ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია

Published: 12/02/2018 Views: 734
ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია

სეზონის მთავარი ტრენდების სახელმძღვანელო:
ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია


თუ გსურს იდეალური გარდერობი, ტანისამოსი თავად შეკერე! - ეს წესი ვიქტორია ბექჰემმა საუკეთესოდ იცის. დიზაინერი და მრავალშვილიანი დედა საკუთარ ბრენდს საუკეთესო რეკლამას უწევს, რასაც მისი ქუჩის თუ წითელი ხალიჩის ფოტოები მოწმობს. ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის შემდეგ ვიქტორია და მისი ბრენდი ამერიკას დაემშვიდობა, სექტემბრიდან მისი შოუები მშობლიურ ლონდონში ჩატარდება. მისის ბექჰემი თავის შემოქმედებაში სეზონის მთავარ ტრენდებს ამკვიდრებს, ამიტომაც კოლექცია მარტივი, მაგრამ აქტუალურია. ვიქტორიამ 80-იანები შარვლებით და სპორტული მაისურებით გაიხსენა. წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია სეზონის ტრენდების სახელმძღვანელოა, დიზაინერს კი როგორც საკუთარი ქმნილების საუკეთესო მოდელს, ქუჩებში საკუთარი სამოსით უკვე ელიან.

შავი და ყვითელი



ამ ორი ფერის ტანდემი არამხოლოდ გაზაფხულის და ზაფხულის სეზონზე, არამედ შემოდგომასა და ზამთარშიც წარმატებით შედგება. ფერებს ვიქტორიას კოლექციაში პრინტების სახით ვხვდებით.

უზარმაზარი ჩანთები



გიგანტური ზომების მიმართ სწრაფვა ვიქტორიამ ამჯერად ჩანთებით გამოავლინა. უზარმაზარი ჩანთების სიას დიზაინერმა საკუთარი ხელწერაც შემატა: მსუბუქი ფორმები და გლუვი ხაზები.

ბლაგვი ფეხსაცმელი



კიდევ ერთი ტრენდი - ფეხსაცმელი ბლაგვი ცხვირით, რომლის პოპულარობაზეც დემნა გვასალია და სტელა მაკარტნი აგებენ პასუხს. ბექჰემმა ფეხსაცმელი ყველანაირ სამოსს შეუხამა.

კისერზე მოჭერილი



ტიპიურად სპორტული თუმცა გარდერობის განსაკუთრებით ფუნქციური ელემენტი კისერზე მოჭერილი სამოსია. ვიქტორიამ დეტალს დეკორატიული ღირებულება მიანიჭა და მისით კაბები და მაისურები მორთო. რაც მისი გამოჩენა კოლექციას "ქალაქელი ტურისტის" იმიჯს სძენს.

გრძელი ქამარი



ვიქტორიამ აქსესუარის სიგრძე იმდენად გაზარდა, რამდენადაც ეს ადეკვატურად გამოიყურებოდა.

Victoria Beckham FW18-19




ვიქტორიას უკანასკნელი ჩვენება ამაღელვებელი მომენტითაც დაგვამახსოვრდება. პოდიუმზე გამოსვლისას დიზაინერი თავისი შემოქმედების მთავარ გულშემატკივრებს, ქმარსა და შვილებს გადაეხვია.