Tom Ford FW18-19: სექსუალური რევოლუცია

Published: 09/02/2018 Views: 443
Tom Ford FW18-19: სექსუალური რევოლუცია

Tom Ford FW18-19:
კიდევ ერთი სექსუალური რევოლუცია


ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ტომ ფორდის "ხმაურიანი" ჩვენება შედგა. 56 წლის დიზაინერი მომავალი შემოდგომისთვის უბრუნდება 80-იანების ესთეტიკას: სკულპტურული სილუეტები, ნათელი ფერები და ეპოქის სხვა მახასიათებლები. ფორდი ინდივიდუალური მანერით წარმატებულად ახდენს ვარდისფერისა და ლეოპარდის პრინტის შერწყმას ზებრას ხაზებთან, ნეონის ფერებსა და ფსიქოდელიურ ყვავილებთან. ასეთი მეთოდით ტომი ჰოლანდიელი დიზაინერის კოოსა ვან დენ აკერის შემოქმედებისგან იღებს შთაგონებას, რომელმაც ლეგენდარული "უშნო ჯემპერი" შექმნა და 80-იანების გარდერობის მეინსტრიმი გახდა.


ზუსტად ასეთები იქნებოდნენ ამერიკელი დიზაინერის გულშემატკივრები, საკუთარი ბრენდი 80-იანებში რომ დაეარსებინა

ეკლექტიკური არამხოლოდ სამოსის დეკორი, არამედ კოლექციის მთლიანი სტილია. სმოკინგებს დიზაინერი ვიწრო შარვლებს უხამებს, ჯემპერებს ბრჭყვიალას ხდის, ქურთუკებს ბეწვის სახელოებს უკეთებს, ხოლო ფეხებს ბადეებით რთავს. ამის მაგალითი კაია გერბერი გახდა, რომელმაც პოდიუმზე ორჯერ გაიარა.





ტომ ფორდი თავისი ცხოველების გამოსახულებების გარეშე ტომ ფორდი ვერ იქნებოდა. ასევე აღნისანშნავია ის, რომ დიზაინერმა შთაგონება ვარსკვლავების ყოველდღიური ჩაცმულობისგანაც მიიღო: ლოს-ანჯელესში ცნობილ ლამაზმანებს კაფეში სტუმრობისას დიდი ზომის ჯემპერი და სპორტული ფეხსაცმელი აცვიათ და მზის სათვალე უკეთიათ.




80-იანების ნოსტალგიასთან ერთად, ფორდი არც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ივიწყებს.
ის ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც მელანია ტრამპის ჩაცმაზე უარი თqვა, რადგანაც მისი ქმარი სექსისტური და დამამცირებელი ქმედებით გამოირჩეოდა.




მას შემდეგ, დიზანერი ფეხსაცმელსა და ჩანთებს წარწერა Pussy Power-ით რთავს.




Tom Ford FW18-19

[center]
[center]
[/center]