YEEZY Season 6

Published: 02/02/2018 Views: 573


YEEZY ახალი კოლექციის Season 6 სარეკლამო კამპანია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩვენს თვალწინ ყოფილა... კიმის პაპარაცული ფოტოების სახით.

YEEZY Season 6 კოლექციის სარეკლამო კამპანია პაპარაცული ფოტოების სახით გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც გარკვევით არც არის მითითებული, რომ ეს სარეკლამო კამპანიაა, რაც შესაძლოა არღვევდეს instagram-ის რეკლამის წესებს, თუმცა ამაზე ალბათ ნაკლებად ღელავს დიზაინერი ქანიე უესტი, რომელიც ზედმიწევნით არღვევს მოდური ჩვენებების კალენდარსა და წესებს. ნიუ იორკსა და პარიზში ჩავარდნილი ორი სეზონის შემდგომ, Season 6 უბრუნდება "ქუჩებს".




პირველად ბრენდის კოლექცია დიზაინერის ცოლმა - კიმ კარდაშიანმა დაანონსა ინსტაგრამზე, რომელიც 105 მილიონ გამომწერს ითვლის. კიმმა YEEZY-ს ახალი სპორტული ფეხსაცმელი The Mud Rat 500s გაგვიზიარა, რომელიც ბევრს უბრალოდ ორთოპედიული ფეხსაცმელი ეგონა, რადგან არანაირი ბრენდის სახელი არ ქონდა მითითებული. ფეხსაცმელი, ისევე როგორც კოლექცია Adidas-თან კოლაბორაცია აღმოჩნდა. შემდგომ კიმი რამდენჯერმე დააფიქსირეს პაპარაცებმა YEEZY-ს სამოსში და თურმე სწორედ ეს ყოფილა დიზაინერის შთაგონების წყარო და სარეკლამო კამპანიის დასაბამიც. YEEZY ლუქბუქი სწორედ კიმის პაპარაცული ფოტოებით დაკომპლექტდა.

კოლექციის სარეკლამო პოსტერები, რომლებიც ამერიკასა და ევროპაში უკვე გავრცელდა ასე გამოიყურება:



Kim Kardashian
Errands run #Yeezy




#yeezyseason6

მეტი ყურადღების მისაქცევად ქანიემ ცნობილი ქალბატონებიც მოიწვია, სარეკლამო კამპანიის წარმოება პაპარაცულ-სააგენტოს დაავალა. პერიზ ჰილტონი, სხვა ცნობილი ქალბატონები და რამდენიმე ინსტა-პორნო ვარსკვლავი კიმის-კლონებად მოგვევლინნენ.


• Amina Blue




• Paris Hilton



• Sarah Snyder



• SIERRA SKYE



• Kristen Noel Crawley