ტრენდი: ფუტურისტული სათვალეები

Published: 09/02/2018 Views: 1 327
ტრენდი: ფუტურისტული სათვალეები

90-იანების მოდასთან ერთად, ტრენდების სიაში ადგილს ვიწრო სათვალეები იკავებენ, ისეთები როგორიც "მატრიცა"-ში. სათვალის დიდი ჩარჩოები, რომლებიც ნახევარ სახეს ფარავს, მხოლოდ პაპარაცების თავდასხმის არიდების საშულებაა. სეზონის მთავარი must-have კი პატარა, ვიწრო მზის სათვალეებია.

სეზონის ტრენდი: ფუტურისტული სათვალეები


დემნა გვასალია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ისინი Balenciaga-ს 2017 წლის საშემოდგომო კოლექციაში წარმოაჩინა. ღია ფერის წინდებთან და მასიურ საყურეებთან ერთად, მოდელები 90-იანების ნოსტალგიას სათვალეებითაც გადმოსცემდნენ. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ისინი უკვე მილენიალების საყვარელმა ბრენდებმა გამოუშვეს: Miu Miu, Prada, Off-White, Acne Studios, Stella McCartney, Louis Vuitton... სათვალეები არამხოლოდ წარსულის ციტატა, არამედ ახალი მოდური იმიჯი გახდა.


Balenciaga 2017 Fall



Acne Studios SS 2018



Prada SS 2018




ტრენდი მალევე აიტაცეს ცნობილმა ქალბატონებმა. ქუჩის სტილის ქრონიკებში ასეთი სათვალეებით რიანა, კარა დელევინი, რიტა ორა და ჯიჯი ჰადიდი გამოჩნდნენ. ჯიჯიმ მსგავსი მოდელები თავის უკანასკნელ კოლექციაში Vogue Eyewear-შიც შემოგვთავაზა. ქანიე უესტმა კი კიმ კარდაშიანს ურჩია, ავიატორების მაგივრად tiny sunglasses ეტარებინა.





ვიწრო სათვალეები თითქმის ყველაფერს უხდება.
ცოტა ხნის წინ კაია გერბერი ნიუ-იორკში ყოველდღიური იმიჯით შენიშნეს: ქურთუკი, ვიწრო ქუდი, ჯინსი, მარტენსები და რა თქმა უნდა ვიწრო სათვალეები. ბელა ჰადიდმა კი პირიქით, აქსესუარი უფრო ქალურ, შავ იმიჯს შეუხამა.






მართალია, ვიწრო სათვალეები მზისგან იდეალურად ვერ დაგიცავთ, თუმცა მომავალ გაზაფხულის-ზაფხულის სეზონზე მისი ტარება განსაკუთრებით მოდურია.


GUCCI



Balenciaga