სტილის 7 გაკვეთილი ვენსან კასელისგან

Published: 05/02/2018 Views: 992
სტილის 7 გაკვეთილი ვენსან კასელისგან


ვენსან კასელს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებსაც მისი სტილი და გარეგნობა შთააგონებთ. მაყურებელს ხიბლავს მისი კინოში თამაში, ჩაცმულობა, ქალბატონებთან ურთიერთობა... მას რთულად თუ ვუწოდებთ ჭეშმარიტ ფრანგს. მონიკა ბელუჩის ყოფილი ქმარი და "სეზარის" მფლობელი თავაზიანი, თუმცა ირონიულია: მას წარმატებულად შეუძლია მკაცრი კოსტიუმის და თეთრი სპორტული ფეხსაცმლის შეხამება, ღია სათვალეებთან და საზღვაო პერანგთან ერთად. სწორედ ესაა თავად ვენსანი. წარმოგიდგენთ მისი ჩაცმულობის 7 გადამწყვეტ დეტალს:


1 "ჩვეულებრივი" ფეხსაცმელი

კასელი ფეხსაცმელებში უპირატესობას ნაიკის Air Force-სს და ბათინკებს ანჭებს. ამგვარად, არაჩვეულებრივად ამრავალფეროვნებს ფორმალურ დრესკოდს.



2 პალტო

კასელს უხდება შავი და ეს მან მშვენივრად იცის, ამიტომაც მოსაცმელს მუქ ტონალობებში არჩევს. მსახიობი ლაკონურ სტილს და მაღალ საყელოებს ამჯობინებს.



3 კოსტიუმი

მსახიობი კლასიკურ კოსტიუმებს შავ მაისურებთან, ჯემპერებთან და თეთრ ფეხსაცმელებთან ერთად ატარებს. კლასიკა ზედმეტად სერიოზული არ უნდა იყოს.



4 წვერი

კასელს წვერის ყველანაირი ფორმა უხდება.



5 თეთრი პერანგი

კლასიკური თეთრი პერანგი ვენსანის ტანზე განსაკუთრებულად გამოიყურება. შესაძლოა ამას მისი მანერა განაპირობებს: შეხსნილი სახელოები და ქაოტურად შეკრული პერანგი.



6 სათვალეები

ვენსანის იმიჯის საინტერესო დეტალს ეს აქსესუარი წარმოადგენს: სათვალეები ორიგინალური ჩარჩოთი ან ნათელი შუშებით.



7 ბრტყელი ქუდი

დიდი ზომის ქუდში ვენსანს იშვიათად დაინახავთ, მაგრამ ბრტყელი ქუდი მისი იმიჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.