Alexander Wang FW18-19

Published: 12/02/2018 Views: 896
Alexander Wang FW18-19

Alexander Wang FW18-19
Ugly accessories: ალექსანდრ ვანგის ამბოხი

თუ ფიქრობთ, რომ დიზაინერები ჭკუიდან შეიშალნენ, მოდის ინდუსტრია აშკარად გიპასუხებთ, რომ მართალი ხართ. Alexander Wang-ის ახალი კოლექცია მოკლებულია ელეგანტურობის იმიჯს და მთლიანად ექსცენტრიკულ მოდაზეა აგებული. თითოეული დეტალი, რაც კი ჩვენებაზე დაფიქსირდა, სოციალურ ქსელებში დიდი გარჩევის საგნად იქცა. დიზაინერმა მოდაში დააბრუნა მივიწყებული ნივთებიც და გზა გაუხსნა ახალ ტრენდებს.

კბილებიანი თმისამაგრი



ვანგის მორიგი ჩვენების თემა ოფისის ცხოვრება გახდა
. მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სავსეა შარვალ-კოსტიუმით, ოფისის კაბებით, თეთრი პერანგებით... დეტალები, რომლებითაც კი დიზაინერმა კოლექცია გააფორმა, ოფისის იმიჯის ირონიად შეიძლება აღვიქვათ, თუმცა ვანგმა თავისი ხელწერა წარმატებულად წარმოაჩინა. თუ დემნა გვასალიამ მოდაში რეზინის თმისამაგრები დააბრუნა, ვანგისთვის კბილებიანი სარჭი გახდა შთაგონება.

კოლგოტები მძივებით



დიზაინერი თავის საყვარელ თემას აგრძელებს: მხიარული წვეულებები. სექტემბერში მოდელებს ეწერათ Wangover და Party Animal, ამჯერად კი თავი მძივებით მოირთეს და ღამის კლუბში გაემართნენ. აქამდე, წინდებზე დამაგრებული კრისტალები ალესანდრო მიკელემ გვაჩვენა.

ნაქარგებიანი კოლგოტები



ასეთი მაღალწელიანი წინდები დიდხანს ითვლებოდა უგემოვნოდ. როგორ ჩავიცვათ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც საკამათო საგანი ხდება.

პლასტმასის ფეხსაცმელი



შემოდგომა ზამთრის ფეხსაცმლის ტენდეციები კი გაზაფხული ზაფხულის ტრენდების გაგრძელებაა. ალექსანდრმა ამჯერად მოდელები პლასტმასის ფეხსაცმლით შემოსა.

ბეწვის ჩანთები



კიდევ ერთი მთავარი დეტალი ბეწვი გახდა.


Alexander Wang FW18-19