იტალიელები ნიუ-იორკში: Bottega Veneta

Published: 12/02/2018 Views: 532
იტალიელები ნიუ-იორკში: Bottega Veneta

იტალიური ბრენდის Bottega Veneta ახალი კოლექცია ამერიკის მეგაპოლისს სიყვარულში უტყდება.

მილანში დაფუძნებულმა ბრენდმა გადაწყვიტა საკუთარი ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ნიუ-იორკში ეჩვენებინა. შოუს შემდეგ ყველაფერი გასაგები გახდა: კრეატიულმა დირექტორმა ტომას მეიერმა კოლექცია უზარმაზარი მეგაპოლისის მაცხოვრებლებს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში მედისონ ავენიუზე Bottega Veneta-მ მაღაზიაც გაიხსნა.

ნიუ-იორკი ხალხმრავალი ქალაქია. მათ მაცხოვრებლებს ერთ პორტრეტს ვერაფრით მოვარგებთ, მეიერმა გადაწყვიტა ნიუ-იორკის არქეტიპები აესახა. მისი ქალბატონები ხავერდის კაბებით, ბროდვეის პრემიერაზე მიემართებიან. ამას გარდა, კოლექციაში კოსტიუმებია თაიმს-სკვერისთვის, ტყავის ქურთუკები ვეფხვის პრინტით და აშ.



ნიუ-იორკელების ჩაცმულობა ბრენდის წარმოსახვაში საკმაოდ თამამია: ცხოველის პრინტი, აბრეშუმის პიჟამოები, სმოკინგები და კლასიკური სილუეტი. ამ ყველაფრის შეხამებით დიზაინერი საკმაოდ თამამ კომპლექტს იღებს.




ჩვენების ლოკაციად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა აირჩიეს. ინდექსის დრამატული ვარდნის ფონზე ყველაფერი განსაკუთრებით სიმბოლურად გამოიყურებოდა. მოდის ჩვენების გარემო ეს იყო ნიუ-იორკული ვილა უზარმაზარი ტყავის სავარძლებით და კედელზე ნახატებით. მოდელების საფინალო გამოსვლის შემდეგ ლოფტი წვეულების ადგილად იქცა, სადაც ყველა გაერთო. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ირინა შეიკმა, კაია გერბერმა, ჯიჯი ჰადიდმა და ადვოა ებოამ.



Bottega Veneta FW18-19