ინსტა-ტრენდი: ფირის ეფექტი

Published: 07/02/2018 Views: 1 612
ინსტა-ტრენდი: ფირის ეფექტი
რატომაა ძველებური სტილის კადრები კვლავ პოპულარობის პიკზე

ციფრული ტექნოლოგიების და სერიული წარმოების ეპოქაში, მაინც სიძველისკენ და სიცარიელისკენ გვაქვს მიდრეკილება, რადგანაც ეს რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდება. ადამიანები ყიდულობენ ლიმიტირებულ კოლექციებს, ეძებენ ადგილებს, სადაც ბევრი ადამიანი არ ყოფილა და ცდილობენ საკუთარი პოტენციალის რეალიზება სხვებისგან განსხვავებული გზით მოახდინონ. ამასთან, ვიყურებით წარსულში და შთაგონებას სწორედ იქ ვეძებთ, როცა გაფუჭებულ ნივთებს ახლით კი არ ანაცვლებდნენ, არამედ შეკეთებას იწყებდნენ.



ხელოვნური ინტელექტის პერიოდში ინტაგრამზე განთავსებული ფოტოები არაუბრალოდ ცხოვრებისეულ კადრებად, არამედ საკუთარი განსაკუთრებულობის გამოვლენის ხერხად იქცევა. ხარისხიან პეიზაჟებს, იდეალურ სელფებს და იდეალურად განათებულ ფოტოებს ახალი ტრენდი ცვლის: სურათის ბუნებრივი და თბილი იერსახე. ისინი სწორედ იმ ემოციას გამოხატავენ, რომელიც ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუის 30-50 წლის წინანდელ ფოტოებზეა. კადრების შეზღუდული რაოდენობა ფოტოგრაფს აძლევს საშუალებას გადაიღოს მხოლოდ ის, რაც ზუსტად სჭირდება.



მთელი მსოფლიოს ბლოგერები თანამედროვე სმარტფონებით იღებენ ფოტოებს და მას რეტრო ეფექტის მეშვეობით უფრო შთამბეჭდავს ხდიან. ახალი ტრენდის მეშვეობით სურათი უფრო ღრმაა. ფირის ეფექტით სურათზე მაგიურობის განცდა იქმნება.

ინსტა ტრენდები როგორც ყოველთვის მოდურ ტენდეციებთანაა დაკავშირებული. გასული წლის კოლექციებმა წარსულში გვამოგზაურეს, 80-იან წლებში, როცა გარდერობი სავსე იყო ხავერდითა და ჯინსით.



ძველი დროის ნოსტალგია თანამედროვე ბლოგერების ფოტოებში შემდეგნაირად აისახება: ისინი ვიზუალურად იმეორებენ იმიჯს და ცხოვრების სტილს ფირიანი ფოტოგრაფიის ეპოქიდან.



თუ სურათების დამუშავება მსგავსი ეფექტით თქვენც გსურთ, მაშინ შემდეგი აპლიკაციები გადმოწერეთ:

1. VSCO (ფილტრი ნომერი M1)

2. AFTERLIGHT (განყოფილება dusty)