amfAR: 5 საუკეთესოდ შემოსილი სტუმარი

Published: 08/02/2018 Views: 494
amfAR: 5 საუკეთესოდ შემოსილი სტუმარი

კოსმოსში გაფრენა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, მატჩი დევიდ ბექჰემთან ან ჯორჯ კლუნის კოცნა - ყველაფერი შესაძლებელია. საკმარისია საქველმოქმედო ფონდის amfAR-ს ბილეთი გქონდეს. ლოტების გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი შიდსით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად იგზავნება. ღონისძიება წლის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ტარდება. ამჯერად, ნიუ-იორკში, მოდის კვირეულის დაწყებამდე გაიმართა. მდიდრულ რესტორანში Cipriani-ში კინოს ვარსკვლავები და მოდელები შეიკრიბნენ.


5 საუკეთესოდ შემოსილი ვარსკვლავი amfAR Gala-ზე
ჰეიდი კლუმი

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტოპ-მოდელი ხშირად ისეთ სამოსს ირჩევს, რომელიც მის იდეალურ ფიგურას გამოკვეთს. არც გუშინდელი ღონისძიება იყო გამონაკლისი. ასიმეტრიული კაბა ლიბანელ დიზაინერს Zuhair Murad-ს ეკუთვნის.



ჰეილი ბოლდუინი

ღონისძიებისთვის მსახიობმა Roberto Cavalli-ს თეთრი, ელეგანტური კაბა არჩია ღია ზურგით.



სიენა მილერი

სიენამ Christian Dior-ის კაბა მოირგო, HC-ს კოლექციიდან. მარია გრაცია კიურის შემოქმედება საღამოს ყველაზე განხილვადი სამოსი გახდა. შავ-თეთრი ტონალობა წითელ ხალიჩაზე ნამდვილად მომგებიანია. ლამაზმანს 60-იანების სტილის ელეგანტური იმიჯი ჰქონდა.



ჯოან სმოლსი

ჯოანმა Dolce & Gabbana არჩია. პიჟამოს სტილის კოსტიუმი ყვავილოვანი პრინტით გამოირჩეოდა. მოდელმა მომავალი სეზონის იდეალური იმიჯი წარმოგვიდგინა.



კოკო როშა

მოდელმა 2018 წლის გაზაფხულის კიდევ ერთი ტრენდი წარმოადგინა: კაბა ბრჭყვიალებით. სამოსი უცნობ, თუმცა პერსპექტიულ ბრენდს Greta Constantine-ს ეკუთვნის.