Philipp Plein FALL.18 RTW

Published: 13/02/2018 Views: 401


Philipp Plein FALL.18 RTW
ანუ, მფრინავი თეფშის დაშვება პლეიბოის ზამთრის კურორტის mansion-ზე

მართალია ნიუ იორკში მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები მუდამ გამოირჩევა ორიგინალური ლოკაციებით და შოუს ეფექტებით, თუმცა Philipp Plein-მა ყველა გააოცა როგორც შოუს მოცულობით ასევე მისი გაურკვეველი კონცეპციით. Philipp Plein-მა ჩვენებაზე კოსმოსური ხომალდიდან დაუშვა ტრანსფორმერი-რობოტი და ირინა შეიკი.




ჩვენებისთვის შერჩეული ლოკაცია ხელოვნური თოვლის ფენით იყო დაფარული, პოდიუმისთვის ბულდოზერმა შემოანგრია კედელი
და სნოუმობილების შოუს შემდეგ სტუმრების წინაშე წარსდგა რობოტი, რომელმაც სტუმრები გამოკითხა ემოსათ თუ არა მათ Philipp Plein. მალევე პოდიუმზე დაეშვა კოსმოსური ხომალდი, საიდანაც სუპერმოდელი ირინა შეიკი დაეშვა და “Fly Me to the Moon” სიმღერის ფონზე რობოტთან ერთად გახსნა Philipp Plein-ის FALL 2018 READY-TO-WEAR კოლექცია, რომელიც ქალისა და მამაკაცის კოლექციას აერთიანებდა.



Philipp Plein FALL.18 RTW კოლექცია სპორტულ სამოსს წარმოადგენდა, პოდიუმზე ვიხილეთ ski და სნოუბორდისთვის განკუთვნილი სამოსი, ჩვენება მოგვიანებით ერთ დიდ წვეულებაში გადაიზარდა. შოუს მუსიკალურად Migos, Young Thug & Rich the Kid პერფორმანსი აფორმებდა. საერთო ჯამში კოლექცია PLAYBOY-ის მოყვარულ, უცხოპლანეტელების ისტორიებისა და ზამთრის სპორტის მიმდევართა ინტერესების მიქსს წარმოადგენს. ამ კომბინაციითაც კი Philipp Plein-ის კოლექციას უდავო წარმატება ელის, მიუხედავად მოდის მიმდევართა კრიტიკისა.

გერმანელი დიზაინერი უკვე მესამედ მართავს შოუს ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, ეს ჩვენება უპრეცენდენტოდ მასშტაბური და თავბრუდამხვევი, ძალზედ დამაბნეველი და არეული თემატიკით გამოირჩეოდა. ამბობენ, რომ Philipp Plein-მა აღნიშნულ ჩვენებაზე $10 მილიონი დახარჯა! რა თქმა უნდა ეჭვიც არ გვეპარება, რომ UFO, ტრანსფორმერი, ხელოვნური თოვლი, ბულდოზერი, სნოუ-მობილები და სტუმრების ტრანსპორტირებისთვის გაკუთვნილი ხარჯი ჯამში ამ თანხას შეადგენდა, დიზაინერი ირწმუნება, რომ შოუსთვის გაღებული ხარჯი მუდამ კომპენსირდება წარმოდგენილი კოლექციის გაყიდვების მაჩვენებლით.







Philipp Plein
FALL.18 RTW




Philipp Plein FALL.18 RTW
ფოტოები ჩვენების ბექსთეიჯიდან