VOGUE: ჟიზელ ბიუნდჰენი ცვლის ისტორიას!

Published: 05/02/2018 Views: 1 023


ჟიზელ ბიუნდჰენი ცვლის ისტორიას!
ფოტოსესია განათებისა და დამუშავების გარეშე, მოდელი კი უმაკიაჟოდ.

დიახ, ეს იტალიური ვოგის 2018 წლის გარეკანია!


37 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი, ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელსაც უპრეცენდენტო რაოდენობის 7,000-ზე მეტი ჟურნალის გარეკანი დაუმშვენებია 2018 წლის თებერვლის იტალიური VOGUE-ს გარეკანზე უმაკიაჟოდ პოზირებს!

ფოტოსესია ბოსტონში, ჟიზელისა და ტომ ბრედის სახლში, კვირა დილის ბუნებრივ განათებასა და სტილისტისა და ვიზაჟისტის დახმარების გარეშე წარიმართა. 2 შვილის დედა საკუთარ სამზარეულოში საბავშვო სლიპერებით პოზირებს. ფოტოგრაფმა Jamie Hawkesworth ფირის კამერა გამოიყენა და უარყო ფოტოს დამუშავების ყველანაირი ტექნიკა, მათ შორის ფოტოშოპიც!



პირველად ჟიზელმა VOGUE-ს გამოცემის ყდა 1998 წელს დაიპყრო 18 წლის ასაკში. მოდელს დღემდე, არასდროს დაუტოვებია პრიალა გამოცემების ფურცლები, თუმცა ჩამოვიდა პოდიუმიდან და მეტად კონცენტრირებულია ოჯახზე. ის მუდამ ახერხებს გაგვაოცოს და მნიშვნელოვანი კამპანიები აწარმოოს მოდის ბიზნესში.

Sunday With Gisele
photographer Jamie Hawkesworth


ჟიზელი მუდამ უწევდა პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების სტილს, მოდელი ზრუნავს ეკოლოგიაზეც და სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს პოსტებს მისი ფილანტროპიული საქმიანობის შესახებ, ის ნამდვილი ინფლუენსერია. VOGUE-ს დახმარებით კი შესაძლოა საბოლოოდ დამკვიდრდეს ახალი ერა - მეტი ბუნებრიობა მოდაში!



არ ჩამორჩება გერმანული Harper's Bazaar-ის თებერვლის მოდური გამოცემაც, რომლისთვისაც 44 წლის ჰეიდი კლუმმა იპოზიორა, ასევე უმაკიაჟოდ! თუმცა გადაღება სტუდიური სახის იყო და გერმანელი სუპერმოდელის სტილზე ჟურნალის Editor in Chief კერსტინ შნაიდერმა იზრუნა. გამოცემა მეტად გათვლილია ცენტრალურ ევროპაზე, ჩვენთვის კი აღსანიშნია კამპანიის მიმართულება.