატარებენ კოსტიუმებს, სმოკინგებს, ორმაგ ჟაკეტებსა და ხალათებს." ამ თემაზე საზოგადოებას დიზაინერის კიდევ ერთი გამონათქვამის ციტირება უყვარს: "ქალის საუკეთესო სამოსი საყვარელი მამაკაცის ჩახუტებაა, მაგრამ თუ მას ნაკლებად უმართლებს, დასახმარებლად მე მივდივარ." წარმოგიდგენთ დაუვიწყარი გენიის, ივ სენ ლორანის შესახებ გადაღებულ ფილმებს:


Yves Saint Laurent. Tout Terriblement


1994
რეჟისორი: ჯერომ დე მისოლცი


ეს ყველაზე უცნობი დოკუმენტური ფილმია დიზაინერზე. ფილმის უნიკალურობა იმაშია, რომ მთელი სიუჟეტის მანძილზე კადრს მიღმა თავად ივ სენ ლორანის ხმა ისმის. ესაა მისი კომენტარები კულისებიდან, როცა ესკიზების შექმნის პროცესს აღწერს და ყვება თუ რას ნიშნავს მისთვის მოდის სახლი.



Saint Laurent


2014
რეჟისორი: ბერტრან ბონელო




ბერტრანის ფილმი ან ძალიან უყვართ, ანდაც შეურაცხმყოფელს უწოდებენ.
რეჟისორმა გადაწყვიტა ივ სენ ლორანის და ჟაკ დე ბაშერის ურთიერთობაზე გაემახვილებინა ყურადღება. პიერ ბერჟემ ფილმი არ აღიარა და რეჟისორს უფლება არ მისცა მოდის სახლის არქივით ესარგებლა, ამიტომაც ყველა სამოსი, რომელიც ფილმში ჩნდება, ორიგინალი არაა. მიუხედავად ამისა, ფილმი ნაკლებად შთამბეჭდავი არ ყოფილა: მას უნდა უყუროთ რათა 1970 წლების პარიზი შეიგრძნოთ. მოდის ინდუსტრიის ამ მხრიდან დანახვა უდაოდ საინტერესოა.




Yves Saint Laurent


2013
რეჟისორი: ჟალილ ლესპერი




ლესპერმა, ბონელოსგან განსხვავებით, პიერ ბერჟეს მხარდაჭერით იმუშავა. მას ბრენდის არქივიდან 5 ათას სამოსთან და 15 ათას აქსესუართან ჰქონდა წვდომა. უკანასკნელ სცენაში სწორედ 1967 წლის ორიგინალ კოლექციას აჩვენებენ, რის გამოც ფილმის ყურება ნამდვილად ღირს.




Yves Saint-Laurent. Un Hymne à la Femme


2011
რეჟისორი: ჟან ლურეტი


მოკლემეტრაჟიანი ფილმი ივ სენ ლორანის ხელმძღვანელობის 40 წლის იუბილეს ეძღვნება. "შემოქმედება ეს ტკივილია. მხოლოდ ტკივილი ბადებს უსასრულობას, რთულად გასაანალიზებელ შესაძლებლობას შექმნა" - ამბობს დიზაინერი დასაწყისში. ეს შეიძლება მისი ცხოვრების დევიზად მივიღოთ. 40 წლის განმავლობაში წელიწადში 4 კოლექციის შექმნა, სენ ლორანს ადვილად ნამდვილად არ გამოსდიოდა. საბოლოოდ გადაწყვეტს საქმეებისგან მოწყდეს და უკანასკნელ ჩვენების რეტროსპექტივას პომპიდუს ცენტრში აწყობს.




L'amour fou

2010
რეჟისორი: პიერ ტორეტონი




საუკეთესო ფილმი ივ სენ ლორანისა და პიერ ბერჟეს სიყვარულის შესახებ.
აქ არაა ფარსი. მხოლოდ მოგონება რაღაც მშვენიერზე წარსულიდან. დიზაინერის ისტორიას მისი ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი ადამიანი ყვება: პიერ ბერჟე, ლულუ დე ლია ფალეზი და ბეტი კატრუ. ამასთან ნახავთ ივთან ჩაწერილ უცნობ ინტერვიუს, პირველი ჩვენებების კულისებს, სახლის კადრებს, განსაკუთრებით კი მის ბიბლიოთეკას.