ქართული სიტყვები Gucci-ს ჩანახატებზე

Published: 12/02/2018 Views: 1 843


"გუჩის" 2018 წლის საშემოდგომო კოლექციის პრომო კამპანია საინტერესო მიზნებს ემსახურება: ბრენდმა რამდენიმე საათის წინ შავ-თეთრი ვიდეოების განთავსება დაიწყო, რომელშიც "გუჩის" მოდელები, მათ შორის ქართველი მარიშა ურუშაძე, საკლასო ოთახში სხედან და ერთმანეთს უსმენენ. მოდელები მე-19 საუკუნის ფრანგი პოეტის შემოქმედებას განიხილავენ, კერძოდ კი მის ლექსებს ციტირებენ პოემიდან L’Éternité //"მარადისობა".

"თავისუფლება, თანასწორობა... სექსუალობა" ეს არის კამპანიის მთავარი სლოგანი, რომლის მხატვრულ დირექტორადაც კრისტოფერ სიმონდსი გვევლინება. კრეატიული დირექტორი კი ყველასთვის ნაცნობი ალესანდრო მიკელეა.




რგოლების განმავლობაში მოდელები ლეგენდარული პოეტის სტრიქონების გვერდით ფურცელზე ჩანახატებს აკეთებენ. გავრცელდა მარიშა ურუშაძის ჩანახატებიც, სადაც მოდელმა ორი ქართული სიტყვა: სიყვარული და თავისუფლება დაწერა.




გავრცელდა კამპანიის პირველი პოსტერიც, რომელიც ბრენდის აღწერით 1968 წლის პარიზელ სტუდენტთა სულისკვეთებას აღწერს, დოკუმენტალისტური შავ-თეთრი სტილი სწორედ ბრენდის ახალი სეზონის მთავარი გამოძახილია.



მარიშა ურუშაძე უკანასკნელ მილანის მოდის კვირეულზე "გუჩის" ექსკლუზიური მოდელი გახდა. მას შემდეგ, მარიშამ კოლექციის სარეკლამო ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.


Milan Fashion Week SS/18


ქართული სიტყვები Gucci-ს ჩანახატებზე



Gucci Pre-Fall 18